ექსტერიერი

ზღაპრული საახალწლო განათებები ლონდონსა და პარიზში

2019 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს

83

შობა-ახალი წელი ერთ-ერთი საოცარი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში. 2019 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს. რა თქმა უნდა ამ დღესასწაულებისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ტრადიცია ქუჩებისა თუ სახლების საახალწლო განათება და მორთვაა. დღეს, ჩვენ რამოდენიმე მშვენიერ განათებას განვიხილავთ, რომელიც დიდ მეგაპოლისებს ამშვენებს.

 

შობა-ახალი წელი ერთ-ერთი საოცარი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში. 2019 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს. რა თქმა უნდა ამ დღესასწაულებისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ტრადიცია ქუჩებისა თუ სახლების საახალწლო განათება და მორთვაა. დღეს, ჩვენ რამოდენიმე მშვენიერ განათებას განვიხილავთ, რომელიც დიდ მეგაპოლისებს ამშვენებს.

 

როგორც ყოველთვის, წელსაც გასაკუთრებულად ლამაზია ინგლისის დედაქალაქი, ლონდონი. საშობაო ბაზრობები, საციგურაო მოედნები და რა თქმა უნდა, ულამაზესი ქუჩის განათებები, რომელიც ყველა მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს. რა თქმა უნდა, ქუჩის საახალწლო მორთულობა ყოველწლიურად იცვლება და სხვადასხვა თემატიკის მატარებელია. ამ წელს განსაკუთრებულად მიმზიდველია ოქსფორდის ქუჩა, როელიც ბრწყინავ და კაშკაშა ადგილად არის ქცეული, სადაც 1778 ანათებაა დამონტაჟებული. წლევანდელი განათება ფიფქების თემატიკითაა შთაგონებული, რომელსაც აკომპანიმენტს ბრწყინავი იასამნისფერი ბურთები უწევენ.

ქარნაბის ქუჩა როგორც ყოველთვის ყველაზე განსაკუთრებული და მიმზიდველი ტურისტული ატრაქციაა საშობაო პერიოდში. წელს თემატიკა ჯგუფი Queen – ი და მათი უკდვავი ჰიტი “Bohemian Rhapsody”-ია. ფრედი მერკურის მიერ დაწერილი ტექსტი თვალისმომჭრელად კაშკაშებს მთელი ქუჩის ჩაყოლებაზე. განსაკუთრებულად მშვენიერია რეჯენთის ქუჩა, რომელც ძირთადად შოფინგისთვისაა განკუთვნილი. წელს ქუჩას, ანგელოზების სწორედ ის ულამაზესი გირლანდები ამშვენებს, რომელიც ამ ქუჩის პირველად მორთვისას, 1954 წელს, გამოიყენეს.

ახალ წლის პერიოდში, ყოველწლიურად უამრავი ტურსტი ჩადის პარიზში, რათა უმშვენიერესი ქალაქის ზღაპრული მორთულობებით დატკბეს. განათებული შუასაუკუნოვანი თაღები, თანამედროვე ილუმინაციები, ბრწყინავი და შთამბეჭდავი გირლანდები ქალაქს ჯადოსნურობას სძენს. განათებები ნოემბრიდან მონტაჟდება და იანვრის პირველი რიცხვების ჩათვლით ამშვენებს ქალაქს. განსაკუთრებულად ლამაზი ტურისტული ატრაქციებია ელისეის მინდვრების და მონტენის ავენიუები, მონმარტის რაიონი, ბერსის სოფელი და სხვ. თუ საახალწლოდ ამ უმშვენიერეს ქალაქს ეწვევით დარმწუნდებით, რომ მას „სინათლის ქალაქის“ წოდება ტყუილად არ მოუპოვებია.

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის ბაღი? რჩევები ექსტერიერის დიზაინერებისგან

თუ ბაღის მოწყობას აპირებთ, მაგრამ პატარა სივრცე გაქვთ, არ ინერვიულოთ: მინიატურული ბაღის დაგეგმვა უფრო საინტერესო პროცესია.

74
ნახე მეტი
ექსტერიერი

როგორ გამოიყურება კრეატიული და თანამედროვე სინათლის ინსტალაციები სხვადასხვა ქვეყნებში?

სინათლის ინსტალაციები თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.

139
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]