ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ მყუდრო და თანამედროვე საძინებელი? რჩევები დიზაინერებისგან...

თანამედროვე დიზაინი უფრო და უფრო ორიენტირდება ადამიანის შინაგან სამყაროზე, ინტერიერის დიზაინერთა შთაგონებაც, ხომ სწორედ ადამიანია...

229

საძინებელი ის სივრცეა, სადაც ჩვენი დღე იწყება და მთავრდება. მეტიც, საქმიანი სამზარეულოსა და ხმაურიანი საერთო ოთახისგან განსხვავებით, საძინებელი თითქოს ის ოაზისია, რომელიც იზოლირებულია ხმაურიანი ქალაქისგან და დატვირთული გრაფიკისგან.

წყარო: Visualizer - Phong

ნამდვილად რთულია სწორად მოაწყო ისეთი პირადი სივრცე, როგორიც საძინებელია. მითუმეტეს, რომ ყოველდღიურად ძალიან ბევრ, გემოვნებით, თანამედროვედ მოწყობილ ინტერიერს ვხედავთ ტელევიზორში, ჟურნალსა თუ მეზობლის ბინაში. არჩევანი ისეთი დიდია, რომ ვიბნევით და პირველი რასაც ვაკეთებთ არის იმის მცდელობა, რომ საკუთარ საძინებელს უცხოს, სტუმრის თვალით შევხედოთ. იმ ფონზე, რომ თანამედროვე დიზაინი უფრო და უფრო ორიენტირდება ადამიანის შინაგან სამყაროზე, ეს დიდი შეცდომაა. რაც მოდურია, ესაა თქვენი სურვილებისა და საჭიროებების წინ წამოწევა. ყველა პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი აკვირდება, რომელ ტემპერამენტულ კლასს მიეკუთვნება კლიენტი. არავინ იცნობს თქვენს თავსა და საჭიროებებს თქვენზე უკეთ, დიზაინერული ხრიკები უბრალოდ გეხმარებათ იპოვოთ თქვენი კომფორტის ზონა. ინტერიერის დიზაინერის შთაგონება სწორედ თქვენ ხართ.

წყარო: Jensen C. Vasil

სტილის თანამიმდევრულობა ყველა ეპოქაში მოდაშია. სკანდინავიური, მინიმალისტური და ფემინური ის ძირითადი სტილებია რომლებზეც დღეს აქცენტი კეთდება. თუმცა, ეს არაფრით ნიშნავს იმას, რომ ექსპერიმენტების ჩატარება არ შეგვიძლია. პირიქით! არასოდეს უნდა შეგვეშინდეს ცოტაოდენი ეკლექტიკის თანამედროვე ინტერიერში.

სიმარტივე

2016 წლის ერთ-ერთი ტრენდი მარტივი, გადაუტვირთავი და ნათელი ინტერიერია. დიზაინერები ამბობენ, რომ დამკვეთები ძირითადად რაც შეიძლება მარტივ და ნათელ სივრცეს ითხოვენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს სჭირდება მყუდრო სივრცე. ძირითადად ინტერიერის დიზაინერები ამისთვის სკანდინავიურ სტილს მიმართავენ. თეთრი და მისი ტონები, ბუნებრივი ფერები, ნაქსოვი მატერიები და უხვი განათება ყველაზე კარგად ახასიათებს საძინებლის მოწყობის თანამედროვე ტრენდებს. თუმცა, სიმარტივის, „უშფოთველობის“ (Serenity) ტრენდი შეიძლება სხვა სტილებითაც მარტივად გამოიხატოს. მთავარი ორგანიზებულობა, ფუნქციურობა და ნათელი გარემოა - სამი რამ, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ამ დროის ადამიანს რელაქსაციისთვის.

წყარო: Fontini Group

რესტავრირებული ხე

ხისა და სხვა ბუნებრივი მასალის დაბრუნება სახლებში ინტერიერის დიზაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და დიდი ალბათობით ის კიდევ დიდი ხნით იქნება ტრენდი. ლოგიკურია, რომ მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში გადამუშავებულ ხეს, მის ტონებსა და მისგან გაკეთებულ ავეჯს უხვად ვხედავთ მისაღებსა და სამზარეულოში, ამ ხერხმა საძინებელშიც გადმოინაცვლა. საწოლის თავები, იატაკი და დეკორაცია ახლა ხის მასალით ან მისი ეფექტით კეთდება. მეტიც, თუ ორგანული ხის ან ტყავის ძველი სავარძელი გაქვთ, ის აუცილებლად უნდა განაახლოთ და აქტიურ სივრცეში შეიტანოთ. გარდა იმისა, რომ ხე სიმშვიდესთან ასოცირდება, მას სახლში ბუნება შემოაქვს და ამით ატმოსფეროს გაცილებით ცოცხალ და საინტერესო იერს აძლევს. სიმყუდროვისა და სისადავის ეფექტს იძლევა აგურის ან ბუნებრივი ქვის დეტალების შემოტანა საძინებელშიც. ბუნებრივი მასალები თანამდროვე, ეკოლოგიურ პრიორიტეტებსა და აქტუალურ მშვიდი განწყობის პრობლემას იდეალურად ესადაგება.

წყარო: Holly Marder

შპალერი

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ინტერიერის დიზაინერი შპალერის დაბრუნებას საძინებელ სივრცეში სკეპტიკურად უყურებს, ეს ხერხი უკვე რამდენიმე წელია ტრენდად იქცა. თუ წინა წლებში გეომეტრიული, ან სადა პრინტის შპალერი იყო აქტუალური, წელს კლასიკური, უხვი ორნამენტის შპალერსაც დიდ ადგილს უთმობენ საძინებლის ვერტიკალურ ზედაპირებზე. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური შპალერი ძირითადად აქცენტებისთვის გამოიყენება, მაინც თამამად შეიძლება მისი გამოყენება სიმყუდროვის შესაქმნელად.

წყარო: Wall

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

კალიფორნიული ლაუნჯი - ოთახი, სადაც თინეიჯერებთან ერთად მშობლებიც კარგ დროს ატარებენ

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დენვილში - კალიფორნიაში მდებარე რანჩოს პატრონებს 200 კვადრატული მეტრის სივრცის ოთახის მკვეთრ, ფერადოვან სტილში გაფორმება უნდოდათ...

168
ნახე მეტი
ინტერიერი

ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ფერი და მისი სწორად გამოყენება ინტერიერში

ფერს უდიდესი ზეგავლენა აქვს ჩვენს ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიაზე. მისი ინტერიერში გამოყენება ცალკე მეცნიერებაა...

160
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]