ექსტერიერი

საინტერესო რჩევები, თუ როგორ უნდა შემოვღობოთ ყვავილნარი

ყვავილნარის შემოღობვა ლანდშაფტური დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომლის მომზადება ნებისმიერი ხელნაკეთი თუ მზა მასალისგან არის შესაძლებელია.

280

ყვავილნარის შემოღობვა ლანდშაფტური დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომლის მომზადება ნებისმიერი ხელნაკეთი თუ მზა მასალისგან არის შესაძლებელია. შემოღობვა არა მარტო დეკორატიულ როლს თამაშობს, არამედ ყვავილნარს სრულყოფილ სახეს აძლევს და ჰარმონიულ ლანდშაფტურ კომპოზიციას ჰქმნის. ასევე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მისი დახმარებით მიწის მოსახერხებელ ნაწილებად გაყოფა და საყვარელი მცენარეების დაცვა შეგვიძლია.

ყვავილნარის შემოღობვა ლანდშაფტური დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომლის მომზადება ნებისმიერი ხელნაკეთი თუ მზა მასალისგან არის შესაძლებელია. შემოღობვა არა მარტო დეკორატიულ როლს თამაშობს, არამედ ყვავილნარს სრულყოფილ სახეს აძლევს და ჰარმონიულ ლანდშაფტურ კომპოზიციას ჰქმნის. ასევე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მისი დახმარებით მიწის მოსახერხებელ ნაწილებად გაყოფა და საყვარელი მცენარეების დაცვა შეგვიძლია.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ყვავილნარის შემოღობა სხვადასხვა ფუნქციური მიზნისთვის ხორციელდება. ამიტომ ღობის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მნიშვნელოვანი ფაქტორი: რისთვის გინდათ ის. მაგალითად, გაზონებისა და ყვავილების ბაღისთვის მცირე ღობე საკმარისია. მისი სიმაღლე 7 სანტიმეტრზე მეტი არც კი უნდა იყოს. ბილიკისთვის განკუთვნილი ღობე უფრო ძლიერია, რომლის სიმაღლე 10-15 სანტიმეტრს წვდება. ფესვების ჩასაკეტად პლასტმასის ან ქვის ღობე დაგჭირდებათ, რომელიც მიწაში ღრმად უნდა ჩავიდეს. ყვავილნარი ცხოველებისა და ბავშვებისგან რომ დაიცვათ, ღობე დაახლოებით ნახევარი მეტრის უნდა იყოს. მისი მთავარი მასალა კი მეტალი, პლასტმასი ან ხეა. შემოღობისას ყვავილნარის სახეობებიც გაითვალისწინეთ. ვარდების ბაღისთვის უმჯობესია ნახევარი მეტრის სიმაღლის ღობეები გამოიყენოთ. მიქსბორდერისთვის კი მოსაპირკეთებელი ფილები და ქვებიც გამოდგება. ღობე მცენარეებზე მაღალი არ უნდა იყოს, რადგან ამ შემთხვევაში ყვავილნარი მასში ჩაიკარგება.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

2 ხისგან დამზადებული ღობე ადვილი მოსავლელია. მისი ერთადერთი მთავარი პრობლემა სისუსტეა. გამოსავალი აქაცაა: სპეციალურად დამუშავებული ხის მასალა მარტივად აღდგენადია.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ყვავილნარის ქვით შემოღობვა შემდეგ მასალებს გულისხმობს: ბუნებრივ და ხელოვნურ ქვას, აგურს, ტროტუარის ფილებს. ქვა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მშრალი, ასევე სხვადასხვა მასალასთან ერთად ტანდემში. უპირატესობა არის მისი გამძლეობა და უსაფრთხოება. ხოლო ნაკლად მაღალი ფასი შეგვიძლია ჩავთვალოთ. ტროტუარის ფილები სხვადასხვა ფორმის, კონფიგურაციისა და ფერის გვხვდება. ის იდეალურია მინიატურული ყვავილოვანი კლუმბებისთვის.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

4 მეტალის ღობეები ელეგანტურად გამოიყურება, ფასიც შესაბამისად მაღალია. ამგვარი შემოღობვის დამზადება ინდივიდუალურად ხდება. მთავარია ეს უკანასკნელი ლანდშაფტსა და საერთოდ დიზაინს შეესაბამებოდეს.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

5 პლასტმასის ღობის დაყენება და დემონტაჟი უმარტივესია. მყარი ტემპერატურისა და ტენიანობის გამო, ის დიდხანს ძლებს და თავის ორიგინალ ფორმას ინარჩუნებს. 6

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

შემოღობვას თუ ხელნაკეთი მასალით დააპირებთ, საინტერესო, ელეგანტურ და უჩველო ღობეებს მიიღებთ. ყველაზე გავრცელებლია მისი პლასტმასის ან მინის ბოთლებისგან დამზადება. ისინი მიწაში ამოტრიალებული ფორმით უნდა ჩაიმარხოს. ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, ბოთლები კენჭებით ან ქვიშებით აავსეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი ვინილის ჩანაწერები თუ ფაიფურის თეფშები.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

ნიუ-იორკი სადღესასწაულო ფორმაში, ანუ როგორ ხვდება ქალაქი ახალ-წელს!

შობა-ახალი წელი ერთ-ერთი საოცარი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში. ის განსაკუთრებულად აღინიშნება ნიუ-იორკში.

263
ნახე მეტი
ექსტერიერი

მსოფლიო ბაღების კულტურა და ბაღი, როგორც ცხოვრების სტილის გამოხატულება

ბაღების გაშენება ძველის სამყაროდან იღებს სათავეს და ის თითქმის ყველა კულტურას ახასიათებს.

1278
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]