არქიტექტურა

თანამედროვე არქიტექტურული პროექტები კლიმატური ცვლილებების საპასუხოდ

არქიტექტორთა ახალი პროექტები მაქსიმალურად ეხმიანება თანამედროვე გამოწვევებს და ცდილობენ თითოეულ ჩვენგანამდე მოიტანონ მნიშნელოვანი სათქმელი.

267

ხანძარი ამაზონის ტყეში და ციმბირის ტერიტორიაზე, ქარიშხალი დორიანი და სხვა ბუნებრივი კატასტროფები ცხადად გვაჩვენებს, რომ ჩვენი პლანეტა სერიოზული კლიმატური ცვლილებების წინაშე დგას, რომელიც უარყოფითად აისახება მასზე. ცვლილებები იმდენად თვალშისაცემია, რომ მას ყოველდღიურად აღვიქვამთ და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, ბევრი ღიად გამოხატავს ამ საკითხისადმი შეწუხებას. ისინი ცდილობენ საკუთარი სათქმელი ისე გამოხატონ, რომ მაქსიმალურად შეძლონ სხვებისთვის თვალების ახელა. რასაკვირველია კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირებენ არქიტექტორები და ხელოვანები, რომლებიც ჩვენი საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და ფორმირებაზე პირდაპირ მოქმედებენ. მათი უმეტესობა აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც საზოგადოებისა და გარემოს წინაშე აქვთ. სწორედ ამიტომ, მათი ახალი პროექტები მაქსიმალურად ეხმიანება თანამედროვე გამოწვევებს და ცდილობენ თითოეულ ჩვენგანამდე მოიტანონ მნიშნელოვანი სათქმელი.

Archdaily.com
Archdaily.com

მაგალითისთვის, კლაუს ლიტმანმა, ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყვიტა განსხვავებული მიდგომა აერჩია და საზოგადოების თვალები, თავისი ხელოვნების წყალობით, ფართოთ გაეხილა. სამოცდაშვიდი წლის ხელოვანმა სამასი სხვადასხვა ხე, ავსტრიის ფეხბურთის მოედანზე დარგო. ეს არის ფიზიკური ხელოვნების წარმოუდგენელი ქმედება, რომელიც მომავლის დედამიწის შესახებ ჩვენ წარმოდგენებს გამოწვევის წინაშე აყენებს. ლიტმანის პროექტის შთაგონება მაქს პეინტნერის ნახატი გახდა, რომელიც 1970 წელს ვენაში გამოფენაზე იხილა. პეინტნერის ნახატში ტყე სტადიონის შუაში იყო გაზრდილი, რომლის გარშემო უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და ტყეს, როგორც სანახაობას ისე უყურებდა. ხელოვანს სურდა ამ ინსტალაციით ეჩვენებინა რომ ჩვენი დამოკიდებულება ბუნების მიმართ დროულად უნდა შევცვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ისეთი იშვიათი რამ გახდება, რომელის ხილვაც სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მხოლოდ ექსპონატის სახით შეგვეძლება. იმ ცხოველების მსგავსად, რომლებსაც ზოოპარკში ვნახულობთ.

Archdaily.com
Archdaily.com

ასევე, ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელა ლონდონის არქიტექტურულმა ფირმამ “ecoLogicStuio”. მათ შექმნეს მაშტაბური „ქალაქის ფარდა“, რომელიც კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად გამოიყენება. ეს არი ინსტალაცია, რომელსაც ქალაქის ჰაერის გაწმენდაში თავისი წვლილი შეაქვს. ფარდა, რომელსაც “Photo.Synth.Etica” უწოდეს ამჟამად დუბლინში, ერთ-ერთი სასახლის ფასადზეა განთავსებული. ის დღეში ერთ კილოგრამ CO2-ს აგროვებს და ინახავს, რაც ოცი დიდი ხის ექვივალენტურია. ფარდა 16 მოდულისგან შედგება, რომელთა ზომა 2 x 7 მეტრია და რომელიც მთლიანად ფარავს ისტორიული შენობის პირველ და მეორე სართულებს. თითოეული მოდული ფუნქციონირებს, როგორც ფოტობიორეაქტორი: ციფრული დიზაინით და საკუთარი ხელით შექმნილი ბიოპლასტიკური კონტეინერი, რომელიც დღის სინათლეს იყენებს, მასში მოთავსებული ცოცხალი მიკრო წყალმცენარეების კულტურის გამოსაკვებად, ხოლო ღამით გამოსცემს ლუმინესენტურ ფერებს.

Archdaily.com
Archdaily.com

ფილტრაციის დროს გამოიყენება ქალაქის ჰაერი, რომელიც ფასადის ქვედა სართულებზე ილექება. CO2 და სხვა მავნე ნივთიერებები წყალმცენარეებში რჩება და ბიომასად იქცევა. შემდეგ ხდება ამ ბიომასის შეგროვება და მისი ბიოპლასტიკის წარმოებაში გამოყენება, რომელიც თავის მხრივ გამოიყენება თავად ფოტობიორეაქტორის ძირითად სამშენებლო მასალად. პროცესის კულმინაცია კი გაფილტრული ჟანგბადის გამოშვებაა, ზედა ფასადური ბლოკებიდან. ეს ინოვაციური ფილტრაციის სისტემა ადაპტირებულია არსებულ და ახლად დაპროექტებულ შენობებზე. ის იკავებს მყარ პოზიციას ფუტურისტული არქიტექტურულ ხედვაში, სადაც დომინირებს ჭკვიანი ქალაქები, სახლები და სხვ.  

Archdaily.com
Archdaily.com

მსგავსი ჭკვიანი, საზოგადოებაზე და დღევანდელ საჭიროებებზე მორგებული პროექტები, რომლებიც გარემოს გაუმჯობესებას ემსახურებიან ერთადერთი სწორი მიმართულებაა მომავლის სამყაროს შენების პროცესში, სადაც ადამიანი მაქსიმალურ ჰარმონიაშია ბუნებასთან და თავისი ქმედებით მინიმალურ ზიანს აყენებს მას.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ბალახის სახურავის მქონე ეკო-მეგობრული სახლის საინტერესო დიზაინი

თანამედროვე არქიტექტურა მიისწრაფვის ეკოლოგიური, სუფთა მატერიებისა და ტექნოლოგიის აქტიურ გამოყენებისკენ.

219
ნახე მეტი
არქიტექტურა

სარკის სახლები - უახლესი არქიტექტურული ტრენდი

პატარა სახლების მსგავსად სარკის სახლები უახლესი არქიტექტურული ტრენდია. ეს ამრეკლავი სახლები იმ ბუნებას ასახავს, რაც მათ გარშემოა.

199
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]