ექსტერიერი

სათამაშო სივრცის დადებითი გავლენა ბავშვის განვითარებაზე

საჯარო სივრცის სიჯანსაღე იმით განისაზღვრება, თუ რა დოზით წარმოადგენს ის საზოგადო წყაროს.

354

საჯარო სივრცის სიჯანსაღე იმით განისაზღვრება, თუ რა დოზით წარმოადგენს ის საზოგადო წყაროს. როდესაც ჩვენ საცხოვრებელ გარემოს ვარჩევთ ხშირად გვავიწყდება ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რასაც ბავშვისთვის საჭირო გასართობი სივრცე ქვია. დღეს, როდესაც ქაოტურ ურბანიზაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ქალაქში არაკეთილსინდისიერი დაგეგმარებით, ყოველი ნაბიჯში საცხოვრებელი კორპუსია წამოჭიმული, რთულია იპოვო ის საჯარო სივრცე, რომელიც ასე ესაჭიროებათ როგორც პატარებს, ისე უფროსებს.

საჯარო სივრცის სიჯანსაღე იმით განისაზღვრება, თუ რა დოზით წარმოადგენს ის საზოგადო წყაროს. როდესაც ჩვენ საცხოვრებელ გარემოს ვარჩევთ ხშირად გვავიწყდება ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რასაც ბავშვისთვის საჭირო გასართობი სივრცე ქვია. დღეს, როდესაც ქაოტურ ურბანიზაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ქალაქში არაკეთილსინდისიერი დაგეგმარებით, ყოველი ნაბიჯში საცხოვრებელი კორპუსია წამოჭიმული, რთულია იპოვო ის საჯარო სივრცე, რომელიც ასე ესაჭიროებათ როგორც პატარებს, ისე უფროსებს.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

ბავშვებისთვის თამაში მხოლოდ გართობასთან არ ასოცირდება. ეს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაში, სწავლებაში, მოტორული უნარების ამაღლებასა და პრობლემების გადაჭრის გზების გამონახვაში ეხმარება. თამაში ბავშვების „მუშაობად“ არის დახასიათებული და მისი წყალობით ისინი მეტად დამოუკიდებელნი ხდებიან. სწავლობენ სოციალურ ჩვევებსა და უვითარდებათ წარმოსახვისა და კრეატიულობის უნარი, იტვირთებიან ფიზიკურად და იღებენ თავგადასავლების გამოცდილებას. ბავშვებისთვის გარკვეული სივრცეები მეტად ხელსაყრელია. ისინი უნდა იყოს როგორც ფიზიკურად, ასევე ვიზუალურად ხელმისაწვდომი. აქ უნდა შეიძლებოდეს ისეთი აქტივობების დაგეგმვა და ჩატარება, როგორებიცაა ბურთით თამაში და ველოსიპედით სიარული. ასევე უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა ასაკის ბავშვების მოთხოვნილებებს.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

გასათვალისწინებელია საჯარო სათამაშო სივრცეების დისკრიმინაციული ბუნებაც: სტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მეტად პრობლემურია, ვიდრე დამხმარე. საბედნიეროდ, არსებობს ინკლუზიური სათამაშო მოედნები - ანუ სათამაშო სივრცეები, სადაც თამაში ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ბავშვს შეუძლია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სოციალური იზოლაციის მაღალი რისკის ქვეშ დგანან. ისინი განიცდიან ფიზიკური აქტივობებისა და სოციალური ღონისძიებების ნაკლებობას. ძირითად დროს კი უფრო იზოლირებულ აქტივობებს უთმობენ. ამიტომ, ამ მხრივ, ინკლუზიური სათამაშო მოედნების მოწყობა მნიშვნელოვანია. ამ უკანასკნელთ ერთი თავისებურება აქვთ: ისინი სეგრეგაციული არ უნდა იყოს! ინკლუზიურ სათამაშო მოედნებს ბენეფიტები ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის უნდა მოჰქონდეს. ის ნებისმიერს უნდა ასწავლიდეს, რომ ყველა ადამიანი ღირებულია. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ბავშვებმა ერთად ითამაშონ. მსგავსი ინტერაქციები მოზარდებს პატარა ასაკიდანვე ტოლერანტულ და შემწყნარებლურ უნარებს უნერგავს.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურ სათამაშო მოედნებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარებისთვის, ეს უკანასკნელნი ხშირად მაინც საჯარო სივრციდან გარიყულნი რჩებიან. ბავშვებს სოციალიზაცია და თამაში მარტო პარკებსა და სათამაშო მოედნებზე არ უნდა შეეძლოთ. ქუჩები, ტროტუარები, სახლისკენ მიმავალი გზები ამ მიზნისთვის იდეალურ ადგილს უნდა წარმოადგენდეს. თუმცა ზუსტად აქ იჩენს თავს პრობლემა: გადატვირთული ტრანსპორტი, კრიმინალი, მშობლების შიში უცხოების მიმართ, საჯარო ადგილები ბავშვებისთვის სტიგმის მატარებელი და შემზღუდველი ხდება. ეს ამცირებს მათთვის შესაძლებლობებს ისწავლონ სხვებთან ურთიერთობა სოციალურ-კულტურულ საჯარო სფეროში. ამიტომ აუცილებელია ბავშვების აქტიური ხმა ისმოდეს დემოკრატიულ საჯარო სივრცის შექმნაში, ურბანული დიზაინისა და დაგეგმარების განვითარებში. 

 

 
 

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

ზღაპრული საახალწლო განათებები ლონდონსა და პარიზში

2019 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს

364
ნახე მეტი
ექსტერიერი

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები ღია ცის ქვეშ

მათ, ვისაც მუზეუმების მონახულება ძალიან უყვართ და ამავდროულად თანამედროვე ხელოვნების დიდი მოყვარულნიც არიან, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნონ ისეთ საინტერესო ადგილებს, როგორიც ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმებია.

326
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]