არქიტექტურა

სკოლების ფუნქციური არქიტექტურა, რომელიც თანამედროვეობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს

სადავო არ არის, რომ სასწავლო სივრცე საჭიროებს ღია სივრცის არსებობას, მობილურობასა და თანამედროვე აღჭურვილობას.

249

არქიტექტურას სწავლებაზე დიდი ზეგავლენა აქვს. სადავო არ არის, რომ სასწავლო სივრცე საჭიროებს ღია სივრცის არსებობას, მობილურობასა და თანამედროვე აღჭურვილობას. როგორც სასწავლო მეთოდები ადაპტირდება დროსთან ერთად, ასევე უნდა იყოს სკოლის შენობაც. დღეს წარმოგიდგენთ იმ სკოლებს, რომლებიც თანამედროვეობის მოთხოვნებას აბსოლუტურად აკმაყოფილებენ.

არქიტექტურას სწავლებაზე დიდი ზეგავლენა აქვს. სადავო არ არის, რომ სასწავლო სივრცე საჭიროებს ღია სივრცის არსებობას, მობილურობასა და თანამედროვე აღჭურვილობას. როგორც სასწავლო მეთოდები ადაპტირდება დროსთან ერთად, ასევე უნდა იყოს სკოლის შენობაც. დღეს წარმოგიდგენთ იმ სკოლებს, რომლებიც თანამედროვეობის მოთხოვნებას აბსოლუტურად აკმაყოფილებენ.

წყარო: dezeen.com
წყარო: dezeen.com

არქიტექტურულმა ჯგუფმა „CF Møller“-მა კოპენჰაგენის საერთაშორისო სკოლისთვის ცისფერი პანელები შექმნა, რომელიც მთლიან სკოლას ფარავს. ათასობით მზის პანელი დამონტაჟებულია საწინააღმდეგო მიმართულებით - ამ მხრივ ისინი სხვადასხვა გზით აირეკლავენ სინათლეს და ცისფერ ფონზე პიქსელის მაგვარ ხაზს ქმნიან. ეს ყველაფერი კი ვიზუალურად არაჩვეულებრივად ერწყმის სკოლის წინ განთავსებულ აუზის ფერს. საბოლოო ჯამში, ეს პანელები სკოლის 50% ელექტროენერგიით ამარაგებენ. 12 000 მზის პანელი მთლიანად 6 048 კვადრატულ მეტრს ფარავს. არქიტექტორების თქმით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენობა ამსტერდამში, რომელიც მთლიანად მზის პანელებით არის დაფარული. რადგანაც სკოლაში 1 200 მოსწავლეა, შენობა 4 ნაწილად არის გაყოფილი. თითოეული მათგანი 5-დან 7 სართულს ითვლის. სკოლა აღჭურვილია ყველა საჭირო განყოფილებით, როგორებიცაა სასადილო სივრცე, განსატვირთი ადგილი, სპორტული ჰოლი და ბიბლიოთეკა. „CF Møller“-მა რომელმაც ამ სკოლის დიზაინი შეიმუშავა, ამავე პროექტით 2017 წლის ყველაზე უნიკალური პროექტის გამარჯვებულიც გახდა.

წყარო: dezeen.com
წყარო: dezeen.com

შემდეგი სკოლა კი ფენიქსში მდებარე ბიომეცნიერების სკოლაა, რომლის აგებაც 10 მილიონი დოლარი დაჯდა. ამ პროექტზე არქიტექტურულმა ფირმა „The Orcutt Winslow Partnership“-მა იმუშავა. არქიტექტორების მთავარი ოცნება იყო შეემუშავებინათ 6 დასამახსოვრებელი მიზანი, რომელიც ამ პროექტს წარმატებას მოუტანდა. პირველ რიგში ეს იყო პატარა სასწავლო სივრცეების შექმნა, რომლებიც მოსწავლეებს ერთმანეთთან დააკავშირებდა. ეს სივრცეები აღჭურვილია მედია რესურს-ცენტრით, ადმინისტრაციული, საკონსულო და საკვების სერვისით. პროექტის მეორე ნაწილი სტუდენტებზე ფოკუსირებული კამპუსია. ამ ნაწილის შესასრულებლად საჭირო იყო იმ მოსწავლეების რაოდენობის გათვალისწიბა, ვინც ამ სკოლაში სწავლობს. ბავშვების რიცხვი კი 2 400-ს აღწევს. ამიტომ შეიქმნა პატარა ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილია საკლასო ოთახებითა და სამეცნიერო ლაბორატორიებით.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ამ გეგმის მესამე ნაწილი სივრცის ადაპტურობა გახდა. ეს აღჭურვილობა მოიცავს ისეთ ტექნიკას, რისი დახმარებითაც თითოეულ ოთახს შეუძლია სწრაფად ადაპტირდეს ერთი თემიდან მეორეზე. მაგალითად, თუ ცეკვის კლასია, სურვილის შემთხვევაში, ის მარტივად შეუძლიათ კომპიუტერული ტექნოლოგიების კლასად გადააკეთონ. სკოლა მოიცავს დიდ ბაღს, რომელიც მრავალფუნქციურობით გამოირჩევა. სკოლის დიზაინი მისივე თემატიკას - მეცნიერებას ხაზს უსვამს. უფროსკლასელები კი სპეციფიკური ინტერესებიდან გამომდინარე სკოლის ამ თანამედროვე დიზაინით მეტად სარგებლობენ, რადგან შენობა აღჭურვილია ინჟინერიიდან დაწყებული, ბიოტექნოლოგიებით დამთავრებული, ყველა საჭირო დანადგარით.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

დისნეილენდი - ზღაპრული ადგილი, როგორც ინჟინერიისა და არქიტექტურის არაჩვეულებრივი ტანდემი

დისნეილენდი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის და ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საბავშვო ატრაქციად ითვლება მთელ მსოფლიოში.

361
ნახე მეტი
არქიტექტურა

ნეოეკლექტიკური სტილი არქიტექტურაში, მისი განვითარების გზები და გამოყენება

ნეოეკლექტიკური არქიტექტურა იმ არქიტექტურული სტილის სახელია, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩრდილოეთ ამერიკულ სახლებზე მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში.

331
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]