საცხოვრებელი გარემო

ურბანული ხმაური, მისი გამომწვევი მიზეზები, გავლენა ადამიანებზე და გამოსავალი

როცა ხმა უხეშად ერევა ცხოვრების ბუნებრივ რიტმში, ის თავისი დანიშნულების ჩარჩოებს ტოვებს და დამაბინძურებელ ფაქტორად გარდაიქმნება.

229

ადამიანებს ყოველდღიურად მრავალი ხმის მოსმენა გვიწევს. ხმამაღალი მუსიკა, ტელევიზორი, მობილურზე მოლაპარაკე ადამიანები, ტრანსპორტი და თუნდაც შუა ღამისას მყეფარე შინაური ცხოველები - ეს ყველაფერი ურბანული კულტურის ნაწილია. ამას მეტნაკლებად ყველანი მიჩვეულები ვართ. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ტელევიზორის ხმა ღრმა ძილიდან გვაფხიზლებს, ტრანსპორტისა კი თავს გვატკივებს ხოლმე. როცა ხმა უხეშად ერევა ცხოვრების ბუნებრივ რიტმში, ის თავისი დანიშნულების ჩარჩოებს ტოვებს და დამაბინძურებელ ფაქტორად გარდაიქმნება.

ადამიანებს ყოველდღიურად მრავალი ხმის მოსმენა გვიწევს. ხმამაღალი მუსიკა, ტელევიზორი, მობილურზე მოლაპარაკე ადამიანები, ტრანსპორტი და თუნდაც შუა ღამისას მყეფარე შინაური ცხოველები - ეს ყველაფერი ურბანული კულტურის ნაწილია. ამას მეტნაკლებად ყველანი მიჩვეულები ვართ. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ტელევიზორის ხმა ღრმა ძილიდან გვაფხიზლებს, ტრანსპორტისა კი თავს გვატკივებს ხოლმე. როცა ხმა უხეშად ერევა ცხოვრების ბუნებრივ რიტმში, ის თავისი დანიშნულების ჩარჩოებს ტოვებს და დამაბინძურებელ ფაქტორად გარდაიქმნება.

წყარო: Thehindu.com
წყარო: Thehindu.com

ხმაურით დაბინძურება იწყება მაშინ, როცა ბუნებრივი ბალანსი გადაჭარბებულია, ან არასასიამოვნო ხმების გამო ირღვევა. ეს დეფინიცია იმ ხმებს მიესადაგება, რომლებიც არაბუნებრივია თავიანთი წარმოშობის ან სიდიდის მიმართ. თანამედროვე სამყარო ისეა მოწყობილი, რომ მისგან, პირდაპირი მნიშვნელობით, ვერცერთი ბგერა ვერ გაიქცევა. ელექტრონული მოწყობილობებიც კი გამოსცემენ თავიანთ დამახასიათებელ ბგერებს, რომლებსაც ისე ეჩვევა ჩვენი ყური, ზოგჯერ ვერც აღვიქვამთ ხოლმე. ამიტომ აუცილებელია ხმაურით დაბინძურების პრევენციაზე სწრაფადვე ვიზრუნოთ.

წყარო: Seoclerk.com
წყარო: Seoclerk.com

ხმაურით დაბინძურების პირველი მიზეზი ინდუსტრიალიზაციაა. ინდუსტრიულ ქვეყნებში „დიდ მანქანებს“ იყენებენ (მაგალითად: გენერატორები, კომპრესორები, გამწოვი ვენტილატორები და ასე შემდეგ), რომლებიც ასევე დიდ ხმას წარმოქმიან. ადამიანები, რომლებსაც ასეთ ადგილებში უწევთ მუშაობა, ხშირად ყურის დამცავ საშუალებებს ატარებენ. მიზეზი ერთია: შეამცირონ ხმის ეფექტი. ცუდი ქალაქგეგმარება ხმაურით დაბინძურებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. მჭიდრო სახლები, დიდი ოჯახები, რომლებიც მცირე ადგილს იზიარებენ, პარკინგისთვის ყოველდღიური ბრძოლა და უამრავი სხვა მიზეზი ჩვენი ქალაქის ხმით დაბინძურებას იწვევს. აუცილებელია აღვნიშნოთ ტრანსპორტის როლიც. თვითმფრინავები, მანქანებით გადაჭედილი გზები, მიწისქვეშა მატარებლები მრავალ ხმას წარმოქმიან. ამ ყველაფერს კი მივყავართ იმ სიტუაციამდე, როცა ადამიანს სწორად სმენის უნარი ეკარგება.

წყარო: Cleantechnica.com
წყარო: Cleantechnica.com

რა გავლენას ახდენს ხმაურით დაბინძურება ჩვენზე? რატომ უნდა გავამახვილოთ ამ პრობლემაზე ყურადღება? იცოდით, რომ სმენის დაქვეითების პირველ მიზეზად ხმაურით დაბინძურება ითვლება? ნებისმიერი არასასურველი ხმა, რომელსაც ჩვენი ყური ვერ ფილტრავს, სმენის პრობლემებს იწვევს. ამას კი თავისთავად სხეულის რიტმი ნორმიდან გამოჰყავს. გადაჭარბებული ხმები ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დარღვევის განმაპირობებელი მიზეზიცაა. კვლევები აჩვენებს, რომ ხმაურით დაბინძურების შემდეგ აგრესიული ქცევა და სტრესის დონე იზრდება, ძილის პროცესი ირღვევა. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. მაღალი ინტენსიური ხმა არტერიულ წნევას და გულისცემას ზრდის. ასევე ხმაურით დაბინძურება სოციალურ აქტივობებსაც აფერხებს, ადამიანებს კომუნიკაციაში ეშლებათ ხელი. მუდმივი ხმაური იწვევს თავის ტკივილს და არღვევს ჩვენს ემოციურ ბალანსს. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ადამიანთა უმეტესობას უჩნდება ქალაქის ცენტრისგან გაქცევის სურვილი, რადგან ხმაური გაუსაძლისს ხდის დიდ ქალაქებში ცხოვრებას. ადამიანები მიისწრაფვიან მშვიდი, ნაკლებად ხმაურიანი, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოსკენ, რადგან სწორედ ასეთი გარემოსთვისაა ის შექმნილი.

წყარო: Shutterstock.com
წყარო: Shutterstock.com

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სტრესი, დაძაბულობა, ჯანმრთელობის გაუარესება, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც მაღალი და უსიამოვნო ხმებისგან დაგვიცავს. მოვძებნოთ ისეთი ადგილი, რომელიც ხეებით იქნება გარშემორტყმული, უნდა მოვერიდოთ სამანქანო გზებს. გაატარეთ დრო წყნარ ადგილებში, მაგალითად პარკში, ტყეში და ა.შ. გამოიყენეთ ყურსასმენები უსიამოვნო ხმების ჩასახშობად, დაკავდით მედიტაციით და დაიცავით თავი ხმაურით დაბინძურებისგან!

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

ხეზე აშენებული სახლების დადებითი გავლენა ბავშვებზე და მათი უპირატესობები

ხეზე აშენებული პატარა სახლები ყოველთვის ასოცირდებოდა იმ ადგილად, სადაც ბავშვები თამაშობენ, იკრიბებიან და ერთობიან მეგობრებთან ერთად.

257
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

სმოგი - ხალხმრავალი ქალაქებისთვის დამახასიათებელი სახიფათო მოვლენა

სამწუხაროდ, სმოგი დიდი, განვითარებადი ქალაქების ყოველდღიურობად იქცა, დადგინდა მისი გამომწვევი მიზეზებიცა და შედეგებიც.

245
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]