ინტერიერი

როგორ შეიცვალა სამუშაო ოფისის ინტერიერის დიზაინი წინა საუკუნიდან დღემდე?

კომუნიკაციისა და ინფორმაციის გავრცელების სფეროში ინოვაციური ტექნოლოგია წინა წლებთან შედარებით, თავისთავად, ვითარდება. ეს წინსვლა გარკვეულწილად სამუშაო ოფისებსაც ეხებათ.

438

კომუნიკაციისა და ინფორმაციის გავრცელების სფეროში ინოვაციური ტექნოლოგია წინა წლებთან შედარებით, თავისთავად, ვითარდება. ეს წინსვლა გარკვეულწილად სამუშაო ოფისებსაც ეხება. მისი კონცეფცია წინა საუკუნესთან შედარებით საგრძნობლივ შეცვლილია. როგორც კვლევები აჩვენებს, სამუშაო ოფისი ის გარემო უნდა იყოს, სადაც თანამშრომლები საქმეზე ფოკუსირდებიან და, ამასთან ერთად, დაისვენებენ კიდეც. აი, რა გზა განვლო ოფისის დიზაინმა ამ კონკრეტულ მოსაზრებამდე.

კომუნიკაციისა და ინფორმაციის გავრცელების სფეროში ინოვაციური ტექნოლოგია წინა წლებთან შედარებით, თავისთავად, ვითარდება. ეს წინსვლა გარკვეულწილად სამუშაო ოფისებსაც ეხება. მისი კონცეფცია წინა საუკუნესთან შედარებით საგრძნობლივ შეცვლილია. როგორც კვლევები აჩვენებს, სამუშაო ოფისი ის გარემო უნდა იყოს, სადაც თანამშრომლები საქმეზე ფოკუსირდებიან და, ამასთან ერთად, დაისვენებენ კიდეც. აი, რა გზა განვლო ოფისის დიზაინმა ამ კონკრეტულ მოსაზრებამდე.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

60-90-იანი წლების დერეფან-კაბინეტური სისტემა ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი დიზაინია. ამ დროინდელი „ოფისებისთვის“ დამახასიათებელი იყო მონოტორული ავეჯი, ტიპური დაგეგმარება, არამეგობრული ატმოსფერო. ეს, ფაქტობრივად, იმავე ეპოქის ასახვას წარმოადგენა: იერარქიული, ხისტი სტრუქტურა და სისტემისადმი სრული დაქვემდებარება.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

2000-იან წლებში შემოდის ღია ოფისის იდეა. საინოვაცია-საინფორმაციო თაობა ღია განლაგების ოფისურ ოთახებს „აშენებს“. ნელ-ნელა შიდა დანაყოფები ქრება. ამის შედეგად ვიღებთ, მჭიდროდ განთავსებულ სამუშაო ადგილებს. მსგავსი განლაგება უფრო კოლექტიურ, მეგობრულ ატმოსფეროს ქმნის. მთავარი იდეა კი ცალკეული განყოფილებების და დეპარტამენტების კომუნიკაციის გაუმჯობესებაა. 2010-იანი წლებიდან დღემდე, კომპანიების უმეტესობა პროექტზეა ორიენტირებული. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, თუ ადრე თანამშრომლები უფროსისგან დავალებას იღებდნენ და შემდეგ მას ასრულებდნენ, დღესდღეობით მსგავსი სიტუაცია შეცვლილია. დავალებების შესასრულებლად იქმნება მთლიანი საპროექტო ჯგუფი. ასეთი სამუშაო მოითხოვს ღია და მოქნილ სივრცეს.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ყველაზე გავრცელებული ტიპის, მოქნილი ოფისის (flex-office), მთავარი კონცეფცია თანამშრომლებისთვის არაპერსონიფიცირებული სამუშაო ადგილების გამოყოფას გულისხმობს. რადგანაც ზოგი თანამშრომლის მოვალოება მომხმარებელთან შეხვედრა, მოლაპარაკება, პრეზენტაციაა, მათთვის თავისუფალი სამუშაო ადგილი იდეალური ვარიანტია. მოქნილი ოფისისთვის შემდეგი ნივთებია საჭირო: სარეზერვო მაგიდა - გამოიყენება სპეციალურ სიტუაციებში, გარკვეული დროის განმავლობაში; საერთო მაგიდა - რომლის დაკავება თანამშრომელს თავისუფლად შეუძლია; სამუშაო ოთახი და მასთან ერთად, წყნარი ზონა - აქ აკრძალულია ლაპარაკი ერთმანეთში ან ტელეფონზე; გუნდისთვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი - აქ გუნდური მუშაობისთვის ერთზე მეტი მაგიდა დგას; სატელეფონო ზონა - პატარა ოთახი მოლაპარაკებებისა და კონფერენციებისთვის; სწრაფი მოსალაპარაკებელი ოთახი - გამოიყენება ტრადიციულ ოთახადაც. განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ აქ დასაჯდომი ადგილი არ არის; არატრადიციული სამუშაო ადგილის ალტერნატივას ტერასა, აივანი და კაფე ითავსებს.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

არსებობს კლუბური ტიპის ოფისი იგივე კოვორკინგი. ეს არის სამუშაო ადგილის გარკვეული დროით გაქირავების შესაძლებლობა. გამოირჩევა მაღალეფექტური ინფრასტრუქტურითა და შესანიშნავი ტექნოლოგიებით. გამოყოფილია შემდეგი ზონები: მოსალაპარაკებელი, შესახვედრი, რეკრეაციული. კოვორკინგი არაჩვეულებრივია პატარა კომპანიებისა და ფრილანსერებისთვის.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

2019 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

2019 წელი უკვე უამრავ საინტერესო ცვლილებას გვთავაზობს სხვადასხვა ასპექტში

1034
ნახე მეტი
ინტერიერი

ტკბილი ძილის საიდუმლო: სწორად შერჩეული ლეიბი

იმის გათვალისწინებით, რომ ცხოვრების 1/3-ს ძილში ვატარებთ, ლეიბში ჩადებული ინვესტიცია ნამდვილად გამართლებულია. სასურველი ლეიბის შესარჩევად ექსპერტების რჩევებს გთავაზობთ...

371
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]