დეკორაცია

რომელი აქსესუარებია მოდური 2018 წლის სახლის ინტერიერის დიზაინში?

ინტერიერის დიზაინში დეკორაციების შერჩევისას სასურველია თუ მოდურ ტრენდებს გავითვალისწინებთ. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებლის ხშირი ცვლილება სიამოვნებთ.

190

ინტერიერის დიზაინში დეკორაციების შერჩევისას სასურველია თუ მოდურ ტრენდებს გავითვალისწინებთ. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებლის ხშირი ცვლილება სიამოვნებთ. დღეს იმ ტრენდებს გაგაცნობთ, რომლებიც დიზაინერთა აზრით 2018 წელს პოპულარული და მოდური იქნება.

ინტერიერის დიზაინში დეკორაციების შერჩევისას სასურველია თუ მოდურ ტრენდებს გავითვალისწინებთ. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებლის ხშირი ცვლილება სიამოვნებთ. დღეს იმ ტრენდებს გაგაცნობთ, რომლებიც დიზაინერთა აზრით 2018 წელს პოპულარული და მოდური იქნება.

წყარო: www.mydomaine.com
წყარო: www.mydomaine.com

ბოლო წლების განმავლობაში მინიმალიზმი პოპულარობას არ კარგავდა, თუმცა ამ წელს მას მაქსიმალიზმი ანაცვლებს. რაც უფრო მეტია, მით უკეთესია, ამბობენ დიზაინერები. მაქსიმალიზმის იდეა ტანსაცმლის მოდაშიც აღორძინდა, რასაც არც სახლის ინტერიერის დიზაინი ჩამორჩა. თუ გინდათ ამ ტრენდს მიჰყვეთ, შეიძინეთ მასიური დივანი ან გრძელი ხალიჩა. დიზაინერები თვლიან, რომ ცხოველებით შთაგონებული დეკორაციები სივრცეს გაახალისებს. ეს ტრენდი განსაკუთრებით მისაღებია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოველებზე გიჟდებიან. ცნობილი დიზაინერი პიტერ დანემი თვლის, რომ 2018 წელს სახლის აქსესუარებს შორის ბევრ ხელით დამზადებულ კერამიკას ვიხილავთ. ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში, ხელნაკეთი ნივთები ნოსტალგიურ განწყობას აღგვიძრავს. პიტერი აღნიშნავს, რომ ისინი უფრო მასიური და სკულპტურული გახდება.

წყარო: www.instyle.com
წყარო: www.instyle.com

სახის ხელოვნება - ეს კიდევ ერთი გაცოცხლებული ტრენდია, რომელიც 2018 წელს გვხვდება. სახეებს წამყვანი როლი უჭირავთ როგორც ვინტაჟურ, ასევე თანამედროვე ხელოვნებაში. ამ კლასიკური ნიმუშების მიმართ გაცხოველებული ინტერესია. კედელზე ჩამოსაკიდად არაჩვეულებრივი იქნება ისეთი სურათი ან თუნდაც შპალერი, რომელზეც სახე ან სახეებია გამოსახული.

წყარო: www.instyle.com
წყარო: www.instyle.com

აბაჟურების მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. ნაკეცებიანი, მოწნული ან ნაკვთოვანი აბაჟურები ინტერიერს უფრო დახვეწილს გახდის. ეს სიახლის შემომტანიც იქნება. მოღუნული სავარძლები L-ფორმის ავეჯის სასიამოვნო ალტერნატივაა. ამას არქიტექტორი ელიზაბეტ რობერტსი გვეუბნება. მისი თქმით, ამ ფორმის ავეჯი ოთახს ლამაზად გამოყოფს. ასევე ეს დივნები არაჩვეულებრივი დანამატია მართკუთხა ფორმის ოთახებისთვის. თავად ამგვარი ფორმა კი 70-იანი წლების რეინკარნაციაა. ჭურჭელს რაც შეეხება, შეიძინეთ ისეთი, რომელიც ვიზუალურად ლამაზი იქნება. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ჭიქებიდან დაწყებული ანტიკური თეფშებით დამთავრებული.

წყარო: www.mydomaine.com
წყარო: www.mydomaine.com

სახის ხელოვნებასთან ერთად, გეომეტრიული არტიც დიზაინერების ერთ-ერთი საყვარელი და ხშირად გამოყენებადი ტრენდია. მთავარია ერთი წესი გაითვალისწინოთ: გეომეტრიული ფიგურები ნათელი და ღია ფერებით უნდა იყოს შექმნილი.

წყარო: www.mydomaine.com
წყარო: www.mydomaine.com

2018 წელი დაწნული აქსესუარების წელია. დაწნული მაგიდები, აბაჟურები თუ განათებები, მითუმეტეს, თუ მათზე ცხოველების პატერნია დატანებული, წლევანდელი მოდის პიკს წარმოადგენს. ყველაზე პოპულარულ და არაორდინალურ ვარიანტად კი პალმის ფოთლებისგან დაწნული ჭაღი გვევლინება.

წყარო: www.instyle.com
წყარო: www.instyle.com

ჩვენ გირჩევთ

დეკორაცია

როგორ განვაახლოთ ლარნაკები მარტივად, საკუთარი ხელით?

გთავაზობთ მარტივ და ორიგინალურ გზას იმისთვის, რომ თქვენი ლარნაკები განაახლოთ და დრო სასიამოვნოთ გაატაროთ შემოქმედებით პროცესში

197
ნახე მეტი
დეკორაცია

ბინის საახალწლო დეკორაცია ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით - როგორ შევხვდეთ მამლის წელს

ახალ წელი, ეს ის პერიოდია, როცა დიზაინერები ბევრ საინტერესო არჩევანს გვთავაზობენ. მათთვის კი, ვისთვისაც ასტროლოგია მნიშვნელოვანია, საახალწლო ციებ-ცხელება უფრო მრავალფეროვანია.

195
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]