ექსტერიერი

როგორ შევარჩიოთ ყვავილები მრავალფეროვანი ბაღისთვის?

ვისთვისაც საკუთარ ეზოში მუშაობა სიამოვნებაა კარგად იცის, რომ ლამაზი და შთამბეჭდავი გარემოს შესაქმნელად, შრომასთან ერთად გარკვეული ცოდნაცაა საჭირო.

197

ვისთვისაც საკუთარ ეზოში მუშაობა სიამოვნებაა კარგად იცის, რომ ლამაზი და შთამბეჭდავი გარემოს შესაქმნელად, შრომასთან ერთად გარკვეული ცოდნაცაა საჭირო. რა თქმა უნდა ყვავილების დარგვა ახალ დამწყებ მებაღესაც შეუძლია, თუმცა აუცილებელი, რომ ამ პროცესს სერიოზულად მიუდგეთ, რადგან ყვავილებით ბაღის მორთვა გემოვნებით და გარკვეული სიზუსტით მოახდინოთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ლამაზი ბაღისთვის მხოლოდ ყვავილის დარგვა არაა საკმარისი და აუცილებელია მათზე ზრუნვა. დღეს ჩვენ იმ ყვავილებს გაგაცნობთ, რომლებიც ეზოს ყველაზე წარმატებულად აფორმებენ და ასევე წარმოგიდგენთ სხვადასხვა კომპოზიციების მაგალითებსაც, რათა თქვენი ბაღის მომზადება გაგიადვილოთ.

ვისთვისაც საკუთარ ეზოში მუშაობა სიამოვნებაა კარგად იცის, რომ ლამაზი და შთამბეჭდავი გარემოს შესაქმნელად, შრომასთან ერთად გარკვეული ცოდნაცაა საჭირო. რა თქმა უნდა ყვავილების დარგვა ახალ დამწყებ მებაღესაც შეუძლია, თუმცა აუცილებელი, რომ ამ პროცესს სერიოზულად მიუდგეთ, რადგან ყვავილებით ბაღის მორთვა გემოვნებით და გარკვეული სიზუსტით მოახდინოთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ლამაზი ბაღისთვის მხოლოდ ყვავილის დარგვა არაა საკმარისი და აუცილებელია მათზე ზრუნვა. დღეს ჩვენ იმ ყვავილებს გაგაცნობთ, რომლებიც ეზოს ყველაზე წარმატებულად აფორმებენ და ასევე წარმოგიდგენთ სხვადასხვა კომპოზიციების მაგალითებსაც, რათა თქვენი ბაღის მომზადება გაგიადვილოთ.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

სანამ ყვავილს დავრგავთ აუცილებელია ლანდშაფტის დიზაინის თავისებურებების შესწავლა, შესაფერისი ადგილის ამორჩევა, შემდეგ კი ერთმანეთთან ჰარმონიულად შეთავსებადი ყვავილების შერჩევა.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

გაზონის მაგვარი ყვავილნარი - ბაღში ძალიან ეფექტურად გამოიყურება ყვავილების ერთგვარი ხალიჩა. გაზონის გარკვეულ ნაწილში შეგიძლიათ ერთად დათესოთ ისეთი მინდვრის ყვავილები, როგორიცაა გვირილა, ყაყაჩო, სამყურა, ღიღილო. ასეთი ყვავილები არ საჭიროებს მორწყვას და ადგილს თვალწარმტაც სანახაობად აქცევს, სადაც პიკნიკის გამართვაც კი მოგინდებათ.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

ყვავილების დარგვა ვიწრო ზოლადაც შეგიძლიათ, რომელიც დიდ ტერასის, ან ბაღის გასწვრივ არსებულ ღობეს შეალამაზებს. ასეთ წყობას, გრძელი ან საშუალო სიმაღლის ყვავილები მოუხდება (მაგ. გვირილა, სალვია) ისინის ზოლებად უნდა დარგოთ. კარგი იქნება თუ სხვადსხვა ფერის, ერთმანეთთან შესაფერის ყვავილს ამოირჩევთ. თუ ერთი ფერის ყვავილი გსურთ მაშინ გირჩევთ, რომ არჩევანი ერთწლოვან მცენარეზე შეაჩეროთ, რადგან შემდეგ წელს შეიძლება სხვა ფერის ყვავილის დარგვა მოგინდეთ.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

თავად ყვავილნარი შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმის გააკეთოთ, იქნება ეს მრგვალი, კვადრატული, თუ რომბის ფორმის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ასევე შეგიძლიათ ყვავილების მწკრივი 10-15 სმ-ის შემაღლებაზე დათესოთ და ქვებით, აგურებით, ან სხვა დეკორით მორთოთ. თუ ბაღში თაღოვანი სტრუქტურა გაქვთ და გინდათ, რომ ის მცენარეებით დაიფაროს, გირჩევთ გამოიყენოთ კლემატისი, მცოცავი ვარდი, უსურვაზი, დეკორატიული ლობიო და სხვა მცოცავი მცენარეები გამოიყენოთ.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

ბაღის მცენარეების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ სეზონურობაც. ისინი, ისე უნდა შეირჩეს, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს თავისებურად ლამაზი იყოს. დარგეთ უცუნა, ასტრები, ქრიზანთემები, ყოჩივარდები და გეორგინები, როლებიც გვიან შემოდგომას ყვავილობენ. კროკოსმია და რუდბეკია ზაფხულში იწყებენ ყვავილობას და ადრე შემოდგომამდე აგრძელებენ. ზამთრის ბაღისთვის კი კარგია მარადმწვანე მცენარეები, ასევე ხარისძირა, ქონდარა ზამბახი და სხვ. დარწმუნებული ვარ, მცირედი მონდომების შედეგად აუცილებლად შესძლებთ ლამაზი და სასიამოვნო გარემოს შექმნას თქვენს ბაღში. ნელ-ნელა შემატეთ თქვენს ბაღს სხვადასხვა მცენარეები და ძალიან მალე თქვენი ქმნილებით აუცილებლად შესძლებთ ტკბობას.

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

ნიუ-იორკი სადღესასწაულო ფორმაში, ანუ როგორ ხვდება ქალაქი ახალ-წელს!

შობა-ახალი წელი ერთ-ერთი საოცარი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში. ის განსაკუთრებულად აღინიშნება ნიუ-იორკში.

99
ნახე მეტი
ექსტერიერი

უცნაური და არქიტექტურულად გამორჩეული სახლები მსოფლიოს გარშემო

ინოვაციური ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას, არქიტექტურის განვითარებაში წარმოუდგენელი რეზულტატები აქვს.

101
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]