ექსტერიერი

როგორ შევქმნათ იდეალური ბაღი? - რჩევები დიზაინერებისგან

მებაღეობა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო საქმიანობაა, რომელიც ეხმარება ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

260

მებაღეობა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო საქმიანობაა, რომელიც ეხმარება ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. თუ თქვენ მებაღეობა გიტაცებთ, გაქვთ მიწის ნაკვეთი, სადაც ბაღის გაშენებას აპირებთ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ მცენარეების და მცირე ფორმების არჩევა, დეკორირება და განათება ბაღისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახლისთვის რემონტი და ინტერიერის მოწყობა.

მებაღეობა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო საქმიანობაა, რომელიც ეხმარება ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. თუ თქვენ მებაღეობა გიტაცებთ, გაქვთ მიწის ნაკვეთი, სადაც ბაღის გაშენებას აპირებთ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ მცენარეების და მცირე ფორმების არჩევა, დეკორირება და განათება ბაღისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახლისთვის რემონტი და ინტერიერის მოწყობა.

დაგეგმვა სანამ ბაღის მოწყობას დაიწყებთ აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ იმაზე, თუ რა საქმიანობისთვის გჭირდებათ თავად ბაღი. შეიძლება აქ გარეთა სამზარეულოს მოწყობას გეგმავთ, ან სტუმრებისთვის გასართობი სივრცის შექმნა გსურთ. შეიძლება ეს საერთოდაც ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო არე იყოს, ან უბრალოდ ადგილი - სადაც დაისვენებთ, წაიკითხავთ და განიტვირთებით. რა რაოდენობის თანხა გჭირდებათ და რა სივრცის გამოყოფა შეგიძლიათ სპეციალური დეკორირებისთვის? ეს დაგეხმარებათ ზუსტად დაგეგმოთ და განსაზღვროთ ბაღის მოწყობისთვის საჭირო ბიუჯეტი. რაც შეეხება კერძოდ ბაღის დეკორირებას, სწორად და ფრთხილად შერჩეული ორნამენტები ბაღს განსხვავებულ და უნიკალურ სივრცედ აქცევს. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ცხოველის ორნამენტი, ბაღის ქანდაკება თუ შადრევანი, ის ბაღის სტილსა და დიზაინს უნდა შეესაბამებოდეს.

შემოღობვა ბაღში უმნიშვნელოვანესია ტერიტორიის შემოღობვა. ყვავილნარის შემოღობვა ლანდშაფტური დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომლის მომზადება ნებისმიერი ხელნაკეთი თუ მზა მასალისგან არის შესაძლებელია. შემოღობვა არა მარტო დეკორატიულ როლს თამაშობს, არამედ ყვავილნარს სრულყოფილ სახეს აძლევს და ჰარმონიულ ლანდშაფტურ კომპოზიციას ჰქმნის. ასევე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მისი დახმარებით მიწის მოსახერხებელ ნაწილებად გაყოფა და საყვარელი მცენარეების დაცვა შეგვიძლია. ყვავილნარის შემოღობა სხვადასხვა ფუნქციური მიზნისთვის ხორციელდება. ამიტომ ღობის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მნიშვნელოვანი ფაქტორი: რისთვის გინდათ ის. მაგალითად, გაზონებისა და ყვავილების ბაღისთვის მცირე ღობე საკმარისია. მისი სიმაღლე 7 სანტიმეტრზე მეტი არც კი უნდა იყოს. ბილიკისთვის განკუთვნილი ღობე უფრო ძლიერია, რომლის სიმაღლე 10-15 სანტიმეტრს წვდება. ფესვების ჩასაკეტად პლასტმასის ან ქვის ღობე დაგჭირდებათ, რომელიც მიწაში ღრმად უნდა ჩავიდეს. ყვავილნარი ცხოველებისა და ბავშვებისგან რომ დაიცვათ, ღობე დაახლოებით ნახევარი მეტრის უნდა იყოს. მისი მთავარი მასალა კი მეტალი, პლასტმასი ან ხეა.

თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხილული ღობე, კედელი ან მესერი ბაღს უფრო პატარად და დახშულად წარმოაჩენს. ამიტომ აუცილებელია ღობის ბუნებრივად შენიღბვა. მაღალი მცენარეები საუკეთესო საშუალებაა ღობის შესანიღბავად, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ისინი არ უნდა დაირგოს ერთ მწკრივად. შექმენით ცრუ პერსპექტივა და გამწვანებით სივრცე თანდათან გაშალეთ. ღობის ან კედლის ბუნებრივად შენიღბვისთვის კარგია მოყვავილე ხვიარები, რომლებიც სხვადასხვა ფერის ყვავილს ისხამს. მაგალითად მშვენიერი არჩევანი იქნება გლიცინია, დაშვებული იისფერი, ან თეთრი ყვავილებით ავეჯი. 

ბაღის დიზაინში ფართოდ გავრცელებულია ბალიშების გამოყენება, რომლებიც ფერადი პრინტით ხასიათდება. ბაღის ავეჯისთვის კი პოპულარული მასალა ბუნებრივი, მოქსოვილი მატერიაა. ეს უკანასკნელი თქვენს სივრცეში რეტრო ატმოსფეროს შემოიტანს, ამიტომ დაივიწყეთ პლასტიკური ხე, თუ გამომწვარი რკინა. აქვე აღსანიშნავია, რომ მოზაიკური მაგიდებიც არ კარგავენ პოპულარობას. ისინი შეიძლება იყოს ბუნებრივი ქვისგან, კერამიკისა თუ მინისგან დამზადებული. სწორად და სტრატეგიულ ადგილას დადებული ბაღის სკამები დეკორატიულად და სახალისოდ გამოიყურება. ბაღის დეკორში აუცილებლად შადრევნებიც შემოიტანეთ. ისინი მშვიდ ატმოსფეროს ქმნიან, რაც თქვენი რელაქსაციისთვის არაჩვეულებრივია. განათება ბაღის ყველაზე საინტერესო დეკორად გარე განათება გვევლინება. ნათურების დაკიდების უამრავი კრეატიული გზა არსებობს. მაგალითად, შეგიძლიათ ისინი ხეებს შორის დაკიდოთ, მათ ქვემოთ კი - ჰამაკი მოათავსოთ. ვინტაჟური კიბეების გამოყენებით მინი-პერგოლა შექმენით, სადაც ნათურებს ჩამოკიდებთ. ეს ბაღში სინათლეს კარგად გაავრცელებს და ვიზუალურადაც ულამაზესი იქნება. უკვე რამდენიმე წელია ხეებზე შემოხვეული ნათურები პოპულარობას არ კარგავს. ასევე ტრენდულია ნათურებისთვის ფერადი ქაღალდების, ქსოვილების, დროშების დამატება.

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

მუსიკალური ფესტივალების თანამედროვე მონუმენტები

მას შემდეგ რაც მუსიკალრი ფესტივალები პირველად შემოიჭრა საზოგადოების ცხოვრებაში, მათთან დაკავშირებული კულტურა და ცხოვრების წესი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა.

192
ნახე მეტი
ექსტერიერი

რა დატვირთვა აქვთ ვარდებს ბაღის ექსტერიერის დიზაინში და როგორ უნდა შევარჩიოთ ისინი?

ვარდი იყო და დარჩება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ნაზ ყვავილად. მას ხშირად ლანდშაფტური პროექტების გასაფორმებლად იყენებენ.

197
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]