არქიტექტურა

“ზღაპრები“- უნიკალური არქიტექტურული ღონისძიება და მისი საინტერესო ისტორია

არქიტექტორები ფიქრობენ, რომ შეჯიბრებების, პუბლიკაციებისა და პროექტების საშუალებით, შესაძლებელი ხდება საზოგადოებამ არქიტექტურის ნამდვილი სახე დაინახოს.

314

„ცარიელი სივრცე“- არქიტექტორებისთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმაა. ის 2013 წელს მეთიუ ჰოფმანისა და ფრანჩესკა ჯიულიანის მიერ დაარსდა. მეთიუ არქიტექტორია, რომელსაც სჯერა, რომ არქიტექტურა შეიძლება იყოს უფრო საინტერესო, უფრო სახალისო და უფრო სოციალური. ფრანჩესკა ჟურნალისტია, რომელიც ფიქრობს, რომ კომუნიკაცია ისაა, რასაც ყველგან ვიპოვით. კარგი კომუნიკაცია კი ბრწყინვალე იდეებს გავრცელებაში გვეხმარება. შეჯიბრებების, პუბლიკაციებისა და პროექტების საშუალებით, მათი აზრით, შესაძლებელი ხდება საზოგადოებამ არქიტექტურის ნამდვილი სახე დაინახოს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება ‘ზღაპრებია“, რომელიც 2014 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაზე მოპატიჟებულნი არიან: არქიტექტორები, დიზაინერები, მწერლები, ხელოვანები, ინჟინრები, ილუსტრატორები, სტუდენტები და უბრალოდ კრეატიული ხალხი. უნიკალური არქიტექტურული ზღაპრის შექმნა - აი, რა არის მათი მთავარი მიზანი. „როცა ჩვენ ზღაპრების ღონისძიება დავიწყეთ, ვერ ვითვალისწინებდით იმ გზებს, რომელთა მეშვეობითაც ასეთი უცხო ფორმატი იქნებოდა მისაღები, მაგრამ მას შემდეგ რაც 2 000 ამბავი გავაერთიანეთ, ნათელი გახდა ერთი რამ: ზღაპრების ფიქციური ასპექტი ძლიერი მანქანაა რეალური შფოთვების დასაძლევად“, - ამბობს მეთიუ. „ბევრი მონაწილის თემა ეხება გლობალიზაციის უპირატესობებსა და საშიშროებებეს, ჩვენს დამოკიდებულას ტექნოლოგიასთან, არქიტექტურულ ოცნებებს, ადამიანების გავლენას ბუნებაზე და ასე შემდეგ“.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

2015 წელს გამართულ ღონისძიებაზე 65 ქვეყანა მონაწილეობდა. მონაწილეთა რაოდენობა კი 1 200-ს უტოლდებოდა. პირველ ოთხ ადგილზე გასულ გამარჯვებულს ფულადი სახის პრიზები გადაეცათ: 500 $-დან 1500 $-მდე. ამ წელს ჟიურის წევრების რიგებს იკავებდნენ არქიტექტურის, დიზაინის და პროფესორთა მრავალპროფილური „არმია“. გამარჯვებული ზიგენგ ვანგი გახდა. მის ნამუშევარს „სიცარიელე“ ჰქვია. ის აღწერს გლობალიზაციის ფონზე არამდგრად ეკოლოგიას, მოდერნიზაციის დამცინავ, მანკიერ ციკლს ტოტალიტარიზმის პირობებში. მთავარი მიზანი კი კაპიტალისტური აქტივობის შედეგად მიღებული გეოგრაფიული ლანდშაფტის წინააღმდეგობების გამოვლენა და გლობალიზაციის შესახებ კითხვების დასმაა. „მომავალი დისტანციურ ცნებად გვეჩვენება, მაგრამ ფაქტია, რომ ის ახლა ხდება. „სიცარიელეში“ ვეცადე შემექმნა უახლოესი მომავლის ზღაპარი, რომელიც გეოპოლიტიკურ ძალებს, ტექნოლოგიას და შეუკავებელ ამბიციებს გააერთიანებდა არქიტექტურული ხედვით“, - ამბობს შემოქმედი.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

2016 წელს კი მონაწილეების რაოდენობამ 1 500-ს მიაღწია. ღონისძიებას 67 ქვეყანა შეუერთდა. პირველი ადგილი ალან მასკინის, ჯერომ ტრაიონის, გაბრიელა ფრანკისა და ქეითი მილერის გუნდმა დაიკავა ნამუშევრით “მოგესალმებით მეხუთე ფასადზე“. ამბავს მაყურებელი გადაჰყავს მომავალ სამყაროში, რომელიც ახლანდელი მსოფლიოს მსგავსია. ის სავსეა ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით. “ჩვენი წლევანდელი ნამუშევარი წარმოადგენს ურბანული სახურავების განხილვას, რომლებიც ქალაქის ზედა ფენებში დიდწილად უგულვებელყოფილია,“-ამბობენ ავტორები.

წყარო: e-architect.co.uk
წყარო: e-architect.co.uk
წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com
წყარო: hgtvdecor.org
წყარო: hgtvdecor.org

2017 წელს ზღაპრების ღონისძიება 6 თებერვალს ეროვნული მშენებლობის მუზეუმში, ვაშინგტონში ჩატარდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არქიტექტურის მიერ მოყოლილ ამბებზე წიგნიც არსებობს, რომელშიც ყოველწლიურად 10 ფინალისტის ნამუშევარი შედის ხოლმე.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

თანამედროვე მინიმალისტური სახლები, როგორც განტვირთვის საუკეთესო საშუალება

დღეს მიკრო-ჰაუსინგის „პროპაგანდა“ აქტიურად მიმდინარეობს და მრავალი აქტივობა ხორციელდება იმ მიზნით, რომ იგი პოპულარული გახდეს ფართო მასებში.

479
ნახე მეტი
არქიტექტურა

რევოლუციური ჰაი-ტეკი არქიტექტურაში. სტილი, რომელმაც ჩვენი გარემო შეცვალა!

ჰაი-ტეკი არქიტექტურული რევოლუციის ნაწილია, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. ეს სტილი, ისევე როგორც მოდერნიზმი ახალ ინდუსტრიულ ესთეტიკას, სისადავეში და სიმართლეში ეძებდა.

277
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]