ინტერიერი

როგორია 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები ინტერიერის დიზაინში?

ინტერიერის დიზაინში 2017 ის წელია, როდესაც დიზაინერები უპირატესობას ორგანულ მატერიებს ანიჭებენ.

198

ინტერიერის დიზაინში 2017 ის წელია, როდესაც დიზაინერები უპირატესობას ორგანულ მატერიებს ანიჭებენ. ამ წელს ჩვენ ვხედავთ კომფორტის, სიმარტივის, ოსტატობისა და ბუნებრივობის ჰარმონიულ ნაზავს. 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტრენდები ინარჩუნებს კლასიკურ შარმსა და ხმელთაშუაზღვისპირეთის სტილს.

ინტერიერის დიზაინში 2017 ის წელია, როდესაც დიზაინერები უპირატესობას ორგანულ მატერიებს ანიჭებენ. ამ წელს ჩვენ ვხედავთ კომფორტის, სიმარტივის, ოსტატობისა და ბუნებრივობის ჰარმონიულ ნაზავს. 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტრენდები ინარჩუნებს კლასიკურ შარმსა და ხმელთაშუაზღვისპირეთის სტილს.

წყარო: abcnews.com.ua
წყარო: abcnews.com.ua

2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ყველაზე მთავარი ტრენდი ტროპიკული სტილია. ტროპიკული შპალერი ოთახში მკვეთრ ეფექტს ქმნის. შეგიძლიათ გამოიყენოთ პალმის პრინტები. სურათზე ხედავთ ამავე სტილში შესრულებულ ნამუშევარს, რომელშიც 1950 წლის სტილის სილაღე იგრძნობა და ისტორიული ბაღის დიზაინის პრინტებით არის დამშვენებული.

წყარო: idealhome.co.uk
წყარო: idealhome.co.uk

მათთვის ვისაც სურს ფული და დრო დაზოგოს და ამავდროულად ტრენდულიც იყოს, დიზაინერები მათ ინდუსტრიულ სტილს ურჩევენ: შებათქაშებული კედლები და შიშველი აგური. ეს სეზონი გვთავაზობს ნათელი და ღია ფერის ტექსტურას, რომელიც სირბილით გამოირჩევა. ნაზი ტონები ამ დიზაინს მეტ დახვეწილობას მატებს. მეტალის დაბოლოებები ბოლო წლების განმავლობაში სერიოზულ ტენტენციად იქცა, თუმცა ახლა მეტი ყურადღება ტონისა და ტექსტურის შედარებით ნაზ ვარიაციებს ექცევა. ზუსტად სინაზესთან არის დაკავშირებული ფერების პალიტრაც: ნაზი, ბრწყინვალე ტონები კვლავ აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის ისინი რბილ პიტნისფერთან არის დაწყვილებული. ეს უკანასკნელი გვხვდება ნებისმიერ ქსოვილზე. ამ ფერს ხომ დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ასევე შეგიძლიათ ის ცისფერთან შეახამოთ, რაც თბილ, მოძრავ ეფექტს ქმნის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნახევრად გამჭვირვალე მატერიებს. ის განსაკუთრებით იმ ინტერიერის დიზაინის სტილს უხდება, რომლისთვისაც ბევრი სინათლეა დამახასიათებელი.

წყარო: idealhome.co.uk
წყარო: idealhome.co.uk
წყარო: idealhome.co.uk
წყარო: idealhome.co.uk
წყარო: idealhome.co.uk
წყარო: idealhome.co.uk

რუკები სეზონის ყველაზე საინტერესო აქსესუარია. ძველი, ვინტაჟური რუკებიდან დაწყებული თანამედროვე, დეტალური მსოფლიოს რუკების ჩათვლით, ეს ტრენდი ერთდროულად აღმზრდელობითიცაა და შთამაგონებელიც. რაც შეეხება ავეჯს, მასთან ტექნოლოგიის დაკავშირება უფრო და უფრო ხდება. მაგალითად, დინამიკები შეიძლება შეგხვდეთ ავეჯის გადასაკრავში, ხოლო საწოლის მაგიდებმა თქვენი ტელეფონი დატენონ. ჩვენი ავეჯი ვითარდება და მეტად დახვეწილი და ელეგანტური ხდება. ამასთან ერთად, როდესაც მათ არჩევას გადაწყვეტთ, ერთი წესი გაიხსენეთ: ის დიდ ადგილს არ უნდა იკავებდეს და ვიზუალურად სასიამოვნოდ უნდა გამოიყურებოდეს. გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის დეკორატიული ხალიჩები საკმაოდ მოდური ხდება. აქ ერთი ფაქტი ფიგურირებს: მანდალას სიმბოლო - ეს პოპულარული, დეკორატიული ნიუანსია, რომელიც ჰინდუს და ბუდისტურ რელიგიაში სპირიტუალურ დატვირთვას ატარებს. ინტერიერში მცენარეების შეტანა არ დაგავიწყდეთ! თუ არ გსურთ, რომ ოთახი სიმწვანით გადაიტვირთოს, შეგიძლიათ ხელოვნური მცენარეებიც გამოიყენოთ.

წყარო: housebeautiful.co.uk
წყარო: housebeautiful.co.uk

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

რა არის ფენ შუი და როგორ გამოვიყენოთ ეს ტექნიკა ჩვენი სახლის მოსაწყობად

რა არის ფენ შუი? საიდან მოდის და რას გულისხმობს ფენ შუის ტექნიკა? ყველა ამ კითხვაზე პასუხს ამ სტატიის დახმარებით მიიღებთ

186
ნახე მეტი
ინტერიერი

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც შემოსასვლელი ოთახის მოწყობაში დაგეხმარებათ!

შემოსასვლელი ოთახი სხვა ოთახებთან შედარებით პატარაა და ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე. მისი დიზაინი მთლიანი სახლის ინტერიერის სქემაში მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად ეს არის პირველი ოთახი, რომელსაც სტუმარი ათვალიერებს.

247
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]