ექსტერიერი

თანამედროვე საქალაქო პარკების სწორი დაგეგმარების მნიშვნელობა

ჩვენს საზოგადოებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ გაეცნობიერებინა მწვანე სივრცეების არსებობის მნიშვნელობა.

185

თანამედროვე ცხოვრების რითმმა სრულიად შეცვალა ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო. გახადა ის უფრო მჭიდრო, ქაოტური და მუდმივად ცვალებადი. თანამედროვე ქალაქები ურბანიზაციის და მჭიდრო დასახლების მაღალი დონით ხასიათდებიან და გამონაკლისს არც ჩვენი დედაქალაქი, თბილისი წარმოადგენს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელ წლებში თბილისში არსებულმა უკონტროლო მშენებლობებმა და დაუგეგმავმა ქმედებებმა ქალაქი არასწორი მიმართულებით განავითარა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ გამოფხიზლებულიყო და გაეცნობიერებინა მწვანე სივრცეების არსებობის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, დღეს გადავწყვიტე საქალაქო პარკებზე ვისაუბრო და დეტალურად განვიხილო მათი სწორად დაგეგმარების მნიშვნელობა.

თანამედროვე ცხოვრების რითმმა სრულიად შეცვალა ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო. გახადა ის უფრო მჭიდრო, ქაოტური და მუდმივად ცვალებადი. თანამედროვე ქალაქები ურბანიზაციის და მჭიდრო დასახლების მაღალი დონით ხასიათდებიან და გამონაკლისს არც ჩვენი დედაქალაქი, თბილისი წარმოადგენს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელ წლებში თბილისში არსებულმა უკონტროლო მშენებლობებმა და დაუგეგმავმა ქმედებებმა ქალაქი არასწორი მიმართულებით განავითარა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ გამოფხიზლებულიყო და გაეცნობიერებინა მწვანე სივრცეების არსებობის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, დღეს გადავწყვიტე საქალაქო პარკებზე ვისაუბრო და დეტალურად განვიხილო მათი სწორად დაგეგმარების მნიშვნელობა.

Nationalgeographic.com
Nationalgeographic.com

საქალაქო, იგივე ურბანული პარკები ქალაქში არსებული ტერიტორიაა, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს რეკრეაციასა და მწვანე სივრცეებს სთავაზობს. მუნიციპალური პარკების საერთო მახასიათებელია: სპორტული მოედნები, ბაღები, ფიტნეს და სასეირნო ბილიკები, სპორტული დარბაზები, კორტები, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, საპიკნიკე ტერიტორიები, მოკლედ გაკრეჭილი ბალახი და ა.შ.  ამ საერთო მახასიათებლების არსებობა კი დამოკიდებულია ბიუჯეტზე და ბუნებრივ რესურსებზე და იქმნება ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსების საფუძველზე.

Travelandleisure.com
Travelandleisure.com

ურბანული პარკები, თავისი დანიშნულებით, შეგვიძლია ორ კატეგორიად დავყოთ: აქტიური და პასიური რეკრეაციული ზონები. აქტიურ დასვენებას აქვს ურბანული მახასიათებელი და მოითხოვს ინტენსიურ განვითარებას. ის ძირითადად მოიცავს სათამაშო მოედნებს, საცურაო აუზებს, კორტებს, სკეიტპარკებს, ფიტნეს ადგილებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთ ადგილებს, სადაც ფიზიკურად აქტიური დატვირთვის მიღებაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ ასეთ პარკებში უზრუნველყოფილი იყოს გუნდური სპორტით დაკავება და ხალხმრავალი შეკრებები, აუცილებელია ინტენსიური მენეჯმენტის წარმართვა და მაღალი ხარჯების გაწევა. რაც შეეხება პასიურ რეკრეაციულ ადგილებს, ისინი გვთავაზობენ დაბალი ინტენსივობის დასვენებას. ის ხაზს უსვამს პარკის ღია სივრცეს და იძლევა ბუნებრივი ჰაბიტატის შენარჩუნების საშუალებას. ასეთი პარკები საჭიროებს დაბალი ინტენსივობის განვითარებას და მოვლას. აქ საკმარისია საპიკნიკე ადგილების, მოსასვენებლი სკამებისა და ბილიკების არსებობა. როგორც წესი მოითხოვს მცირე მენეჯმენტს და შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს ძალიან დაბალი ხარჯებით.

Travelandleisure.com
Travelandleisure.com

როგორც წესი პარკების დაგეგმარება და განვითარება ყველა ქალაქში თავისებურად ხდება და დამოკიდებულია სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე. პირველ რიგში, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ პარკის დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნილებები და საჭიროებები. რა თქმა უნდა, ყველა პარკი უნდა ასრულებდეს მის ძირითად როლს თუმცა, საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონცენტრირება მოხდეს გარკვეულ ასპექტებზე. მაგალითად: პარკებში სათამაშო მოედნების, საბავშვო ატრაქციების უხვ რაოდენობაზე, ან საპიკნიკე ადგილების სიჭარბეზე და ა.შ. დღეს, თბილისში სულ უფრო ცოტა თავისუფალი ადგილია დარჩენილი, სადაც შესაძლებელი იქნება საქალაქო პარკების მოწყობა და განვითარება. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ისეთი მწვანე სივრცეების შექმნა, სადაც პასიური და აქტიური რეკრეაცია ერთდროულად იქნება შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი სწორი და პროფესიონალური დაგეგმარების გარეშე წარმოუდგენელია.

Travelandleisure.com
Travelandleisure.com

საქალაქო პარკები, სწორი პროექტირების შემთხვევაში, შესაძლოა იქცეს ყველაზე სასურველ თავშეყრის ადგილად მთელს ქალაქში. პარკები უდიდეს როლს თამაშობენ კულტურის მიწოდების, ხელშეწყობისა და განვითარების საკითხებში. საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარებაზე, ინდივიდუალურ და მთლიანი საზოგადოების ჯანმრთელობაზე, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებაზე და ტრანსპორტზე, რის შესახებაც დეტალურად ვისაუბრებთ შემდეგ სტატიაში. 

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

ზღაპრული საახალწლო განათებები ლონდონსა და პარიზში

2019 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს

54
ნახე მეტი
ექსტერიერი

როგორ მოვაწყოთ ბაღის თანამედროვე და კომფორტული ოთახი-პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისგან

ბაღის ოთახი თქვენს სახლს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს. თუ გაქვთ ზედმეტი სივრცე, აუცილებლად იფიქრეთ ამ იდეაზე!

46
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]