ინტერიერი

თანამედროვე სამზარეულო, მისი ინტერიერი და მოწყობის გზები

ბევრი ჩვენგანისთვის, სამზარეულო ფუნქციურ სივრცეზე მეტია. ის სახლის ცენტრია - ადგილი, სადაც მთელი ოჯახი ერთად იკრიბება ხოლმე.

136

ბევრი ჩვენგანისთვის, სამზარეულო ფუნქციურ სივრცეზე მეტია. ის სახლის ცენტრია - ადგილი, სადაც მთელი ოჯახი ერთად იკრიბება ხოლმე. სამზარეულო ისევე, როგორც სახლის სხვა დანარჩენი ნაწილი, დროთა განმავლობაში, განახლებას საჭიროებს. ამიტომ, თუ თვლით, რომ 2017 წელი ამ მნიშვნელოვანი ოთახისთვის ცვლილებების წელია, აუცილებლად უნდა გაეცნოთ იმ ტრენდებს, რომელიც აქტუალურია და რომელსაც გვთავაზობენ ინტერიერის დიზაინერები.

ბევრი ჩვენგანისთვის, სამზარეულო ფუნქციურ სივრცეზე მეტია. ის სახლის ცენტრია - ადგილი, სადაც მთელი ოჯახი ერთად იკრიბება ხოლმე. სამზარეულო ისევე, როგორც სახლის სხვა დანარჩენი ნაწილი, დროთა განმავლობაში, განახლებას საჭიროებს. ამიტომ, თუ თვლით, რომ 2017 წელი ამ მნიშვნელოვანი ოთახისთვის ცვლილებების წელია, აუცილებლად უნდა გაეცნოთ იმ ტრენდებს, რომელიც აქტუალურია და რომელსაც გვთავაზობენ ინტერიერის დიზაინერები.

წყარო: styleathome.com
წყარო: styleathome.com

2017 წლის მთავარი ტრენდი მეტალების მიქსია, რომელიც მეტ ინდივიდუალურობას გამოხატავს და არის ნაკლებად ფორმალური. დიზაინერი ლიზა ქენინგი თვლის, რომ ონკანებს, სკამების ფეხებსა და სამზარეულოს სანათურებს მეტალის მიქსი უნდა შევუხამოთ. ინტერიერის დიზაინერი ნაილა ფრის თქმით კი, ამ ახალი ტრენდის მიუხედავად, თეთრი სამზარეულო კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას მცირედი ცვლილებებით - ინტერიერში ნელ-ნელა შემოდის თბილი ფერები. პალიტრის შეკრული ფერი და მატერიები ერთიანობის განცდას გვიქმნის. ეს ეხება ინტერიერის ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: ავეჯი, განათება და დეკორი. ფერებთან დაკავშირებულ აზრს ინტერიერის დიზაინერი ვანესა ფრანჩესიც ეთანხმება. ის საინტერესო სიახლეს გვთავაზობს და გვირჩევს, რომ 2017 წელს ჩვენი თეთრი სამზარეულო ნაცრისფერი ჩრდილებით გავალამაზოთ. ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ თბილი ტონები, როგორებიცაა: ნაცრისფერისა და კრემისფერის მიქსი, ასევე სოკოსფერი. უმჯობესია, თუ სამზარეულოს კუნძული იქნება მთლიანი ოთახისგან განსხვავებული ფერის, რათა უკეთ მოხდეს მისი გამოკვეთა. დამატებით, ხელით ნაკეთი კუნძულები 2017 წლისთვის პოპულარული იქნება. ეს ოთახს ინდივიდუალურობას და შარმს შესძენს. კვარცისგან დამზადებული სამზარეულოს ზედაპირები კი თავის პოპულარობას წელსაც არ ჰკარგავს და თავისი უპირატესობებით გვაოცებს.

წყარო: styleathome.com
წყარო: styleathome.com
წყარო: styleathome.com
წყარო: styleathome.com

ბლოგერი და დეკორატორი ტიმ ლემი ფიქრობს, რომ სამზარეულოს თაროებს 2016-2017 წლისთვის ზედა კარადები შეცვლის. ასევე მულტი-დანიშნულების სამზარეულოს კუნძული სამზარეულოს კუთხისთვის მშვენიერი ალტერნატივა იქნება. ახალი ტრენდები საშუალებას გვაძლევს, რომ ერთ ფერში გადაწყვეტილი სამზარეულო ესთეტიკურად გავამრავალფეროვნოთ. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი ხის, საღებავებისა და მეტალის მიქსი. ასევე სცადეთ, გამწოვისა და კუნძულის ზედაპირის ქრომირება. სამზარეულოს კარადის ქვედა ნაწილი ღია ხისფერი გვირგვინით მოაპირკეთეთ, ზედა ნაწილი კი თეთრი ლაქებით. კიდევ ერთი, საინტერესო დიზაინერი და ბლოგერი ჯენიფერ ფლორსი კი გვთავაზობს, რომ სამზარეულოში მუქ მეტალებს შევეგებოთ. პრიალა ქრომი და ნიკელი გზას უთმობენ შავ ონკანებს, გამომწვარ ფოლადის სამზარეულოს სანათურებს და კარადების შავ, გლუვ სახელურებს. მუქი ფერი არაჩვეულებრივია თანამედროვე სამზარეულობესთვის. იქ, სადაც თეთრი ფერია დომინანტური, შავი ფერი მაღალ კონტრასტს შექნის და ოთახს გაამრავალფეროვნებს. 2017 წლის კიდევ ერთი, მთავარი ტრენდი გამომწვარი თიხაა. დიზაინერი ანდრეა ჰარალდსენის თქმით, 2017 წლისთვის ვარდისფერი გამომწვარი თიხა პოპურალობის ზენიტს მიაღწევს. ამ ტრენდს მისდევს მდიდარი კრემისფერისა და ღია ვარდისფერის გამომწვარი თიხა. ეს ზუსტად ის კომპონენტია, რომელსაც თანამედროვე სამზარეულო საჭიროებს.

წყარო: styleathome.com
წყარო: styleathome.com
წყარო: styleathome.com
წყარო: styleathome.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ ფარდები მისაღები ოთახისთვის ისე, რომ მივიღოთ კომფორტული სივრცე?

თანამედროვე სტილის ოთახები სიმარტივით გამოირჩევა, რაც მათ მინიმალიზმთან აახლოვებს. აქედან გამომდინარე, ოთახის სწორი დეკორირება ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ფარდებს კი ლომის წილი მიუძღვით.

80
ნახე მეტი
ინტერიერი

ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინში, ანუ როგორ გამოვხატოთ საკუთარი თავი მაქსიმალურად

არქიტექტურის ისტორიაში ეკლექტიკას დიდი ადგილი უჭირავს და ის ძირითადად ფუფუნებას გამოხატავს.

88
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]