საცხოვრებელი გარემო

უსაფრთხოების მნიშვნელობა საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას

დღეს, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქში ცხოვრობს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

103

დღეს, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქში ცხოვრობს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას ადამიანები ძალიან ბევრ ფაქტორს აქცევენ ყურადღებას, რათა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნონ. ადამიანისთვის უსაფრთხოება და სიმშვიდის განცდა ყოველთვის უპირველესი საზრუნავია. სწორედ ამიტომაა, რომ თანამედროვე ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი სახლი უსაფრთხო, უზრუნველ და მშვიდ ადგილად აქციოს. ამის კარგი მაგალითია უძრავი ქონების დაზღვევა, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში. საცხოვრებლის დაზღვევით ადამიანები იმ სააფრთხეებისგან იცავენ სახლს, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს. იქნება ეს ბუნებრივი კატასტროფის შედეგად სახლის დაზიანება, თუ შემთხვევით დაზინებული წყლის მილებით მეზობლის საცხოვრებლის დაზიანება, უძრავი ქონების დაზღვევა ასეთი შემთხვევების დადგომისას გვიცავს და ზედმეტ საზრუნავს გვარიდებს. 

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

რა თქმა უნდა, დღეს მხოლოდ ქონების დაზღვევით უსაფრთხოების განცდა არ ხდება და ეს საქმე უფრო დიდ მასშტაბებს მოიცავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ადგილის შერჩევა, სადაც კრიმინალის დონე ნაკლებია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 21-ე საუკუნის დასაწყისში, კრიმინალის კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმად არქიტექტურა შეგვიძლია დავასახელოთ. სწორი ქალაქგეგმარება დაცულ სივრცეს გვთავაზობს, რომელიც თავისთავად დანაშაულის პრევენციაზეა პასუხისმგებელი. წარმატებული სამეზობლოს შექმნისთვის საჭიროა ადამიანი პირად უსაფრთხოებას გრძნობდეს ქუჩაში. ეს უკანასკნელი თავად უნდა უმკლავდებოდეს და არეგულირებდეს უცხო ადამიანების მიმოსვლას. სიცოცხლისუნარიან და დაცულ ტერიტორიების მთავარი პლუსი არის ის, რომ ისინი კონტროლირდება არა პოლიციის, არამედ იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ამ სივრცეს ერთად იზიარებენ.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

რა ფაქტორი შეიძლება იწვევდეს კრიმინალის რიცხვის ზრდას საცხოვრებელ კორპუსში? პირველი მიზეზი შეგვიძლია ანონიმურობა ჩავთვალოთ, როდესაც ადამიანები მეზობლებს არ იცნობენ. ასევე როცა შემცირებულია თვალთვალი და დამნაშავეს დანაშაულის შეუმჩნევლად ჩადენა თავისუფლად ხელეწიფება. რაც ყველაზე მთავარია - ეს არის გაქცევის გზების ხელმისაწვდომობა - ეს კრიმინალს დანაშაულის ადგილიდან მიმალვას უადვილებს. არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომელიც უსაფრთხოების შენარჩუნებაში გვეხმარება. კვლევების მიხედვით დანაშაულის რიცხვი უფრო ნაკლებია იქ, სადაც დიდი სიმჭიდროვის დასახლებაა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ტრანზიტული მოძრაობა კრიმინალს ხელს უწყობს. საცხოვრებელი ადგილის უსაფრთხოება კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ არის ის საჯარო სფეროსთვის გახსნილი: ბინები ყველაზე მეტად უსაფრთხოა, ცალკე მდგომი საცხოვრებლები - მეტ-ნაკლებად. ასევე საცხოვრებლები უნდა იყოს განალგებული ქუჩის ორივე მხარეს. ეს ადგილობრივ მოძრაობას წარმოქმნის და თან ზედმეტად შეღწევადი არ არის. რაც შეეხება ქუჩებს, ისინი უმჯობესია ჩიხის ტიპის იყოს, ვიდრე ქსელური.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

როგორ შეუძლია კარგ ურბანულ დიზაინის კრიმინალის შემცირება? ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ქალაქის იერსახის დამახინჯებას: ბევრი საკეტის, ჭანჭიკის დამონტაჟებას, მაღალი კედლების, ღობეების და ბარიერების ჩადგმას, თუმცა დახვეწილ და ჭკვიანურ დიზაინერულ ცვლილელებს მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლია შეიტანოს კრიმინალის შემცირებაში. იმისათვის, რომ თავი უფრო მეტად დაცულად იგრძნოთ, თქვენი საცხოვრებელი სახლი შესაბამისი დონეზე აღჭურვეთ, დაამონტაჟეთ სამეთვალყურეო კამერებიდა სიგნალიზაცია. დღევანდელი ტექნოლოგიური პროგრესი საშუალებას იძლევა თავად ვაკონტროლოთ სახლი და ის ჭკვიანი ტექნიკით აღვჭურვოთ, რაც ასევე გავრცელებული პრაქტიკაა.

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

ეკოლოგიური საფრთხე და ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სავალალო შედეგები

თანამედროვე ქალაქი საკუთარი თავის ძიებასთან და შესაძლებლობების მრავალფეროვნებასთან ასოცირდება. სამწუხაროდ, ამ სივრცეში ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდება!

85
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

დაბინძურებული გარემოს გავლენა ცხოველებზე - პრობლემა, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ!

ყოველდღიურად ათასობით ცხოველი იღუპება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები გარემოს შეუწყვეტლად აბინძურებენ.

89
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]