ექსტერიერი

უცნაური და არქიტექტურულად გამორჩეული სახლები მსოფლიოს გარშემო

ინოვაციური ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას, არქიტექტურის განვითარებაში წარმოუდგენელი რეზულტატები აქვს.

76

ინოვაციური ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას, არქიტექტურის განვითარებაში წარმოუდგენელი რეზულტატები აქვს. ამ სფეროში განხორციელებულ უამრავ შედევრზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, თუმცა ახლა გადავწყვიტეთ ყველაზე შთამბეჭდავი, განსხვავებული და შოკისმომგვრელი არქიტექტურული პროექტების პატარა კოლექცია წარმოგიდგინოთ.

ინოვაციური ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას, არქიტექტურის განვითარებაში წარმოუდგენელი რეზულტატები აქვს. ამ სფეროში განხორციელებულ უამრავ შედევრზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, თუმცა ახლა გადავწყვიტეთ ყველაზე შთამბეჭდავი, განსხვავებული და შოკისმომგვრელი არქიტექტურული პროექტების პატარა კოლექცია წარმოგიდგინოთ.

მრგვალი ვილა მიწისქვეშ - შვეიცარიაში, სოფელ ვალსში, მდებარეობს ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა - მიწისქვეშა ვილა, რომელიც მხოლოდ ერთი მხრიდან გაჰყურებს მთიან პეიზაჟს. სახლი ისეა დაპროექტებული, რომ თითოეულ ოთახში ერთი ფანჯარაა. მზის სხივები, რომლებიც მხოლოდ ერთი მხრიდან აღწევს სახლში, ანათებს 4 საძინებელს, სტუდიოს ტიპის მისაღებს და ბიბლიოთეკას.

ბოინგის ფრთის ქვეშ - ეს უნიკალური სახლი მალიბუში, აშშ-ში მდებარეობს. მისი განსაკუთრებულობა სახურავში მდგომარეობს, რომელიც ყველას ყურადღებას იპყრობს, რადგან ის ბოინგ 747- ის ფრთებითაა გაკეთებული. როგორც ცნობილია, სახლის მეპატრონემ ამ უნიკალურ სახურავში 50 000 დოლარი გადაიხადა.

უჩინარი სახლი - სახლი, რომელსაც სარკის ფასადი აქვს წარმატებით ირეკლავს ადგილობრივ, ულამაზეს პეიზაჟს. ეს უნიკალური სახლი იტალიაში მდებარეობს და მისი შექმნის იდეაც იტალიელ არქიტექტორს, პიტერ პიხლერს ეკუთვნის. მან გადააადგილა ბლოკები იმისათვის, რომ სახლისთვის მეტი დინამიურობა შეეძინა, ხოლო მთელი შენობა პლატფორმაზე შედგა, რათა მისთვის სიმსუბუქის განცდა შეემატებინა.

სახლი ჰაერში გამოკიდებული აუზით (მადრიდი, ესპანეთი) - ამ სახლის არქიტექტორებს მთელი წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ შეექმნათ პროექტი და გაეთვალათ ყველა ნიუანსი. მის აშენებას კი 7 დღე ეყო. სახლის მთავარი ღირსშესანიშნაობა ჰაერში გამოკიდებული აუზია, რომელიც ძალიან კრეატიული და ეფექტური გადაწყვეტაა თანამედროვე არქიტექტურაში.

ტალღების პოეზია - უნიკალური შენობა, რომელიც პორტლენდში, აშშ-ი მდინარე ვილამენტთან მდებარეობს, ნამდვილად არის ყურადღების ღირსი. ეს სახლი თავისი უნიკალური დიზაინით იმსახურებს ყველაზე საოცარი, მცურავი სახლის ტიტულს. მისი მფლობელები ოცნებობდნენ ისეთი სახლში ეცხოვრათ, რომელიც შიგნიდანაც და გარედანაც საინტერესო ფორმებით იქნებოდა გამორჩეული. მათ შეძლეს და აისრულეს ოცნება. სახლის პანორამული ფანჯრიდან ხედი წყალზე იშლება, ხოლო უკანა ფასადი და კედლები ყრუა.

სახლი დედამიწა - სახლი პლანეტა, რომელიც ბორბლებზე დგას შეიქმნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უდაბნოში გადასაადგილებლად. ის მოიცავს ოთხ სართულს, ოთხ საძინებელსა და ექვს სააბაზანო ოთახს.

სამი ყუთი - ეს მშვენიერი სახლი, რომელიც ბოსტონში, აშშ-ი მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია, რომელსაც ყუთის ფორმა აქვს. ის არაჩვეულებრივად მყუდრო სახლია იმისათვის, რომ ადგილობრივ, ჭარბად დასახლებულ კვარტალში ყველაფრისგან დაისვენო.

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

სათამაშო სივრცე ურბანულ გარემოში, როგორც ბავშვთა განვითარებისთვის წინაპირობა

თამაში ბავშვთა განვითარებისთვის აუცილებელია, რადგან აუმჯობესებს მათ უნარებს და ისინი მეტად დამოუკიდებელნი ხდებიან.

101
ნახე მეტი
ექსტერიერი

როგორ მოვაწყოთ ბაღის თანამედროვე და კომფორტული ოთახი-პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისგან

ბაღის ოთახი თქვენს სახლს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს. თუ გაქვთ ზედმეტი სივრცე, აუცილებლად იფიქრეთ ამ იდეაზე!

79
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]