საცხოვრებელი გარემო

სმოგი - ხალხმრავალი ქალაქებისთვის დამახასიათებელი სახიფათო მოვლენა

სამწუხაროდ, სმოგი დიდი, განვითარებადი ქალაქების ყოველდღიურობად იქცა, დადგინდა მისი გამომწვევი მიზეზებიცა და შედეგებიც.

636

ის მოყვითალო, მოშავო ნისლი, რომელიც ჩვენს ქალაქში რამდენიმე წელია გაჩნდა, სმოგია. სმოგი ერთგვარი ნისლია, რომელიც ბოლის, მჭვარტლისა და სხვა აირებისაგან შედგება და იგი დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. პირველად, სმოგი ლონდონში შენიშნეს და სახელიც აქვე დაარქვეს. მეცხრამეტე საუკუნიდან, მეოცე საუკუნის 50-იან წლებამდე ლონდონში სმოგი ჩვეული, თუმცა ძალიან პრობლემური მოვლენა იყო. სქელი მასა, რომელიც ქალაქს შემოეკვრებოდა სუნთქვასა და ხილვადობას ართულებდა. სამწუხაროდ, დღეისთვის სმოგი დიდი, განვითარებადი ქალაქების ყოველდღიურობად იქცა, დადგინდა მისი გამომწვევი მიზეზებიცა და შედეგებიც.

ის მოყვითალო, მოშავო ნისლი, რომელიც ჩვენს ქალაქში რამდენიმე წელია გაჩნდა, სმოგია. სმოგი ერთგვარი ნისლია, რომელიც ბოლის, მჭვარტლისა და სხვა აირებისაგან შედგება და იგი დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. პირველად, სმოგი ლონდონში შენიშნეს და სახელიც აქვე დაარქვეს. მეცხრამეტე საუკუნიდან, მეოცე საუკუნის 50-იან წლებამდე ლონდონში სმოგი ჩვეული, თუმცა ძალიან პრობლემური მოვლენა იყო. სქელი მასა, რომელიც ქალაქს შემოეკვრებოდა სუნთქვასა და ხილვადობას ართულებდა. სამწუხაროდ, დღეისთვის სმოგი დიდი, განვითარებადი ქალაქების ყოველდღიურობად იქცა, დადგინდა მისი გამომწვევი მიზეზებიცა და შედეგებიც.

წყარო: Smog in Sao Paolo, Wikipedia
წყარო: Smog in Sao Paolo, Wikipedia

ზოგადად, განასხვავებენ 2 ტიპის სმოგს, ლონდონურს და ლოს ანჯელესის, იმ ქალაქების სახელწოდებების მიხედვით, სადაც იგი პირველად იქნა შემჩნეული. ლონდონური ტიპის სმოგი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში შეინიშნება, ხოლო ლოს ანჯელესის სმოგი თბილ თვეებში გვხვდება და მას საზღვაო და სამდინარო გამონაბოლქვი იწვევს. საღამოს, თბილისის ქვაბულზე გადმოხედვისას შემჩნეული ნისლისებური ჰაერი კი სწორედ თბილისური სმოგია, რომელიც ქალაქს აწევს და რომლის განიავება სულ უფრო და უფრო რთულია.

წყარო: Claude Monet – London Wikipedia
წყარო: Claude Monet – London Wikipedia

სმოგის გამომწვევი მიზეზი უბრალო ქიმიური რეაქციაა, რომელიც მზის შუქის, აზოტის ოქსიდებისა და მფრინავი ორგანული ნივთიერებების მონაწილეობით მიმდინარეობს. სმოგის ფორმულირებისათვის საჭირო ნივთიერებები ურბანულ არეალში უხვად მოიპოვება. ქარხნებთან, ავტომობილებთან და ელექტროსადგურებთან ერთად, მავნე ნივთიერებებს გამოყოფს ისეთი „უწყინარი“ რამეები, როგორებიცაა თმის სპრეი და ტკბილეულის შესაფუთი პლასტიკური ქაღალდი. რეაქციის შედეგად მიღებული მავნე ნაერთები კი ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც მეტად რეაქტიულია. მიუხედავად გამომწვევი მიზეზების სიუხვისა, ქალაქურ გარემოში ამ მოვლენას, ძირითადად ტრანსპორტი და მის მიერ გამოყოფილი ნარჩენები იწვევს. მეგაპოლისებისთვის სმოგის წარმოქმნის ძირითადი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. მდგომარეობა უფრო მძიმდება, თუ კონკრეტული ქალაქისთვის თბილი კლიმატი, სუსტი ქარი და ხშირი საცობია დამახასიათებელი. ასეთ შემთხვევაში, სმოგი შესაძლოა ქალაქის თავზე რამდენიმე დღე დარჩეს და ადამიანების სიცოცხლე შეიწიროს.

წყარო: Smog in Moscow 2002 Wikipedia
წყარო: Smog in Moscow 2002 Wikipedia
ადვილი მისახვედრია, რომ სმოგი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. გარდა იმისა, რომ სმოგი სუფთა ტექნიკურ პრობლემას ქმნის ქალაქში გადაადგილებისას, იგი სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვებსა და მოხუცებს. სმოგს, განსაკუთრებით ის ადამიანები უნდა უფრთხოდნენ, ვისაც გულისა და სასუნთქი გზების დაავადებები აქვთ. ნისლისებური ნივთიერება ხელს უშლის ფილტვების ფუნქციონირებას, აღიზიანებს სასუნთქ გზებსა და თვალებს. ხშირი სმოგი აძლიერებს მასალებისა და ნაგებობების კოროზიას, კლავს მცენარეებს და საფრთხეს უქმნის ყველა ცოცხალ არსებას. ზოგიერთ ქალაქში ჰაერი იმდენად ბინძურდება, რომ ცათამბჯენები ბოლომდეც კი არ ჩანს. იმისთვის, რომ ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ და შენობები ბოლომდე დავინახოთ, უბრალოდ უფრო ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ გარემოს და დროულად მივიღოთ საჭირო რეგულაციები.

 

 
 
 
 

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

ურბანული ხმაური, მისი გამომწვევი მიზეზები, გავლენა ადამიანებზე და გამოსავალი

როცა ხმა უხეშად ერევა ცხოვრების ბუნებრივ რიტმში, ის თავისი დანიშნულების ჩარჩოებს ტოვებს და დამაბინძურებელ ფაქტორად გარდაიქმნება.

446
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

გარემოს დაბინძურების მიზეზები და როგორ უმკლავდებიან მას სხვადასხვა ქვეყნებში?

დაბინძურების კატეგორიზაცია გვეხმარება მისი გამომწვევი მიზეზების დადგენასა და შესაბამისად, მათ პრევენციაში.

639
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]