საცხოვრებელი გარემო

როგორ ტრანსფორმირდება საჯარო თუ პრივატული სივრცეები ქუჩის ხელოვნების დახმარებით?

როცა ბევრ ქვეყანაში გრაფიტზე გარკვეული რეგულაციები მოქმედებს, მექსიკაში, მთავრობამ მხატვრების კოლექტივი მოიწვია. მათი მიზანი იყო შეექმნათ და გაელამაზებინათ ერთი კონკრეტული მექსიკური ქუჩა.

321

ზოგიერთი ურბანული დასახლება სხვებთან შედარებით მეტად პრობლემურია. ზოგი მათგანი ოდესღაც თავისი სილამაზითა და მიმზიდველობით გამოირჩეოდა, თუმცა დღესდღეობით ხალხის ინტერესი მათ მიმართ დაკარგულია. ამის გამოსასწორებლად, კრეატიული დიზაინის დამკვიდრებით, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ტურისტების დიდ ნაწილს იზიდავს. ერთ-ერთი ასეთი ხერხი უბნებისა თუ ცალკეული შენობების გრაფიტით მოხატვაა. ქუჩის ხელოვნებას შედეგი ნამდვილად აქვს! წარმოგიდგენთ რამდენიმე მოხატულ ქუჩასა თუ უბანს, რომლებმაც რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადეს. 

როცა ბევრ ქვეყანაში გრაფიტზე გარკვეული რეგულაციები მოქმედებს, მექსიკაში, მთავრობამ მხატვრების კოლექტივი მოიწვია. მათი მიზანი იყო შეექმნათ და გაელამაზებინათ ერთი კონკრეტული მექსიკური ქუჩა. როგორც თავად აღნიშნავენ, ეს ქვეყანაში უდიდესი კედლის ფერწერაა. გერმანელი მხატვრების ჯგუფმა დაახლოებით 209 სახლი მოხატა, რომლებიც ერთ დეპრესიულ უბანში, პაჩუკაში, მდებარეობდა. თემატურად კი ეს შემოქმედება ახალგაზრდებში ძალადობის შემცირებას უკავშირდება. კედლის ფერწერა დაახლოებით 20 000 კვადრატული მეტრისაა. მხატვრებმა დაახლოებით 20 000 ლიტრი საღებავი გამოიყენეს. ნამუშევარს კი ქალაქის მაკროფერწერა ეწოდა. მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის შესრულებას სულ რაღაც 2 თვე-ნახევარი დასჭირდა. იმედოვნებენ, რომ მსგავსი პროექტები დაეხმარება ახალგაზრდა ადამიანებს გამოხატონ საკუთარი ინდივიდუალურობა ხელოვნების დახმარებით.

წყარო: www.twitter.com
წყარო: www.twitter.com

სროდკა პოლონეთის ისტორიული უბანია, რომელიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პოზნანში მდებარეობს. უბანს თავისი უფლებები 1231 წელს მიენიჭა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად შეიქმნა 3D კედლის ფერწერა, სადაც ასახულია უბნის ისტორია. იდეის ავტორი ჟერარდ კოფტაა, რომელმაც ამ პროექტისთვის საჭირო თანხების აგროვებას რომელმაც 3 წელი მოანდომა.

წყარო: www.themindcircle.com
წყარო: www.themindcircle.com

ამ ულამაზესი შენობის ინტერიერიც გასაოცარი და არტისტულია. ეს არის ბოსტონში მდებარე ჰოსტელი, რომლის რეკონსტრუქცია 2015-16 წლებში მოხდა. შენობის მფლობელებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხატვრები და შემოქმედები მოიწვიეს. დავალება იყო ასეთი: ხელოვანებს ძველი კედლებისთვის ახალი სიცოცხლე და ნათელი ფერები უნდა შთაებერათ. შედეგი ერთი შეხედვითაც ფანტასტიკური გამოვიდა. რაც შეეხება ჰოსტელის შიდა დიზაინს, თითოეული ოთახი განსხვავებული თემითა და სტილით არის მოხატული. აქცენტი ბრისტოლის კულტურაზე, ბუნებასა და ღირშესანიშნაობებზეა გაკეთებული.

წყარო: www.themindcircle.com
წყარო: www.themindcircle.com

მეორე მსოფლიო ომის დასრულების სიმბოლოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტო იქცა, რომელზეც გამარჯვებით გახარებული მეზღვაური მედდას კოცნის. ამ ფოტოს რესტავრირება წარმოშობით ბრაზილილემა ხელოვანმა, ედვარდო კობრამ, მოახერხა. მან შექმნა მასიური კედლის ფერწერა, სადაც ეს საკულტო კოცნაა გამოსახული. ნამუშევარი ჩელსიში მდებარეობს.

წყარო: www.boredpanda.com
წყარო: www.boredpanda.com

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

2018 წლის ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხეები

2018 წელი ახლოვდება და მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად უკვე ემზადება. მრავალ ქვეყანაში ულამაზესი ნაძვის ხეებიც დაიდგა.

361
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

ქალაქგეგმარების არსი და მისი მნიშვნელობა ურბანული გარემოს განვითარებაში

ისტორიულად, ურბანული დაგეგმარება ქაოტური მოვლენა იყო. მისი ფესვები გხვდება მესოპოტამიურ, ეგვიპტურ და ინდის ცივილიზაციაში, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე 3 ათასი წლით ადრე.

378
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]