ინტერიერი

რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა ნატურალურ მასალას სახლის მოწყობისას?

ამ საუკუნის ყველაზე დიდი ტრენდი ბუნებასთან დაახლოებაა. გაითვალისწინეთ პროფესიონალების რჩევები და შეიქმენით ბუნებრივი გარემო სახლში.

366

ამ საუკუნის ყველაზე დიდი ტრენდი ბუნებასთან დაახლოებაა. მაშინ, როდესაც განვითარებულ მსოფლიოში ადამიანები მუდმივად ცდილობენ კვების რაციონის გაჯანსაღებასა და ეკოლოგიურად სუფთა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებას, ლოგიკურია, რომ ცვლილებები საცხოვრებელ გარემოსაც ეხება. სწორედ ამიტომ, ნატურალური მასალის გამოყენების მნიშვნელობა ინტერიერში იმდენად გაიზარდა, რომ არაერთმა ინტერიერის დიზაინერმა მხოლოდ ამ ხაზით დაიწყო მუშაობა.

ძირითადი ნატურალური მასალები, რომელთა გამოყენება ინტერიერში შეუზღუდავია, არის ქვა, ხე, მარმარილო, თიხა და ბამბა. დიზაინში ბუნებრივის ცნება მოიცავს ყველა იმ მატერიას, რომლის განახლება მუდმივად შესაძლებელია და სათავეს მიწიდან იღებს, ამიტომ მათ ხშირად განახლებად მასალასაც უწოდებენ. და მაინც.... რა განსხვავებაა ნატურალურ ტექსტურასა და სინთეტურს შორის?

წყარო: Nohomedesign

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივი მასალით გაწყობილი ინტერიერი ყოველთვის მოდურია. თუ არ გსურთ ტრენდების მიხედვით ცვალოთ საცხოვრებელი გარემო და თქვენი საცხოვრებლისთვის დამახასიათებელი სტილი შექმნათ, სასურველია ხის, მარმარილოსა და თიხის გამოყენება. ასე ნეიტრალურ ტონებსაც შეინარჩუნებთ და სიახლის შემოტანას დეკორითაც მარტივად მოახერხებთ.

წყარო: Denali Custom Groups

კიდევ ერთი მიზეზი ნატურალური სამშენებლო მასალის გამოყენებისა, არის ეკოლოგიის მნიშვნელობა ინტერიერში. გარდა იმისა, რომ განახლებადი მასალები გამძლეობით გამოირჩევა, მათი გამოყენებით გარემოც არ ზიანდება. ცნობილია, რომ ჰაერი სახლში ბევრად უფრო დაბინძურებულია, ვიდრე გარეთ. მაგალითისთვის, საღებავისგან განსხვავებით, ხე ბუნებრივი, უჯრედული სტრუქტურის იზოლატორია, ის „სუნთქავს”, რაც განაპირობებს ჰაერის ბუნებრივ წმენდას ოთახში.

წყარო: Staprans designs

საცხოვრებელი გარემოს დაგეგმვა არა მხოლოდ ინსპირაციასთან, არამედ ფინანსებთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული. ამ თვალსაზრისით კი ხშირად სივრცის მოწყობისას ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ეკონომიასთან რომ საერთო არაფერი აქვთ. ბუნებრივი მასალა ძალიან გამძლე და გარემოსთან ადვილად ადაპტირებადია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ განახლებადი მასალის მოვლა ბევრად უფრო ადვილი და იაფია, ვიდრე სინთეტური ალტერნატივის. გარდა ამისა, ბუნებრივი სტრუქტურა მარტივად ეგუება განახლებასა და წმენდას. ამიტომ, ის ხარჯი რასაც ორგანული მასალისთვის გაიღებთ, სავსებით გამართლებულია.

წყარო: Palm design groups

საბოლოო ჯამში, ბუნებრივი მასალისგან აწყობილი სივრცე უფრო კომფორტულია საცხოვრებლად და სამუშაოდ. მეცნიერებმა ისიც კი დაადგინეს, რომ ორგანულ ინტერიერში, სადაც ჰაერი ნაკლებადაა დაბინძურებული და ფერები ნეიტრალურ ტონს ინარჩუნებს, გულის დაავადებათა და სტრესის განვითარების ნაკლები შანსი არსებობს. ორგანული გარემო გვაბრუნებს ბუნების წიაღში, რითაც საშუალებას გვაძლევს სივრციდან გაუსვლელად აღვადგინოთ ურთიერთობა ნატურასთან. არაფერი ისე არ შეუწყობს ხელს ჯანსაღ ცხოვრებას, როგორც ორგანული სტრუქტურის სწორი გამოყენება და აღქმა სათავსოში.

წყარო: Sussi Leeton Architects

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ დავზოგოთ ფართი ინტერიერში სწორი გეგმირების გამოყენებით

თუკი საცხოვრებელ ფართში სივრცის პრობლემა გაქვთ, სწორი გეგმირებით მისი გადაწყვეტა მარტივად შეიძლება

333
ნახე მეტი
ინტერიერი

დეკორირების და აქსესუარების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში

საცხოვრებელი გარემო, რომ პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში გრანდიოზული როლს თამაშობს, ამაზე დღეს უკვე აღარავინ დაობს.

309
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]