დეკორაცია

როგორ ირთვება ქუჩები ახალი წლისთვის? გამორჩეული დეკორაციები სხვადასხვა ქვეყნებში

2017 წელი ნელ-ნელა ახლოვდება და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საშობაო-საახალწლო ციებ-ცხელება იზრდება.

279

2017 წელი ნელ-ნელა ახლოვდება და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საშობაო-საახალწლო ციებ-ცხელება იზრდება. ვნახოთ, როგორ ხვდება ინგლისი, იაპონია და უნგრეთი ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს.

2017 წელი ნელ-ნელა ახლოვდება და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საშობაო-საახალწლო ციებ-ცხელება იზრდება. ვნახოთ, როგორ ხვდება ინგლისი, იაპონია და უნგრეთი ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს.

წყარო: londontown.com
წყარო: londontown.com

ოქსფორდის ქუჩაზე საშობაო განათებები ყოველწლიურად მეტ გრანდიოზულობას იძენს ხოლმე. 6 ნოემბრისთვის ქუჩაზე საავტომობილო გზა იკეტება და ყველა ემზადება ოჯახური ფესტივალისთვის. საბავშვო საქველმოქმედო ორგანიზაცია 57-ედ უმანსპინძლებს ფესტივალს, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები, საჭმლის ფესტივალი, სახის მოხატვა და ასე შემდეგ. წელს ოქსფორდის ქუჩის საშობაო განათება შედგება 1 778 დეკორატიული თოვლის გუნდისა და 730 000 ლედ ნათურისგან. ამ ყველაფერს კი „გრემის“ ნომინანტი კრეიგ დევიდი ოფიციალურად გაანათებს. კარნაბის ქუჩა, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ქუჩად ითვლება, 1960-იანი წლების სულით არის გაჟღენთილი.

წყარო: londontown.com
წყარო: londontown.com

წლევანდელი საშობაო განათების იდეა კი ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმის (V&A) გამოფენიდან „შენ თქვი, რომ გინდა რევოლუცია“ იღებს სათავეს. ამის გარდა კარნაბის ქუჩაზე უამრავი დიჯეი, ცოცხალი მუსიკა, საჭმელი, სასმელი და სხვა გასართობები დაგხვდებათ. ტრაფალგარის მოედანი, რომელსაც ლონდონის გულადაც მოიხსენიებენ, ახალი წლის დღეებში, მთავარი ნაძვის ხითაც გამოირჩევა ხოლმე. 1947 წელს ნორვეგიის მთავრობამ ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომში მხარდაჭერისა და მეგობრობის გამო ნაძვის ხე უსახსოვრა. უზარმაზარი ხე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეზონური ტურისტული ატრაქციაა. ყოველი ღამით აქ იკრიბება სხვადასხვა გუნდი, ასრულებს სიმღერას და აგროვებს ფულს საქველმოქმედო საქმიანობისთვის. ნელსონის სვეტი ნორვეგიული თეთრი ნათურებით ირთვება ხოლმე. ნაძვის ხის ოფიციალური განათებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ეწყობა ჩირაღდნებით განათებული მსვლელობა წმინდა მარტინის ეკლესიის ტერიტორიაზე.

წყარო: demilked.com
წყარო: demilked.com

2017 წელს უნგრეთიც გრანდიოზულად ხვდება. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ანდრაშის პროსპექტი, საშობაო ნათურებით ნელ-ნელა ირთვება. ეს ადგილი არაჩვეულებრივია ფეხით მოსიარულე შეყვარებული წყვილებისთვის, განსაკუთრებით ზამთარში. საშობაოდ კი არამარტო ქუჩები ნათდება, არამედ თითოეული ხე კაშკაშა ნათურებით არის მორთული. გმირთა მოედანთან ახლოს ყინულის მოედანია, რომელიც სასრიალოდ შესანიშნავი ადგილია. 

წყარო: demilked.com
წყარო: demilked.com

პროსპექტზე საშობაო მარკეტსაც შეხვდებით. სანამ საჩუქრების ყიდვას გადაწყვეტთ, ჯერ აქაური ღვინო და სასუსნავები დააგემოვნეთ. რაც შეეხება საშობაო ტრავმაის, ის ბუდაპეშტში პირველად 2009 წელს გამოჩნდა. ეს უკანასკნელი მორთულია 3 500-მეტრიანი განათებით და 39 200 ლედ ნათურით. ბუდაპეშტური ნაძვის ხე 4-სართულიანი სიმღლისა და 5 მეტრის მქონე დიამეტრისაა. 110-მეტრიანი სიგრძის ნათურების სერია ხეს უნიკალურ შესახედაობას აძლევს.

წყარო: japan-guide.com
წყარო: japan-guide.com

საზამთრო განათებები და ახალი წელი იაპონიაში ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს ყველაფერი ნოემბრისა და დეკემრბის შუაგულში ინსტალირდება და ზოგჯერ ვალენტინობის დღემდეც გრძელდება ხოლმე. 5 მილიონი ლედ განათება, ანიმაციური ლაით შოუ და მოცეკვავე შადრევნები - აი რას გვთავაზობს საახალწლოდ კანტოს რეგიონი. ჯოზენჯო-დორის ქუჩაზე კი შეხვდებით 160 კეიაკ ხეს, რომელიც მილიონი ლედ განათებით არის მორთული.

წყარო: spending-time-sendai.jp
წყარო: spending-time-sendai.jp

ასევე აქ არის უზარმაზარი საახალწლო ხე, პატარა ყინულის მოედანი და კოტოდაი პარკის ნათელი გვირაბი. აშიკაგას ყვავილების ფანტაზია, რომელიც ამავე სახელობის პარკში ტარდება, მესამე უდიდესი სეზონური ფერადი ივენთია. ამ დროს მთელი პარკი იფარება 2.5 მილიონიანი ლედ განათებით. მუსიკალურად სინქრონიზებული ლაით შოუ და დაკიდული ნათურები - აი რითი უნდა დატკბეთ აქ.

წყარო: tripzilla.com
წყარო: tripzilla.com

ჩვენ გირჩევთ

დეკორაცია

იაპონელი ფლორისტის მაკოტო აზუმას შთამბეჭდავი შემოქმედება

იაპონელი მაკოტო აზუმა, რომელიც არის ყვავილების არტისტი, ბოტანიკური სკულპტორი და „JARDINS des FLEURS“ - ის დამფუძნებელია.

267
ნახე მეტი
დეკორაცია

ნაძვის ხე და სათამაშოები: რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას

პროფესიონალი დიზაინერების რამდენიმე უმნიშვნელოვანესი რჩევა ნაძვის ხისა და მისი სათამაშოების შერჩევის შესახებ

348
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]