ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ მოსახერხებელი ავეჯი? ერგონომიკის როლი ავეჯის დიზაინში

ერგონომიკა კომპლექსური მეცნიერებაა და მისი მისიაა შეისწავლოს ადამიანის სხეულის ურთერთობა გარემოსთან, მისი შესაძლებლობები და ფუნქციები...

679

ავეჯი ადამიანის საყოფაცხოვრებო, ფუნქციურ-საგნობრივი გარემოს შემადგენელი ნაწილია. ავეჯად მოიაზრება ყველა ის ნივთი, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებაში გვეხმარება. ადამიანთან მიმართებაში, არსებობს ოთხი ტიპის ავეჯი: პირველი, რომელიც ფიზიკური მოთხოვნილებების შესრულებაში გვეხმარება, მეორე, რომელიც საშინაო სამუშაოს შესრულებისას გამოიყენება, მესამე კატეგორია გარე სამყაროსთან კავშირის დამყარებას უწყობს ხელს, ხოლო მეოთხე სათავსს, იგივე შესანახ მოცულობებს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ავეჯზე სავსებით საკმარისია, ვაღიაროთ, რომ ავეჯი ბევრად მეტია ჩვენთვის, ვიდრე რაიმე დანიშნულების ნივთი.

წყარო: Hem Design Studio

ავეჯი არის კომფორტი, ჩვევა და ყოველდღიურობა. ავეჯი პირველ რიგში საყვარელი სავარძელი, მყუდრო ლოგინი და ფართე კარადაა. ავეჯი არის სახლი. შინ თუ გარეთ ჩვენ გვაქვს ამოჩემებული სავარძელი ან საყვარელი ნივთი, რომელიც არც სიახლით და არც დიზაინით არ გამორჩევა, უბრალოდ ჩვენს ხასიათსა და მოთხოვნილებებს კარგად ერგება.

ხშირად ისეც ხდება, რომ თავს ბევრად კომფორტულად ძველ სავარძელში ვგრძნობთ, თანამედროვე ავეჯში კი რაიმეზე კონცენტრირება გვიჭირს. ამის მიზეზი ავეჯის დიზაინი და ერგონომიკაა. დიზაინის მნიშვნელობა ავეჯის წარმოებაში შეუცვლელია - ის როგორც ესთეტიურად, ისე ფუნქციურად განაპირობებს პროდუქტის სახეს, იცვლება ტრენდებთან ერთად, ერგება სტილს და ზოგჯერ იქმნება კიდეც კონკრეტული გარემოსთვის.

რა არის ერგონომიკა?

ერგონომიკა კომპლექსური მეცნიერებაა და მისი მისიაა შეისწავლოს ადამიანის სხეულის ურთერთობა გარემოსთან, მისი შესაძლებლობები და ფუნქციები. გასულ საუკუნეში ერგონომიკას ადამიანის მანქანად გადაქცევის მეცნიერებადაც ნათლავდნენ. ერგონომიკა შედარებით ახალი დარგია, რომელმაც დაამტკიცა, რომ ავეჯის ფორმასა და ზომებს ადამიანის ჯანმრთელობაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია. 1949 წლიდან დღემდე შემუშავდა რამდენიმე ერგონომიკული მნიშვნელობის სტანდარტი, რომელთა დაცვის შემთხვევაში, ავეჯი ადამიანის სხეულს მთლიანად მორგებული პროდუქტია.

წყარო: Elise Fouin

ასე მაგალითად, ერგონომიკაში სკამის მოხერხებულობა განისაზღვრება შემდეგი ძირითადი ფაქტორებით: - დასაჯდომი სიბრტყის სიმაღლე წვივის სიმაღლეზე მეტი არ უნდა იყოს, რათა ძირითადი დატვირთვა არა ბარძაყებმა, არამედ მენჯის არემ მიიღოს. - დასაჯდომი სიბრტყის სიღრმე ბარძაყის სიგრძეს არ უნდა აღემატებოდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში დასაჯდომი სიბრტყის კიდეებიდან წარმოიშვება ზედმეტი დაწოლა მუხლქვეშა ფოსოზე. - დასაჯდომი სიბრტყის სიგანე უნდა განისაზღვროს ბარძაყების უდიდესი სიგანის მიხედვით. - დაღლილობის შემცირების მიზნით სკამს უნდა ჰქონდეს საზურგე, რომელიც მჯდომარე ადამიანის მოძრაობების შეუზღუდავად უნდა წარმოადგენდეს სხეულის საყრდენს.

წყარო: Samsung Serif

ერგონომიკული სტანდარტები ავეჯში

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სხეულის ზომის საშუალო მონაცემები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, მაინც არსებობს რამდენიმე ერგონომიკული სტანდარტი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება ავეჯის წარმოებაში. მაგალითად, ვიცით, რომ საწერი მაგიდის სამუშაო ზედაპირი იატაკიდან უნდა იყოს 75 სმ, სკამის დასაჯდომი ზედაპირი – 45 სმ. და ა.შ. იცვლება მხატვრული სტილები და მიმართულებები, მაგრამ ამ ცვალებადობის მიუხედავად, ადამიანის ფიზიკური ზომების შესწავლით მიღებული ეს პარამეტრები პრაქტიკულად რჩება უცვლელი ხანგრძლივი დროის მანძილზე.

წყარო: Render Taxi

იმის მიუხედავად, რომ კაცობრიობამ გვიან გააცნობიერა ერგონომიკის მნიშვნელობა საყოფაცხოვრებო კუთხით, მას ავეჯის დიზაინში ახლა მთავარი როლი აკისრია, სტილსა და ესთეტიკასთან ერთად.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

თბილისში აქტუალური ვინტაჟური სტილი - როგორ შევქმნათ ისტორიული ატმოსფერო ჩვენს სახლში

თბილისის ვინტაჟური კაფეებისა და შუშაბანდების პოპულარობა ქვეყნის საზღვრებს გასცდა. საინტერესოა, რამ განაპირობა სტილის ასეთი აქტუალობა ჩვენთან...

584
ნახე მეტი
ინტერიერი

რჩევები, თუ როგორ გამოვიყენოთ გობელენი ინტერიერის დიზაინში

ინტერიერში მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად, დახვეწილ ქსოვილებს იყენებენ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი უნიკალური ხიბლის მატარებელი გობელენია.

610
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]