საცხოვრებელი გარემო

მწვანე ტრანსპორტის გამოყენება, როგორც ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა

დედამიწაზე გამოყოფილი სათბური გაზების 75% ავტოტრანსპორტს უკავშირდება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს მზარდი ტენდენცია მომავალში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.

637

სატრანსპორტო რევოლუციამ მთლიანად შეცვალა თანამედროვე ადამიანის ცხოვრება. ყველაფერი უფრო სწრაფი, მარტივად ათვისებადი და ხელმისაწვდომი გახდა. რა თქმა უნდა, დღევანდელი ცხოვრება ტრანსპორტის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა თანამედროვე ტრანსპორტის დადებით მხარეებთან ერთად არსებობს მთელი რიგი უარყოფითი მხარეები, რომლებიც უამრავ პრობლემას ქმნის. სათბურის ეფექტი, გლობალური დათბობა, გარემოს დეგრადაცია, ჯანმრთელობის გაუარესება და ა.შ. ეს პრობლემების ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი იწვევს.

სატრანსპორტო რევოლუციამ მთლიანად შეცვალა თანამედროვე ადამიანის ცხოვრება. ყველაფერი უფრო სწრაფი, მარტივად ათვისებადი და ხელმისაწვდომი გახდა. რა თქმა უნდა, დღევანდელი ცხოვრება ტრანსპორტის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა თანამედროვე ტრანსპორტის დადებით მხარეებთან ერთად არსებობს მთელი რიგი უარყოფითი მხარეები, რომლებიც უამრავ პრობლემას ქმნის. სათბურის ეფექტი, გლობალური დათბობა, გარემოს დეგრადაცია, ჯანმრთელობის გაუარესება და ა.შ. ეს პრობლემების ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი იწვევს.

წყარო: seoclerk.com
წყარო: seoclerk.com

საინტერესოა ისიც, რომ დედამიწაზე გამოყოფილი სათბური გაზების 75% ავტოტრანსპორტს უკავშირდება და რაც ყველაზე სამწუხაროა ეს მზარდი ტენდენცია მომავალში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი გავიაზროთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისება და საწვავზე მომუშავე ტრასპორტის შემცირება. მწვანე ტრანსპორტი არ გამოყოფს მავნე ტოქსინებსა და გაზებს, არის ეკოლოგიურად მეგობრული და დადებითად მოქმედებს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე. განვითარებულ ქვეყნებში უკვე აქტუალურად მიმდინარეობს მწვანე ტრანსპორტის წახალისება და მათი გამოყენება. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ყოველდღიურად იხვეწება და ვითარდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. დრეს უკვე არსებობს ინოვაციური, მწვანე ტრანსპორტი, რომელიც იყენებს ისეთ განახლებად ენერგიებს, როგორიცაა ქარი, მზის ენერგია, ბიო საწვავი და ჰიდრო ელექტროენერგია.

წყარო: yearbook.taipei
წყარო: yearbook.taipei

რა თქმა უნდა სასიამოვნოა ყოველდღიურად საკუთარი ავტომობილით გადაადგილება, თუმცა რეალურად არაა აუცილებელი ყოველდღე თქვენი ავტომობილით იმგზავროთ. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იამზე, თუ რამხელა ზიანს ვაყენებთ ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოს და საკუთარ ჯანმრთელობას, მხოლოდ იმიტომ, რომ კომფორტულად ვიმგზავროთ. იმისათვის, რომ ჯანსაღი გარემო შევქმნათ უდნა გვქონდეს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით მგზავრობა, საკმაოდ კომფორტული და მარტივია და მისი წყალობით არც, ისე პატარა მანძილის დაფარვაა შესაძლებელი. ჩაანაცვლეთ საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი ველოსიპედით, რომელიც საშუალოებსა მოგცემთ ყოველთვის შეინარჩუნოთ ფორმა და იყოთ ჯანმრთელნი. თუ ველოსიპედით სიარული გირთულდებათ, შეგიძლიათ ელექტრო ველოსიპედი სცადოთ, რომლის ასამუშავებლად მხოლოდ ელექტრო ენერგიაა საჭირო. ეკოლოგიურად მეგობრულ ტრანსპორტად ასევე ითვლება ელექტრო მოტოციკლეტი, მანქანა, მატარებელი რომლებიც საუკეთესოა სწრაფი გადაადგილებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიებს წყალობით დღეს სულ უფრო დახვეწილი მოდელებია შექმნილი იმისათვის, რომ მწვანე ტრანსპორტით გადაადგილება მარტივი და კომფორტული გახდეს.

წყარო: tennessean.com
წყარო: tennessean.com

საკუთარ ჯანმრთელობასა და იმ გარემოზე ზრუნვა, რომელშიც ჩვენ და ჩვენი მომავალი თაობა იცხოვრებს, საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენება დავიწყოთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნაც, რომელშიც მარტივად შეგვეძლება ეკო ტრანსპორტის გამოყენება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ გარემოზე და ერთობლივი ძალებით დავნერგოთ მწვანე ტრანსპორტი უკეთესი მომავლისთვის.

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

დაბინძურება და ეკოლოგიური საფრთხე რომელიც უკვე დადგა

ადამიანი არ არსებობს საცხოვრებელი გარემოს გარეშე. სწორედ ეს გარემო განაპირობებს ჩვენს ხასიათს, მსოფლმხედველობას, ტრადიციასა და გემოვნებას.

528
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

უსაფრთხოების მნიშვნელობა საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას

დღეს, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქში ცხოვრობს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

507
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]