დეკორაცია

რომელია ის 5 აქსესუარი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გვქონდეს?

სახლის დიზაინის შექმნა საკუთარი სურვილების გათვალისწინებით იწყება. სხვადასხვა დეკორატიული ელემენტი თქვენი ხასიათის წარმოჩენას ეხმარება.

85

სახლის დეკორი დიზაინის მრავალ ელემენტეს მოიცავს - იატაკიდან დაწყებული ავეჯით დამთავრებული. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერების, სტრუქტურების კომბინაცია, რათა თქვენი საცხოვრებელი გარემო უფრო კომფორტული, პრაქტიკული და სტუმართმოყვარე გახადოთ. სახლის დიზაინის შექმნა საკუთარი სურვილების გათვალისწინებით იწყება. სხვადასხვა დეკორატიული ელემენტი თქვენი ხასიათის წარმოჩინებას ეხმარება. მაგალითად, ღია ფერის ავეჯი მშვიდ ატმოსფეროს ქმნის, მძიმე ხისგან დამზადებული იატაკი კი სივრცეს სითბოს ანიჭებს. სახლის ინდივიდუალურობისა და ხასიათის ერთ-ერთი განმსაზღვრელი კი აქსესუარებია. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ჩაიდნები ან ხელოვნების ნიმუშები. თუ თქვენ სახლში ბებიისდროინდელი კომოდები ან უზარმაზარი საოჯახი სურათი მოგეპოვებათ, მსგავსი ნიუანსები თქვენი პიროვნებისა და ისტორიის შესახებ ბევრ რამეს ამბობს. ამ სტატიაში ნახავთ, თუ რომელი აქსესუარები უნდა იქონიოთ აუცილებლად!

წყარო: www.arcadianhome.com
წყარო: www.arcadianhome.com

სახლის აქსესუარებს შორის ვაზებს ყველაზე დიდი ისტორია აქვთ. უძველესი ვაზა ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში გვხვდება, სადაც მას საჭმლის, სამედიცინო ნივთების და წყლის შესანახად იყენებდნენ. ვაზები გვხვდება ანტიკურ ჩინეთშიც, სადაც ისინი ფაიფურისგან მზადდებოდა. დღეს კი ისინი კოლექციონერებისთვის საკმაოდ ძვირად ღირებულ სიამოვნებას წარმოადგენს. თანამედროვე ვაზები სხვადასხვა სახის არსებობს: კერამიკული, კრისტალური თუ მინის. ამჟამად ფუნქციურობაზე წინ მათი დეკორატიული დატვირთვა არის წამოწეული.

წყარო: www.dzqxh.com/
წყარო: www.dzqxh.com/

ფარდაგები სახლში კიდევ ერთი საჭირო აქსესუარია. საბედნიეროდ, მისი ნიმუში, ფერები და ფორმები უსასრულოდ ბევრი არსებობს. ანტიკური ფარდაგები კი თაობებს გადაეცემა ხოლმე. უძველესი ხალიჩა ძვ. წ. 500 წლით თარიღდება და მისი ისტორია ირანიდან მოდის. სპარსულ ხალიჩებს, დღესდღეობით, ყველაზე მდიდარი კოლექციონერები აგროვებენ. მომხმარებელი უპირატესობას ხელით შექმნილ ხალიჩებს ანიჭებს. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ირანი ყოველწლიურად 500 მილიონი დოლარის ღირებულების ხელნაკეთ ფარდაგებს აწარმოებს.

წყარო: www.theruglady.com.au
წყარო: www.theruglady.com.au

სახლში აუცილებელი ატრიბუტი სარკეა. ეს ერთ-ერთი იაფი, ეფექტური საშუალებაა, რომ ჩვენი საცხოვრებელი გარემო უფრო მეტად დავხვეწოთ. იატაკიდან ჭერამდეს სიგრძის სარკეები სივრცეს ვიზუალურად გაზრდის, სარკე კი რომელიც ფანჯრებთან გვხვდება, სახლში უფრო მეტ ბუნებრივ სინათლეს გაავრცელებს. უძველესი სარკეები პირველ საუკუნეში გხვდება. ისინი ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაწილებისგან მზადდებოდა. ხელისა თუ მთლიანი სხეულისთვის განკუთვნილი სარკეები შუა საუკუნეებში გვხვდება. რენესანსის პერიოდში კი ამას მინაც დაემატათ, რომელმაც გამოსახულება გააუმჯობესა.

წყარო: www.youtube.com
წყარო: www.youtube.com

სანთლები თქვენს სახლს სითბოს, სინათლეს და სიმყუდროვეს მიანიჭებს. ეს მართლაც რომ საჭირო აქსესუარია. სანთლებს დიდი ისტორია აქვთ. გარდა დეკორატიული დატვირთვისა, ისინი მრავალ რელიგიაშიც გვხვდება. დღესდღეობით, პოპულარულია დეკორატიული სანთლებიც, რომლებიც არ ანათებს.

წყარო: www.intothegloss.com
წყარო: www.intothegloss.com

ზოგიერთი ადამიანისთვის კი საუკეთესო აქსესუარი საერთოდაც არაფერია. ეს კონცეპტი მინიმალისტური სტილისთვის არის პოპულარული. მინიმალიზმისთვის ფერები და სტრუქტურაა მთავარი. იატაკი და სხვა ზედაპირი, ავეჯის გარდა, თავისუფალია. ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ სახლი აქსესუარებისგან საერთოდ ცარიელი უნდა იყოს. უბრალოდ თქვენი დეკორაციული ნივთების რაოდენობა უნდა შეამციროთ. ეს სტილი თავისი მოვლის სიმარტივით არის მიმზიდველი. ასევე მარტივია თვალისთვის აღსაქმელადაც.

წყარო: www.smalldesignideas.com
წყარო: www.smalldesignideas.com

ჩვენ გირჩევთ

დეკორაცია

ნაძვის ხე და სათამაშოები: რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას

პროფესიონალი დიზაინერების რამდენიმე უმნიშვნელოვანესი რჩევა ნაძვის ხისა და მისი სათამაშოების შერჩევის შესახებ

120
ნახე მეტი
დეკორაცია

როგორ განვაახლოთ ლარნაკები მარტივად, საკუთარი ხელით?

გთავაზობთ მარტივ და ორიგინალურ გზას იმისთვის, რომ თქვენი ლარნაკები განაახლოთ და დრო სასიამოვნოთ გაატაროთ შემოქმედებით პროცესში

93
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]