არქიტექტურა

პირველი ქაღალდის სახლი, როგორც ეკო-მეგობრული ცხოვრების სტილის მონუმენტი და მისი შექმნის ისტორია

თუ ფიქრობთ, რომ გადამუშავებული მატერიებისგან სახლის აშენება ორიგინალური და ახალი მეთოდია, თქვენ ცდებით.

104

თუ ფიქრობთ, რომ გადამუშავებული მატერიებისგან სახლის აშენება ორიგინალური და ახალი მეთოდია, თქვენ ცდებით. 1920 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მასაჩუსეტში, მეტად უცნაური სახლი აშენდა. მისი კედლები, ჭერი და იატაკი არც მეტი, არც ნაკლები ქაღალდისგანაა დამზადებული. ეს ყველაფერი არაა. ავეჯის, პიანინოსა და უძველესი საათის ჩათვლით აქ ყველაფერი ქაღალდისაა. სახლის კონსტრუქცია და საძირკველი ხისგან არის გაკეთებული. კედლები კი დამზადებულია გაზეთის ფენებისაგან, რომლებიც ერთმანეთზე დაწებებული და დალაქულია. ეს სახლს გარედან წყალგაუმტარს ხდის.

თუ ფიქრობთ, რომ გადამუშავებული მატერიებისგან სახლის აშენება ორიგინალური და ახალი მეთოდია, თქვენ ცდებით. 1920 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მასაჩუსეტში, მეტად უცნაური სახლი აშენდა. მისი კედლები, ჭერი და იატაკი არც მეტი, არც ნაკლები ქაღალდისგანაა დამზადებული. ეს ყველაფერი არაა. ავეჯის, პიანინოსა და უძველესი საათის ჩათვლით აქ ყველაფერი ქაღალდისაა. სახლის კონსტრუქცია და საძირკველი ხისგან არის გაკეთებული. კედლები კი დამზადებულია გაზეთის ფენებისაგან, რომლებიც ერთმანეთზე დაწებებული და დალაქულია. ეს სახლს გარედან წყალგაუმტარს ხდის.

წყარო: amusingplanet.com
წყარო: amusingplanet.com

ელის სტენმანი, რომლის სახელი ამ სახლის აშენებას უკავშირდება, ინჟინერი და გამომგონებელი იყო. მან მშენებლობა 1922 წელს დაიწყო და სულ რაღაც ორ წელიწადში დაამთავრა კიდეც. სახლი მუზეუმად 1930 წელს გადაკეთდა. ამჟამად მის შიდა ნაწილს ლაქს აღარ უსვამენ, რადგან ეს ქაღალდს უფრო მუქს ხდის. სხვა შემთხვევაში კი გაზეთის კითხვა კვლავ არის შესაძლებელი. სტენმანმა ამ სახლში 6 წელი გაატარა, შესაბამისად ავეჯიც მისივე ხელით არის გაკეთებული. ეს უკანასკნელი პატარა ქაღალდის „მორებისგანაა“ დამზადებული. ისინი დაახლოებით რამდენიმე სანტიმეტრის სისქისაა და თითოეული მათგანი სხვადასხვა ზომისაა. შემდგომ ისინი ერთმანეთზე დაწებებული ან მილურსმნულია. ქაღალდის სახლის მშენებლობის დროს, სტენმანმა მის მიერ მომზადებული წებო გამოიყენა. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ფქვილისა და წყლის ნარევი. იმისათვის რომ ეს ნარევი წებოვანი გაეხადა, მან მასში ვაშლის ქერქები ჩაამატა. როგორც ჩანს, ამ წებომ მართლაც გაამართლა და 90 წლის შემდეგ ავეჯი კვლავ ინარჩუნებს სიმძიმესა თუ ფუნქციას. ამ ისედაც ორიგინალურ სახლში ყველაზე უცნაურ და საინტერესო ნამუშევრად ქაღალდის საათი მოგეჩვენებათ. ის დამზადებულია 48 ცალი გაზეთისგან, თითოეული მათგანი ამერიკის თითოეულ შტატს ეკუთვნის. რადგანაც საათი მეოცე საუკუნის 30-იან წლებშია დამზადებული, ამ ყველაფერს ალასკა და ჰავაი აკლია.

წყარო: housekaboodle.com
წყარო: housekaboodle.com
წყარო: amusingplanet.com
წყარო: amusingplanet.com

ქაღალდის სახლს აივანი შედარებით გვიან გაუკეთეს. ამის მთავარი მიზეზი სახლის კედლების დაზიანებისგან დაცვა იყო. მაგიდაზე და სკამზე რვაკუთხედის ფორმა და პატერნი 4-ჯერ მეორდება გრძელ მერხზე. განსაკუთრებით კარგად ჩანს სხვადასხვა ზომის ქაღალდის გადახვეული მორები ბუხარზეც. ქაღალდის სახლი ეკო-მეგობრული ცხოვრების სტილის მონუმენტია, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ აშენდა, როცა თავად ტერმინიც კი არ არსებობდა. სტენმენისთვის ეს მშენებლობა ჰობი იყო. ალბათ მას არც კი წარმოედგინა, რომ სახლი თითქმის საუკუნეს გაძლებდა და ტურისტულ ატრაქციადაც კი იქცეოდა.

წყარო: amusingplanet.com
წყარო: amusingplanet.com
წყარო: bararch.com
წყარო: bararch.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

სტეფანო ბოერის მწვანე არქიტექტურა და „ვერტიკალური ტყე“, როგორც მდგრადი და ინოვაციური პროექტი

ვერტიკალური ტყე მდგრადი საცხოვრებელი შენობის მოდელია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს პროექტი დედაქალაქებში ტყის მასივების აღდგენას ემსახურება.

134
ნახე მეტი
არქიტექტურა

მოდულური სახლები - ახალი სიტყვა არქიტექტურასა და დიზაინში

კომპანია Cube Haus-ი არქიტექტორულ კომპანიებს დიზაინერული და ამავდროულად ხელმისაწვდომი სახლების დაპროექტებას სთავაზობს.

117
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]