ექსტერიერი

სხვადასხვა აქტუალური სტილი ექსტერიერის დიზაინში ბაღის მოსაწყობად

თუ ბაღის მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი მაშინ, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით: ბაღის რა ნაწილისა და სივრცის გამოყოფა შეგიძლიათ სპეციალური დეკორირებისთვის? რა საქმიანობისთვის გჭირდებათ თავად ბაღი?

162

თუ ბაღის მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი მაშინ, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით: ბაღის რა ნაწილისა და სივრცის გამოყოფა შეგიძლიათ სპეციალური დეკორირებისთვის? რა საქმიანობისთვის გჭირდებათ თავად ბაღი? შეიძლება აქ გარეთა სამზარეულოს მოწყობას გეგმავთ, ან სტუმრებისთვის გასართობი სივრცის შექმნა გსურთ. შეიძლება ეს საერთოდაც ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო არე იყოს ან უბრალოდ ადგილი - სადაც დაისვენებთ, წაიკითხავთ და განიტვირთებით. რაც ყველაზე მთავარია, თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ რა სტილში გსურთ ბაღის მოწყობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რამდენიმე აქტუალური და საინტერესო სტილის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.

 

თუ ბაღის მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი მაშინ, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით: ბაღის რა ნაწილისა და სივრცის გამოყოფა შეგიძლიათ სპეციალური დეკორირებისთვის? რა საქმიანობისთვის გჭირდებათ თავად ბაღი? შეიძლება აქ გარეთა სამზარეულოს მოწყობას გეგმავთ, ან სტუმრებისთვის გასართობი სივრცის შექმნა გსურთ. შეიძლება ეს საერთოდაც ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო არე იყოს ან უბრალოდ ადგილი - სადაც დაისვენებთ, წაიკითხავთ და განიტვირთებით. რაც ყველაზე მთავარია, თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ რა სტილში გსურთ ბაღის მოწყობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რამდენიმე აქტუალური და საინტერესო სტილის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.

 

ტროპიკული ბაღი ტროპიკული სტილის ბაღები ეგზოტიკური და სარელაქსაციოა. თუ მას აირჩევთ, იცოდეთ, რომ აუცილებელია სწორი დაგეგმვა. ეს პირველ რიგში მოიცავს იმ მცენარეთა შერჩევას, რომელსაც ტროპიკული სტილი მოითხოვს. ამ სტილის ბაღი კლიმატისა და მიწის გარკვეულ პირობებს უნდა შეესაბამებოდეს. ტროპიკული მცენარეები სიცივეს ვერ იტანენ. ამიტომ ზამთრის სეზონზე მათი სახლში შეტანა უნდა შეგეძლოთ. ასევე მათ დღის სინათლე უხვად სჭირდებათ. ბაღის დაგეგმარებისას გაითვალისწინეთ ხეების არსებული სტრუქტურები. არ მოჭრათ ისინი. უმჯობესია მათ გარშემო სხვადასხვა მცენარე დარგოთ. ასევე ბაღის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი შეიძლება დიდ ხეზე გაკეთდეს. ბაღს სხვა კეთილმოწყობის საგნებიც შეგიძლიათ დაუმატოთ: აუზი, ბილიკები და ასე შემდეგ. თუ თქვენი ტროპიკული ბაღი იმ სივრცეში მდებარეობს, სადაც კლიმატი ცხელი და მშრალია, ჩრდილისათვის დიდი ხეები დაგჭირდებათ. მათი არსებობა იმ მცენარეების ზრდასაც შეუწყობს ხელს, რომლებიც ზედმეტ სიცხეს ვერ იტანენ. ტროპიკული ბაღი არ იქნება სრულყოფილი წყლის გარეშე. ეს შეიძლება იყოს აუზი, სპა ან გუბურა. თუ თქვენ პატარა ფართობი გაქვთ, მაშინ მცირე ფონტანიც საკმარისი იქნება. ცივი წყალი და მისი დინების ხმა ტროპიკულ სივრცეს აბსოლუტურად შეესაბამება. საინტერესო იქნება, თუ ბაღში ლამაზ სკულპტურას დაამატებთ. მაგალითად, დიდ ქვას ან ქოთნის მცენარეებს.

იაპონური ბაღი იაპონური ბაღი, ისევე, როგორც ყველა სხვა ბაღი, მთლიანად ბუნების მინიატურული, გაიდეალებული ვარიაციაა. თითქოს სრულყოფილი ლანდშაფტის მაკეტია. საუკუნეების განმავლობაში, იაპონელებმა მოახერხეს ბაღების დახვეწა და საკუთარი კულტურის მთავარ მახასიათებლად ქცევა. ლანდშაფტის კლასიფიკაცია მარტივად, დანიშნულების მიხედვით ხდება და ერთმანეთისგან ესთეტიკითა და გეგმარებით განსხვავდება. მაგალითად არსებობდა ბაღები მედიტაციისთვის, ჩაის ცერემონიისთვის, სასეირნო ბაღები, სადაც ყველა კუთხიდან მკაცრად დაგეგმილი კომპოზიციის აღქმაა შესაძლებელი და ა.შ. მთელი რიგი სიმბოლოებისა იაპონურ ლანდშაფტურ არქიტექტურაში მიგვანიშნებს, რომ ბაღი ფილოსოფიური მოძღვრებისა და რიტუალების გამოძახილი უფროა, ვიდრე ჩვეულებრივი დეკორაცია. ამ კომპოზიციებში წყალი და წლის სარკე მთავარი ელემენტია. თუ გნებავთ, რომ იაპონური ესთეტიკა შეიტანოთ საკუთარ ეზოში, გუბურა ან პატარა, ხელოვნური ჩანჩქერი აუცილებელია. ეს ელემენტი ბაღის მთავარი სანახაობა უნდა გახდეს და ბუნებრივი ქვითა და ხრეშით მოკირწყლული ბილიკები, შეგიძლიათ მასთან მიმართებაში დააგეგმაროთ. ზოგადად, იაპონურ ბაღებში წყლის ჩანაცვლება თეთრი ქვიშითაა შესაძლებელი. რაც შეეხება ქვებს, დიდი ზომის ქვები იაპონურ კულტურაში მთებსა და ბორცვებს განასახიერებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ისინი ბუნებრივად დაალაგოთ. ქვითაა მოკირწყლული ბილიკებიც და გუბურის კიდეებიც. ალბათ, არცაა საჭირო დეტალურად გადმოიღოთ იაპონური ელემენტები საკუთარ ეზოში. ეცადეთ შექმნათ ისეთი გარემო, სადაც თითქოს არაფერია ზედმეტი, ლანდშაფტი ბუნებრივად ასიმეტრიულია და ყველა დეტალი ფუნქციის ილუზიას ქმნის.

ეკო-მეგობრული ბაღი ბაღის მოწყობისას, უფრო და უფრო ტრენდული ხდება მასში ეკო მეგობრული შტრიხების შეტანა. რას ნიშნავს ეკო-მეგობრული ბაღი? ბევრი თვლის, რომ ნებისმიერი ბაღი ასეთია, რადგან აქ ეკოსისტემა არსებობს (მხოლოდ იმიტომ, რომ ფუტკრები და ჭიანჭველები ყვავილებს „სტუმრობენ“). ნამდვილი ეკო-ბაღი უფრო მეტია, ვიდრე ყვავილებისა და მწერების კოლექცია. ეს არის მოძრავი, სტაბილური გარემოცვა მცენარეების, ცხოველებისა და სხვა ცოცხალი არსებების. ეს ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. და მაინც როგორ შევქმნათ ამგვარი ბაღი? ნიადაგს ნუტრიენტები ბუნებრივი საშუალებებით დაუმატეთ და არ გამოიყენოთ ქიმიური სასუქები.

ეკო-მეგობრულ ბაღში ბუნებრივი რესურსები გონივრულად უნდა გამოიყენოთ. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ და რით მორწყავთ თქვენს ბაღს. უმჯობესია, თუ შეიძენთ სპეციალურ წვეთოვან სარწყავ მილს. ეს არის სპეციფიკური მოწყობილობა, რომელსაც აქვს პატარა ნახვრეტები. დამზადებულია ისეთი მატერიისგან, როგორიცაა სინთეზირებული რეზინა. ის საირიგაციო სისტემის უბრალო, დაბალფასიანი და გადაუმუშავებელი ტიპია. წვიმის დროს კონტეინერები წყალშემკრების (ჟოლოფის) ქვეშ დააწყვეთ. ამგვარად წვიმის წვეთები შეაგროვეთ და გამოიყენეთ ბალახისთვის. ეკო-მეგობრული ბაღისთვის ადგილობრივი მცენარეები და ყვავილები შეარჩიეთ. რადგანაც ისინი კლიმატსა და ზრდის სპეციფიკურ პირობებს არიან მიჩვეული, ადვილად გაიხარებენ. მათ ნაკლები მორწყვა და განაყოფიერება დასჭირდებათ. ბაღის მოვლისას სცადეთ ეკო-მეგობრული მებაღეობის მეთოდები, რათა აკონტროლოთ მცენარეთა დაავადებები. კალიუმის ბიკარბონატი, რძე, საცხობი სოდა და ზეთი მეტად უსაფრთხოა ბუნებისთვის, ვიდრე სინთეტიკური პროდუქტები. სათიბი მანქანა ელექტრონული უნდა იყოს და არა გაზის.

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

როგორ შევქმნათ იდეალური ბაღი? - რჩევები დიზაინერებისგან

მებაღეობა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო საქმიანობაა, რომელიც ეხმარება ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

259
ნახე მეტი
ექსტერიერი

ცენტრალ პარკი - ყველაზე მასშტაბური რეკრეაციული ზონა და მისი როლი ნიუ-იორკში

ცენტრალ პარკი ყველაზე პოპულარული ურბანული პარკია მსოფლიოში და ის ნიუ-იორკში, მანჰეტენის შუაგულში მდებარეობს.

181
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]