არქიტექტურა

ორიგინალური და უნიკალური დიზაინის მქონე ეკომეგობრული შენობები 21-ე საუკუნეში

21-ე საუკუნის არქიტექტურულ სამყაროში მდგრადი დიზაინი უფრო მკვეთრად იკიდებს ფეხს. ეკომეგობრული შენობები უახლოვდება ბუნებას, ზოგავს ელექტროერგოენერგიასა და გადაამუშავებს ნაგავს.

217

21-ე საუკუნის არქიტექტურულ სამყაროში მდგრადი დიზაინი უფრო მკვეთრად იკიდებს ფეხს. ეკომეგობრული შენობები უახლოვდება ბუნებას, ზოგავს ელექტროერგოენერგიასა და გადაამუშავებს ნაგავს. გლობალური დათბობისა და ეკოლოგიური კატასატროფების მოლოდინში, მსგავსი შენობები საჭირო და დროულია. სინგაპურში მდებარე ნაიანის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, 2015 წელს, ეკომეგობრული კამპუსის შენობა წარმოადგინა. 8-სართულიან ნაგებობას 12 კონუსის ფორმის კოშკი აქვს. ეს უკანაკსნელი კი მოიცავს ბუნებრივი ფოთლების დიზაინს, შიდა ვერტიკალურ გამწვანებასა და სახურავზე განლაგებულ ტერასებს. დიზაინი დიდი ბრიტანული არქიტექტურული ფირმის, „Heatherwick Studio“-ს, მიერ არის შემუშავებული. საკმაოდ ორიგინალური, გარდამავალი ფორმის მეშვეობით ზედა სართულებს შესაძლებლობა აქვთ ქვედა სართულები დაჩრდილონ. შენობას ასევე უნიკალური საივენტილაციო სისტემა აქვს, რომელიც ჰაერის განაწილებისთვის კონდიციონერსა თუ ვენტილიატორს არ მოითხოვს. ბუნებრივი ვენტილაცია მოძრაობს დერეფნების, კიბეების და ლიფტების გავლით. შენობის სხვა ეკომეგობრული უპირატესობებია: ენერგოეფექტური მსუბუქი და მოძრავი სენსორები, რომლებიც საკლასო ოთახებში, საპირფარეშოებსა და კიბეებზეა დამონტაჟებული. ისინი სტუდენტებსა და ლექტორებს მოქნილ განათებას სთავაზობს. 56 საკლასო ოთახი ჭკვიანი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი და მოიცავს ელექტრონულ თეთრ დაფებს, მრავალჯერად LCD ეკრანებს, უკაბელო საკომუნიკაციო საშუალებებს, მოქნილ, კომბინირებულ სავარძლებს, რომლებიც მცირე ჯგუფური დისკუსიებისთვის გამოიყენება.

წყარო: www.delightfull.eu
წყარო: www.delightfull.eu
წყარო: www.asiagreenbuildings.com
წყარო: www.asiagreenbuildings.com

შემდეგი ეკომეგობრული შენობა კი ავსტრალიაში მდებარეობს. პიქსელის 4-სართულიანი ნაგებობა „მომავლის ოფისის“ პროტოტიპია და დეველოპერულ ჯგუფს „Grocon”-ს ეკუთვნის. შენობა მართლაც რომ ენერგოფექტურია. დიზაინს ფაადი გადამუშავებული ფერადი პანელებისგან არის შექმნილი, რომლებიც ვიბრირებს. ეს კი ამ არქიტექტურულ მშვენებს ინდივიდუალურობასაც სძენს და მეზობელი სტრუქტურებისგან განასხვავებს. შენობა აგროვებს თავისივე წყალს და გარდაქმნის მას ენერგიად. ამ პროექტმა „მწვანე ვარსკვლავის“ შეფასების სისტემით 100 ქულა და ექსტრა 5 ქულა მიიღო იმის გამო, რომ ის ნახშირბად-ნეიტრალურია და ვაკუუმ ტუალეტის სისტემას მოიცავს. პიქსელის შენობას სახურავიც საკმაოდ ორიგინალური აქვს: აქ დარგულია ადგილობრივი მცენარეები, რომლებიდანაც მოსავალსაც იღებენ და წვიმის წვეთებსაც აგროვებენ. ენერგოეფექტური დიზაინი მოიცავს ორმაგ დამინულ ფაჯრებს, დღის შუქი და ნატურალური ვენტილაცია ენერგიას ზოგავს. მზის პანელები და ვერტიკალური ქარის ტურბინები კი შენობისთვის საკმარის ენერგიას წარმოქმნის.

წყარო: www.delightfull.eu
წყარო: www.delightfull.eu
წყარო: www.inhabitat.com
წყარო: www.inhabitat.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ანტონიო გაუდის განსაკუთრებული შემოქმედება - არქიტექტორი, რომელმაც დროს გაუსწრო

გაუდი ყველა იმ ადამიანისთვის არის ინსპირაციის წყარო, ვისაც სივრცე აინტერესებს, საკუთარი თავის გამოხატვა სურს და ადამიანის მომავალს რწმენით უყურებს.

1523
ნახე მეტი
არქიტექტურა

როგორია მოხუცებისთვის განკუთვნილი მზრუნველობის სახლების არქიტექტურა და დიზაინი?

საპენსიო ასაკის მქონე პირებისთვის განკუთვნილი სახლების არქიტექტურა დიდ მნიშვნელობას იძენს.

206
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]