ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ ტექსტურა და პატერნი ჩვენი ინტერიერისთვის?

დიზაინი დეტალებისგან შედგება. მნიშვნელობა არ აქვს მის ტიპს: ტექნიკის, ავეჯისა თუ მოცულობის დიზაინში ყველა დეტალი უმნიშვნელოვანესია...

324

დიზაინი დეტალებისგან შედგება. მნიშვნელობა არ აქვს მის ტიპს: ტექნიკის, ავეჯისა თუ მოცულობის დიზაინში ყველა დეტალი უმნიშვნელოვანესია. არა იმიტომ, რომ იგი დეტალებზე ორიენტირდება, პირიქით, საბოლოო პროდუქტი ერთიანად უნდა აღიქმებოდეს. უბრალოდ, ყველა ნიუანსი ძალიან დიდ გავლენას ახდენს შედეგზე, ანუ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მიიჩნევა, რომ ინტერიერის დიზაინი 7 ელემენტისგან შედგება. ესენია: სივრცე, ხაზი, ფორმა, განათება, ფერი, ტექსტურა და მოხატულობა, იგივე პატერნი. თითოეულ მათგანი შეუცვლელია და განსაკურებული გავლენა აქვს საცხოვრებელ გარემოზე. საინტერესოა, რომ ამ ელემენტებიდან ყველაზე ნაკლებად ტექსტურისა და თარგული ნიმუშების გავლენას ვამჩნევთ საკუთარ თავზე, რადგან ისინი უფრო ქვეცნობიერში ილექებიან და გადაულახავ დისკომფორტს არ გვიქმნიან. მიუხედავად ამისა, არც ერთი კარგი პროექტი არ შემდგარა მათ გარეშე.

წყარო: MR. PERSWALL

ტექსტურა

ყველა ზედაპირს აქვს ტექსტურა. ზოგი რბილია, ზოგიც გლუვი, მაგარი, პრიალა, ხორკლიანი... წარმოუდგენელია ამდენი ეპითეტი ერგებოდეს რომელიმე სხვა ელემენტს. შეხებისა და დანახვის ეფექტი ინტერიერში ძალიან დიდია, ამიტომაც სხვადასხვა სახის მასალის ტექსტურას სხვადასხვა დატვირთვა აქვს. ტექსტურას შეუძლია ისეთივე როლი ითამაშოს სივრცის გადაწყვეტაში, როგორც ფერს. ვიზუალურ დატვირთვას რაც შეეხება, სივრცის ჩამოყალიბებაში ზედაპირის ტიპი მნიშვნელოვან როლს თამაშობს: ფერებზე საუბრისას ვახსენეთ, თუ როგორ შეუძლია მას სივრცის დამორჩილება, გაზრდა ან შემცირება - იგივე შეიძლება ითქვას ტექსტურაზეც. მას შეუძლია ყურადღება რომელიმე კონკრეტული საგნისკენ მიგვაპყრობინოს. თუ უხეშ ზედაპირებს გამოიყენებთ, რომელიც სინათლეს ირეკლავს, სივრცე ცოტათი უფრო ჩაკეტილი და დაცული გამოჩნდება, ხოლო გლუვი ტექსტურა ოდნავ უფრო გააფართოებს სივრცეს და მას კომფორტს შეჰმატებს. ამავე ხერხით შესაძლებელია სივრცის სიმძიმისა და სიმსუბუქის კონტროლიც.

წყარო: HKLiving

ტექსტურით კონტრასტი და ბალანსიც იოლი დასამორჩილებელია. გაითვალისწინეთ, რომ კონტრასტი აუცილებელია, რადგან თვალს დასვენება სჭირდება. შესაძლოა გარკვეული ზედაპირით გამოწვეული შეგრძნება მოგვწონდეს, მაგრამ ინტერიერს მისი სიმრავლის გამო ვერ აღვიქვამდეთ. ამიტომაც, კარგი იქნება თუ კონტრასტით მიაღწევთ ბალანსს: შეგიძლიათ რბილ ავეჯთან რაიმე მაგარი ზედაპირის მქონე მოათავსოთ. ასე ყურადღება მყარ ზედაპირზე გადავა და შეგრძნება მხედველობასთან იდეალურ ბალანსში იქნება.

წყარო: HKLiving

მოხატულობა

მოხატულობა ინტერიერში რაიმე ზედაპირის, ქსოვილის, დეკორის ან ავეჯის მოტივის რიტმულ გამეორებას მოიაზრებს. მისი დატვირთვა წმინდად ესთეტიურია და მისი დიზაინი თქვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიზაინის ყველაზე თავისუფალი ელემენტია, ალბათ ყველაზე დიდი სიფრთხილე სწორედ მასთან გმართებთ, რადგან ის სივრცეში არ აღიქმება და მხოლოდ ზედაპირს ალამაზებს. ამასთან, თითქოს ბალანსის მიღწევა შეუძლებელია! ის ან ზედმეტია, ან ძალიან ცოტა. მოხატულობაში მნიშვნელოვანია როგორც ფერი, ისე ფორმა, კომპოზიცია და სიმბოლიზმი.

წყარო: Royal Design Studio

გასათვალისწინებელია, რომ ჭარბ, რიტმულ მოხატულობას, ფართის შემცირების ეფექტი აქვს. ამიტომ, უმჯობესია პრინტი უხვად მხოლოდ დიდ, ან პატარა, მაგრამ ფუნქციურად დაუტვირთავ ოთახებში გამოიყენოთ.

წყარო: Erin Williamson

ინტერიერი ისევე შედგება მცირე დეტალებისგან, როგორც მასში მცხოვრები პიროვნება. ამიტომ, ყველა ნიუანსი გასათვალისწინებელია. მთავარია საკუთარ საცხოვრებელში თავი კომფორტულად ვიგრძნოთ და არ შევუშინდეთ ცვლილებებს.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ თანამედროვე მისაღები ოთახი? ახალი ტრენდები ინტერიერის დიზაინში...

სახლის ცხოვრება და ესთეტიკა დიდ წილადაა დამოკიდებული, ჩვენს შეხედულებებსა და ცხოვრების სტილზე. ინტერიერის დიზაინერები ჩამოყალიბდნენ რამდენიმე რჩევაზე...

434
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ მცირე ფართის საცხოვრებელი ადგილი კომპაქტურად-რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან

დღეს შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ კომფორტულად, კომპაქტურად და გემოვნებით მორთოთ პატარა ზომის საცხოვრებელი სახლები.

359
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]