ექსტერიერი

როგორ მოვაწყოთ ბაღის თანამედროვე და კომფორტული ოთახი-პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისგან

ბაღის ოთახი თქვენს სახლს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს. თუ გაქვთ ზედმეტი სივრცე, აუცილებლად იფიქრეთ ამ იდეაზე!

258

ბაღის ოთახი თქვენს სახლს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს. თუ გაქვთ ზედმეტი სივრცე, აუცილებლად იფიქრეთ ამ იდეაზე! ამ გარეთა ოთახს შთამბეჭდავად შეუძლია შეცვალოს მთლიანი სახლის დიზაინი. იდეალური ბაღის ოთახი ვიზუალურად ძალიან ლამაზი და კარგად მოწყობილი უნდა იყოს. ამის გარდა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ მან წელიწადის ნებისმიერ დროს ფუნქცია არ დაკარგოს. შეინარჩუნეთ ზაფხულში სიცივე და ზამთარში - სითბო - ამ ყველაფრის მიღწევა ვენტილაციისა და გასათბობი საშუალებების დამონტაჟებით შეგიძლიათ.

ბაღის ოთახი თქვენს სახლს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს. თუ გაქვთ ზედმეტი სივრცე, აუცილებლად იფიქრეთ ამ იდეაზე! ამ გარეთა ოთახს შთამბეჭდავად შეუძლია შეცვალოს მთლიანი სახლის დიზაინი. იდეალური ბაღის ოთახი ვიზუალურად ძალიან ლამაზი და კარგად მოწყობილი უნდა იყოს. ამის გარდა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ მან წელიწადის ნებისმიერ დროს ფუნქცია არ დაკარგოს. შეინარჩუნეთ ზაფხულში სიცივე და ზამთარში - სითბო - ამ ყველაფრის მიღწევა ვენტილაციისა და გასათბობი საშუალებების დამონტაჟებით შეგიძლიათ.

წყარო: homedecorxp.com
წყარო: homedecorxp.com

ბევრ ქვეყანაში ბაღის ოთახის დამატება ტრადიციული არჩევანია. აქ პოპულარობით სარგებლობს შეღებილი მერქანი. ამ უკანასკნელს ბენეფიტები აქვს ისეთ მატერიაზე, როგორიცაა, ალუმინი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხე უფრო დიდხანს ძლებს და დროთა განმავლობაში, მხოლოდ მცირედი შეღებვა თუ დასჭირდება ხოლმე. ბოლო დროს ტრენდული იდეაა ბაღის მინის ყუთში „ჩასმა“. ამ უკანასკნელის სტრუქტურა ორ შენობას ერთად ისე აკავშირებს, რომ არ იკარგება ორიგინალი არქიტექტურული დეტალები. მინის წყალობით ოთახში სითბო ნარჩუნდება. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში. ზაფხულის სიცხის თავიდან ასაცილებლად კი ჟალუზები გამოიყენეთ. მათ შეუძლიათ მზის სხივების 70% გაფილტრონ. კარგი აზრია სახლსა და ბაღის ოთახს შორის ვერანდის მოწყობაც. ეს ერთგვარი ზღვარი იქნება შიდა და გარე ტერიტორიისთვის. ვერანდები ადაპტირებადია და შეუძლია დაფაროს კარის არე, ბილიკი ან შიდა ეზო. რაც შეეხება ავეჯს, გირჩევთ, თქვენს ბაღის ოთახს რამდენიმე ბალიში და ხალიჩა დაამატოთ, აუცილებელია კარგი განათებაც. რადგან ეს ოთახი თქვენი განტვირთვისთვისაა განკუთვნილი, შეგიძლიათ ბუხარიც კი შეიძინოთ. მსგავსი ოთახისთვის აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალურად გარე ეზოსთვის დამზადებული ავეჯი. ისინი ვიზუალურად ლამაზად გამოიყურება. ასევე ის ქსოვილები, რითაც ეს ავეჯი არის დამზადებული, ისინი ხარისხიანია და დიდხანს ძლებს. სივრცის ოპტიმალურად გასაზრდელად, გამოიყენეთ ბევრი სარკე. სარკეები აირეკლავს იმ მწვანე სილამაზეს, რასაც ჩვენს ბაღებში ვხედავთ. არ დაგავიწყდეთ შიდა განათება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძინეთ მაგიდისა და იატაკის სანათურები.

წყარო: housedecorates.com
წყარო: housedecorates.com

რაც შეეხება ფერებს, გირჩევთ, გამოიყენოთ ნეიტრალური ფერების სქემა. ისინი განსაკუთრებით ნათლად და ღიად გამოიყურება მაშინ, როცა პატარა ზომის ბაღის ოთახი გაქვთ. თუ გსურთ, რომ ეს ოთახი ელეგანტურად გამოიყურებოდეს, გამოიყენეთ მუხისგან დამზადებული ავეჯი, მსუბუქი სკამები, ვინტაჟური ჭაღები. ეს უკანასკნელი ფრანგულ ელფერსაც კი შესძენს თქვენს კომფორტულ სივრცეს.

წყარო: sellmytimeshare.asia
წყარო: sellmytimeshare.asia
წყარო: sellmytimeshare.asia
წყარო: sellmytimeshare.asia

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

მსოფლიოს ულამაზესი ბაღები, როგორც ლანდშაფტური არქიტექტურის დახვეწილი და გამორჩეული ნიმუშები

წარსულში ბაღებს სამედიცინო ან რელიგიური დანიშნულება ჰქონდათ. დროთა განმავლობაში ბაღების ფუნქცია კი აბსოლუტურად შეიცვალა.

638
ნახე მეტი
ექსტერიერი

როგორ შევარჩიოთ ყვავილები მრავალფეროვანი ბაღისთვის?

ვისთვისაც საკუთარ ეზოში მუშაობა სიამოვნებაა კარგად იცის, რომ ლამაზი და შთამბეჭდავი გარემოს შესაქმნელად, შრომასთან ერთად გარკვეული ცოდნაცაა საჭირო.

383
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]