ინტერიერი

სარკის როლი, შერჩევა და სწორი გამოყენება ინტერიერის დიზაინში

ყველა კულტურაში სარკეს ყოველთვის განსაკუთრებული, საკრალური დატვირთვა აქვს. ყოველდღიური დანიშნულების გარდა, სარკე დეკორატორებისა და ინტერიერის დიზაინერების საყვარელი მასალას წარმოადგენს.

962

ადამიანების დაკვირვება გარემოზე ტრადიციებსა და მითებში აისახება. ყველა კულტურაში სარკეს ყოველთვის განსაკუთრებული, საკრალური დატვირთვა აქვს. ეს ფაქტი, ალბათ იმით აიხსნება, რომ მისი დამზადება საკმაოდ რთული და ძვირი იყო, შედეგი კი თითქოს ამოუცნობი და განუმეორებელი. სარკის „უცანურ“ თვისებებს ფენ შუის მოძღვრებაშიც აქტიურად იყენებენ ჰარმონიისა და სივრცის დასაბალანსებლად. ეს ფენომენი შესაძლოა სარკის მრავალფუნქციურობით აიხსნას. პრაქტიკული, ყოველდღიური დანიშნულების გარდა, სარკე დეკორატორებისა და ინტერიერის დიზაინერების საყვარელი მასალას წარმოადგენს. არეკვლის წყალობით სარკეს სივრცეში რადიკალური ცვლილებების მოხდენა შეუძლია, ხოლო ფუნქციური დატვირთვის წყალობით არ კარგავს აქტუალობას. შესაბამისად, მისი სხვადასხვა სტილისთვის მორგება მარტივია. მართლაც, სარკის ზედაპირი არც თანამედროვეა და არც ძველმოდური, ის ერთნაირი წარმატებით შეიძლება იქცეს დრომოჭმულ, ვიქტორიანულ აქსესუარად ან თანამედროვე სივრცის ფუტურისტულ ელემენტად, რადგან რეფლექციის შემთხვევაში ყველაფერი გარემოზეა დამოკიდებული, ანუ იმ სურათზე, რომელიც სარკის ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ამ თვალსაზრისით, ინტერიერის დიზაინში სარკე შეიძლება ცივ, არაფრის გამომხატველ ობიექტად აღვიქვათ, ან პირიქით, გარემოს ობიექტური ასახვის საუკეთესო საშუალებად. ფაქტი ერთია, უთვალავი წელია სარკე ჩვენი საცხოვრებელი გარემოს განუყოფელი ნაწილია.

წყარო: Cary Bernstein

სივრცე და სარკე

სარკის ინტერიერში გამოყენებას, პირველ რიგში, პატარა ფართის მქონე სათავსოებისთვის გირჩევთ: ყველას გვსმენია, რომ სარკე ვიზუალურად ზრდის სივრცეს და ეს მითი ნამდვილად არ არის. თუ თქვენი ოთახი პატარაა და არ იცით როგორ შეიტანოთ მასში თავისუფალი სივრცე, ერთადერთი, რაზეც ფულის დახარჯვას გირჩევთ საშუალოზე დიდი ზომის სარკეა. არაფერი არ უხდება სათავსს ისე, როგორც თავისუფალი მოცულობა. მეტიც, თუ ოთახი ავეჯითაა გადატვირთული, დიდი სარკის მოთავსება ავეჯის უკან, მასსა და კედელს შორის შეგიძლიათ, ასე ეფექტი უფრო ორიგინალური იქნება. ოთახს ზომაში ზრდის ასევე ერთ კომპოზიციად ქცეული, სხვადასხვა ზომის სარკე. ჩარჩოთი თუ უჩარჩოოდ, ეს ხერხი საკმაოდ ორიგინალური და ესთეტიურია. თუმცა, ალბათ, ყველაზე დახვეწილი მეთოდი სივრცის სარკით გაზრდისა არის შედარებით ვიწრო და მაღალი ამრეკლი ზედაპირის მოთავსება კედელზე, რომელიც იატაკიდან ჭერამდე დამონტაჟდება.

წყარო: Hillary Thomas Designs

განათებულობა და სარკე

სივრცის მსგავსად, სარკეს შეუძლია განათებაც დაარეგულიროს თქვენს სათავსოში: მნიშვნელობა არ აქვს განათების წყარო ხელოვნურია თუ ბუნებრივი, სარკე მის განაწილებაში ძალიან დაგეხმარებათ. რეფლექციით სინათლესთან თამაში ძალიან მარტივია, მთავარია სწორი კუთხე და გარემო შეარჩიოთ: მაგალითად, მოათავსეთ სარკე ფანჯრის პირისპირ ისე, რომ მზის სხივებსა და გარემოს ირეკლავდეს, ასე განათებაში განსხვავება ნამდვილად შესამჩნევი გახდება. კარგი იდეაა სარკის ფანჯრებს შორის განთავსებაც, ასე თითქოს შემოსულ სინათლეს აერთიანებთ. იმისთვის, რომ ყველაზე მყუდრო სათავსოში მეტი სინათლე შეიტანოთ, მოდურია ხის ჩარჩოიანი სარკის სამზარეულოში მოთავსებაც. თუ კედლის სიბრტყის დატვირთვა არ მოგწონთ, ამრეკლი, სარკიანი ავეჯის შეძენაც გამართლებულია, მითუმეტეს, რომ არჩევანი ასე დიდია. სინათლის წყაროსთან სარკით თამაშით ვირტუალურ ფანჯარას ქმნით, რაც დიდ ხიბლსა და უნიკალურობას მატებს ნებისმიერ სივრცეს.

წყარო: Hillary Thomas Designs

სარკის გამოყენება დეკორადაც საკმაოდ აქტუალურია. გამომდინარე იქიდან, რომ იგი დროს არ ცნობს, მისი ჩასმა ყველა ტიპის სივრცეშია შესაძლებელი.

წყარო: Joseph Dirand

სივრცეზე ზემოქმედების საკმაოდ ბევრი ხერხი არსებობს... ამრეკლი ზედაპირის ან დეკორის გამოყენება გარემოსთან სწორი ურთიერთობის ერთ-ერთი ხერხია. მთავარია კარგად გავიაზროთ ჩვენი საჭიროებები და სამყოფი გარემო, რადგან აუცილებელია თავი კომფორტულად ვიგრძნოთ იქ, სადაც ვცხოვრობთ.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

რომელი ფერებია ტრენდული 2018 წლის ზამთრის ინტერიერის დიზაინში?

რომელი ფერები ინარჩუნებს ტრენდულობას 2018 წლის ზამთრისთვის და როგორ უნდა შევუხამოთ ისინი ერთმანეთს ისე, რომ მოდური და მშვიდი ატმოსფერო მივიღოთ?

819
ნახე მეტი
ინტერიერი

რა არის ფენ შუი და როგორ გამოვიყენოთ ეს ტექნიკა ჩვენი სახლის მოსაწყობად

რა არის ფენ შუი? საიდან მოდის და რას გულისხმობს ფენ შუის ტექნიკა? ყველა ამ კითხვაზე პასუხს ამ სტატიის დახმარებით მიიღებთ

1037
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 20

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]