ექსტერიერი

საქალაქო პარკების კულტურულ-რეკრეაციული როლი

პარკები უდიდეს როლს თამაშობენ კულტურის მიწოდების, ხელშეწყობისა და განვითარების საკითხებში.

146

თანამედროვე ცხოვრების რითმმა სრულიად შეცვალა ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო. გახადა ის უფრო მჭიდრო, ქაოტური და მუდმივად ცვალებადი. დღეს, ქალაქები ურბანიზაციის და მჭიდრო დასახლების მაღალი დონით ხასიათდებიან და გამონაკლისს არც ჩვენი დედაქალაქი, თბილისი წარმოადგენს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელ წლებში თბილისში არსებულმა უკონტროლო მშენებლობებმა და დაუგეგმავმა ქმედებებმა ქალაქი არასწორი მიმართულებით განავითარა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ გამოფხიზლებულიყო და გაეცნობიერებინა მწვანე სივრცეების არსებობის მნიშვნელობა. პარკები უდიდეს როლს თამაშობენ კულტურის მიწოდების, ხელშეწყობისა და განვითარების საკითხებში. საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარებაზე, ინდივიდუალურ და მთლიანი საზოგადოების ჯანმრთელობაზე, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებაზე და ტრანსპორტზე.

თანამედროვე ცხოვრების რითმმა სრულიად შეცვალა ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო. გახადა ის უფრო მჭიდრო, ქაოტური და მუდმივად ცვალებადი. დღეს, ქალაქები ურბანიზაციის და მჭიდრო დასახლების მაღალი დონით ხასიათდებიან და გამონაკლისს არც ჩვენი დედაქალაქი, თბილისი წარმოადგენს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელ წლებში თბილისში არსებულმა უკონტროლო მშენებლობებმა და დაუგეგმავმა ქმედებებმა ქალაქი არასწორი მიმართულებით განავითარა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ გამოფხიზლებულიყო და გაეცნობიერებინა მწვანე სივრცეების არსებობის მნიშვნელობა. პარკები უდიდეს როლს თამაშობენ კულტურის მიწოდების, ხელშეწყობისა და განვითარების საკითხებში. საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარებაზე, ინდივიდუალურ და მთლიანი საზოგადოების ჯანმრთელობაზე, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებაზე და ტრანსპორტზე.

Cincinnatiparks.com
Cincinnatiparks.com

კულტურა

როგორც უკვე აღვნიშნე ურბანული პარკები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კულტურის წინსვლაში. ავითარებენ რა მას ისეთი მიმართულებით, როგორებიცაა მუსიკა, ხელოვნება, ფესტივალები, ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება და ა.შ. პარკებში, კულტურის მიმართულებების გასავითარებლად არსებული სივრცეები და კეთილმოწყობა ხელს უწყობს საზოგადოების მიერ ადგილის საღი მიმართულებით აღქმას. საზღვარგარეთ არსებულ საქალაქო პარკებში კონცერტების და თეატრალური წარმოდგენების გამართვა დიდი ხნის წინ დანერგილი პრაქტიკაა. ასეთი ღონისძიებები იზიდავს მნახველთა ფართო სპექტრს. იქნება ეს უფასო მუსიკალური წარმოდგენები, თეატრალური დადგმები თუ ფართომასშტაბიანი კონცერტები საქალაქო პარკებს, თავისი ღია სივრცის და ბუნებასთან სიახლოვის გამო, აქვთ უნარი მოიზიდონ ბევრად მეტი მაყურებელი ვიდრე, კულტურულ შენობებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქალაქო პარკები ძალიან პოპულარული ადგილია მონუმენტური ხელოვნების ნიმუშების განსათავსებლად. თანამედროვე ქანდაკებები, ინსტალაციები და ზოგადად ხელოვნება, რომლებიც პარკებში გვხვდება არის ინკლუზიური და მისი შეფასება ყველას შეუძლია. ურბანულ პარკებში ხელოვნების ჩვენებით შესაძლებელია ადგილობრივი კულტურის გადმოცემა, თვითგამოხატვის და შემოქმედებითი პროცესების სტიმულირება, პოლიტიკური-სოციალური საუბრების გააქტიურება, რაც მიმზიდველია ნებისმიერი ტიპის ვიზიტორისთვის.

Dcla.net
Dcla.net

რეკრეაცია

ალბათ დამეთანხმებით, რომ პარკების ერთ-ერთი უმთავრესი როლი სწორედ რეკრეაციაა. ძალების აღდგენა, ენერგიის პოზიტიურად დახარჯვა, სოციალური-ფიზიკური აქტივობები სწორედ ისაა, რასაც კარგად დაგეგმილი ურბანული პარკი უნდა სთავაზობდეს ქალაქის მაცხოვრებლებს და ვიზიტორებს. პარკები მოიცავს პასიურ, სპონტანურ და სტრუქტურულ რეკრეაციულ შესაძლებლობებს. პასიური რეკრეაცია გულისხმობს, დასვენებას, სოციალურ შეკრებებს, კითხვას, ველური ბუნების კვლევას, სეირნობას, ფოტოგრაფიას და უბრალოდ გარემოთი ტკბობას. ასეთი გარემო შესაქმნელად კი აუცილებელია ღია სივრცეები, ხეები, ბუნებრივი საფარი, პიკნიკისთვის განკუთვნილი მაგიდები, მოსასვენებელი სკამები და ა.შ.

Thrillist.com
Thrillist.com

სპონტანური რეკრეაცია მოიცავს ისეთ ფიზიკურ საქმიანობას, რომელშიც მონაწილეობა და დრო თავისუფლად არის არჩეული და არ საჭიროებს, რაიმე სახით პროგრამაში ან ლიგაში დარეგისტრირებას. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ ის მოიცავს სეირნობას, სირბილს, ბავშვების თამაშს, სკეიტბორდით, ბადბინგტონით და სხვა მარტივი სპორტული აქტივობებით დაკავებას. მსგავსი ტიპის რეკრეაცია ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ამცირებს დეპრესიასა და სტრესს, აძლიერებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და საზოგადოებასთან კუთვნილების გრძნობას. კარგად დაგეგმილი ურბანული პარკები წარმოადგენს აქტიური ცხოვრების ხელშემწყობ პლატფორმას. მნიშვნელოვანია იმის თქმაც, რომ დღევანდელ გარემოში შესაძლებელია პასიური და სპონტანური რეკრეაციული პარკების ერთ სივრცეში მოწყობა, სწორი ზონირების და კარგი დაგეგმარების ხარჯზე.

რაც შეეხება სტრუქტურული რეკრეაციას, რომელიც ორგანიზებულ სპორტს მოიცავს, ის ხშირად არის სინონიმი ჩრდილოეთ ამერიკული პარკებისა. სხვადასხვა ჯგუფური სპორტისთვის საჭირო სტადიონები ხშირად არის განთავსებული ურბანულ პარკებში და ორგანიზებული სპორტით დაკავებისთვის ძირითადი ადგილებია. მსგავსი ტიპის რეკრეაციული ზონები ხელს უწობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ფიზიკური აქტივობებით დაინტერესებას და განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს მოზარდებზე.

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

უცნაური და არქიტექტურულად გამორჩეული სახლები მსოფლიოს გარშემო

ინოვაციური ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას, არქიტექტურის განვითარებაში წარმოუდგენელი რეზულტატები აქვს.

75
ნახე მეტი
ექსტერიერი

ბეატრიქს ფარანდის გამორჩეული და საინტერესო შემოქმედება ლანდშაფტურ არქიტექტურაში

ბეატრიქს ფარანდი მე-20 საუკუნის ამერიკაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორია.

116
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]