ექსტერიერი

ნიუ-იორკის გამორჩეული სადღესასწაულო ადგილები

ახალი წლის პერიოდში ნიუ-იორკი ჯადოსნურ ადგილად იქცევა, რომელიც უამრავ ადამიანს იზიდავს თავისი მშვენიერი განათებებით, საშობაო ბაზრობებით, გაფორმებებით, ინსტალაციებით და ღონისძიბებით.

115

საშობაო-საახალწლო სამზადისით ნიუ-იორკი ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა, დიდი ქალაქებს შორის და სწორედ ამიტომ, დღეს მეგაპოლიsში მოწყობილ სხვადასხვა, ჯადოსნურ ადგილებს განვიხილავთ.

რა თქმა უნდა, ნიუ-იორკზე საუბრისას პირველ რიგში როკფელერის ცენტრში დადგმულ უმშვენიერესი ნაძვის ხე უნდა ავღნიშნოთ, რომელიც უკვე ათწლეულებია სადღესასწაულოდ ამშვენებს ქალაქს. წელს ნაძვის ხის მორთულობას სვაროვსკის უმშვენიერესი ვარსკვლავი დაემატა, რომელიც სამი მილიონ სვაროვსკის კრისტალისგან შედგება. წელს ის 28 ნოემბერს აანთეს და ამ პროცესს ათასობით ადამიანი ესწრებოდა. ნაძვის ხის განათების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ ამ ყველაფერს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები აფორმებენ.

წყარო: /www.pinterest.com
წყარო: /www.pinterest.com

მათთვის, ვისაც უნიკალური ნივთები, სუვენირები, საჩუქრები იზიდავთ, ნიუ-იორკის საშობაო ბაზრობა ნამდვილ სამოთხედ შეიძლება ჩაითვალოს. მაგალითად, ბრაიანტ პარკის ზამთრის სოფელი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საშობაო მარკეტია. ასამდე ფარდული დამთვალიერებელს სთავაზობს: ზამთრის ტანსაცმელს, ქუდებს, თბილ სვიტრებს, სამკაულებს, ადგილობრივ კერძებს, დეკორატიულ ნივთებს, ცხელ სასმელებსა და მხიარულ ატმოსფეროს. რა თქმა უნდა ციგურებით სრიალი ნიუ-იორკელების საყვარელი ზამთრის ჰობია და შობა ახალი წელი მის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაც, ეს პარკი ასევე მოიცავს საციგურაო მოედანს, რომელიც პარკის ცენტრშია დაინსტალირებული. ამ საციგურაო მოედანზე შესვლა სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. მოზრდილი, ბავშვი და შინაური ცხოველიც კი აქ აუცილებლად იპოვის თავის საყვარელ ადგილს. იუნიონ მოედნის საშობაო ბაზრობაზე კი ეკო-მეგობრულ ნივთებს წააწყდებით. წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში გამართული ზამთრის მარკეტი კი ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება ნიუ-იორკში.

წყარო: /www.pinterest.com
წყარო: /www.pinterest.com

შთამბეჭდავი სანახაობაა Dyker Heights -ზეც, სადაც საშობაო განათებების ყველაზე თვალისმომჭრელი ასორტიმენტი შეგიძლიათ იხილოთ. ამ ადგილს საპატიოდ უჭირავს ბრუკლინის ყველაზე მიმზიდველი ატრაქციის წოდება და ის უამრავ ადმიანს იზიდავს თავისი განათებებით, სანტების, ირმების ფიგურებით და მგალობეთა გუნდებით. როდესაც ამ ადგილას მოხვდებით თავს ნამდვილად ზღაპრულ კინოში იგრძნობთ და ამ დიდ ქუჩაზე უსასრულოდ მოგინდებათ ხეტიალი.

ახალი წელი ნიუ-იორკში კი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თაიმს სქვერზე დგება. მილიონობით ადამიანი საათობით ერთი მიზნისთვის დგას: უყუროს ბურთის ვარდნის პროცესს. ეს ტრადიცია 100 წელს ითვლის. პირველად ის 1904 წელს გაიმართა, თუმცა ბურთის ნაცვლად 200 000 ადამიანი ფოიერვერკებს ადევნებდა თვალყურს. რამდენიმე წლის შემდეგ კი ნიუ-იორკ ტაიმსის გამომცემელმა ადოლფ ოხსმა უფრო მეტად მოინდომა და უკვე 1907 წლის 31 დეკემბერს ტაიმს-სქვერზე ხისგან და რკინისგან კონსტრუირებული ბურთის ვარდნის პროცესი გაიმართა.

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

საინტერესო რჩევები, თუ როგორ უნდა შემოვღობოთ ყვავილნარი

ყვავილნარის შემოღობვა ლანდშაფტური დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომლის მომზადება ნებისმიერი ხელნაკეთი თუ მზა მასალისგან არის შესაძლებელია.

94
ნახე მეტი
ექსტერიერი

როგორ შევარჩიოთ ყვავილები მრავალფეროვანი ბაღისთვის?

ვისთვისაც საკუთარ ეზოში მუშაობა სიამოვნებაა კარგად იცის, რომ ლამაზი და შთამბეჭდავი გარემოს შესაქმნელად, შრომასთან ერთად გარკვეული ცოდნაცაა საჭირო.

144
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]