დეკორაცია

მწვანე არქიტექტურა - პასუხი თანამედროვე ეკოლოგიურ გამოწვევებზე

მწვანე არქიტექტურა, ან დიზაინი არის კონცეპტუალური მიდგომა მშენებლობების მიმართ, რომელიც ამცირებს სამშენებლო პროექტების განხორციელების დროს გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას

93

მწვანე არქიტექტურა, ან დიზაინი არის კონცეპტუალური მიდგომა მშენებლობების მიმართ, რომელიც ამცირებს სამშენებლო პროექტების განხორციელების დროს გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. მწვანე არქიტექტორი ან დიზაინერი თავისი საქმიანობით ცდილობს დაიცვას ჰაერი, წყალი და დედამიწა ეკო-მეგობრული სამშენებლო მასალების და სამშენებლო პრაქტიკის არჩევით.

ეკოლოგიური, იგივე მწვანე არქიტექტურა მიმდინარე მწვავე ეკონომიური, პოლიტიკური და გარემოს დაბინძურების პრობლემების გამოძახილი იყო. ვრცელი გაგებით, ეკოლოგიური არქიტექტურის მიზანი შენობების, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანაა მასში გამოყენებული მასალების, ენერგიისა და დამუშავების ადგილის ეფექტურობის გაზრდით. ენერგიის ეფექტურობა შენობის მთელი ცხოვრების ციკლის განმავლობაში ეკოლოგიური არქიტექტურის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. მწვანე არქიტექტურის უმაღლესი მიზანი არის ის რომ იყოს სრულიად მდგრადი. არქიტექტორები მრავალ განსხვავებულ ტექნიკას იყენებენ შენობის ენერგიის მოხმარების საჭიროების შესამცირებლად და მისი საკუთარი ენერგიის გამომუშავების ან შენარჩუნებისთვის. ზოგიერთი არქიტექტორი, მაგალითად გლენ მურკუტის 1984 წლის „მაგნი ჰაუსი“ წლების განმავლობაში იყო მწვანე დიზაინის წარმატებული ექსპერიმენტული ნიმუში.

Stefanoboeriarchitetti.net
Stefanoboeriarchitetti.net

 რა თქმა უნდა, მწვანე შენობებს აქვთ თავისი დამახასიათებელი ფუნქციური ნიშნები: 

  • სავენტილაციო სისტემა, ეფექტური გათბობისა და გაგრილებისთვის.
  • ენერგო ეფექტური განათება და ტექნიკა.
  • წყლის დამზოგავი სანტექნიკა.
  • ადგილობრივ მცენარეებთან მაქსიმალურად ახლოს მყოფი ლანდშაფტური არქიტექტურა და მზის ენერგიის მაქსიმალურად გამოყენება.
  • მინიმალური ზიანი ბუნებრივ ჰაბიტატზე.
  • ალტერნატიული განახლებადი ენერგიის გამოყენება, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
  • შიგნით და გარეთ არატოქსიკური და არასინთეტიკური მასალების გამოყენება.
  • ადგილობრივად მოპოვებული ქვისა და ხის მასალის გამოყენება, რათა მოხდეს გრძელვადიანი ტრანსპორტირების აღმოფხვრა.
  • ძველი შენობა-ნაგებობების ადაპტირება და გამოყენება.
  • გადამუშავებული არქიტექტურული ნარჩენების გამოყენება.
  • სივრცის ეფექტური გამოყენება.
  • ოპტიმალური ადგილმდებარეობის შერჩევა, სადაც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მზის სინათლე.
Stefanoboeriarchitetti.net
Stefanoboeriarchitetti.net

რასაკვირველია, არ არის უცილებელი ნებისმიერი მწვანე შენობა სრულიად იყოს ამ ფუნქციების მატარებელი. მაგალითად, არ არის აუცილებელი მსგავს ეკო შენობებს მწვანე სახურავი ქონდეთ იმისათვის, რომ მწვანე ნაგებობის სტატუსი მიიღონ, თუმცა იტალიელმა არქიტექტორმა რენცო პიანომ არამხოლოდ შექნა მწვანე სახურავი არამედ, კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის შენობაში შიდა იზოლაციისთვის გადამუშავებული ლურჯი ჯინსი გამოიყენა. არც ვერტიკალური ბაღის ან, მწვანე კედლის არსებობა წარმოადგენს აუცილებლობას თუმცა, ფრანგმა არქიტექტორმა ჟან ნუველმა წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარა თავის პროექტში (One Cetral Park) ამ კონცეფციის განსახორციელებლად.

Stefanoboeriarchitetti.net
Stefanoboeriarchitetti.net

მწვანე არქიტექტურაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სტეფანო ბოერი და მისი არქიტექტურული ნამუშევარი. „ვერტიკალური ტყე“ მდგრადი საცხოვრებელი შენობის მოდელია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს პროექტი დედაქალაქებში ტყის მასივების აღდგენას ემსახურება. მისი დახმარებით, ბუნების რეგენერაცია და ურბანული ბიომრავალფეროვნების მიღწევა ქალაქის ტერიტორიის ზედმეტი გაფართოების გარეშე ხდება. ვერტიკალური ტყის პირველი მაგალითი მილანის ცენტრში გვხვდება. მისი დიზაინი “ბოერი” სტუდიოს ეკუთვნის. უფრო ზუსტად კი ის დაპროექტებულ იქნა სტეფანო ბოერის, ჯიანანდრეა ბარეჩას და ჯიოვანი ლა ვარას მიერ. მის შექმნაში მონაწილეობა ბოტანიკოსებმაც და მებაღეებმაც მიიღეს. ვერტიკალური ტყე ორ საცხოვრებელ ადგილს მოიცავს, რომელთა სიმაღლე 110 და 76 მეტრია. აქ დაახლოებით 900 ხეს შეხვდებით. მათი სიმაღლე 3-დან 9 მეტრამდე მერყეობს. ასევე, მილანის ვერტიკალური ტყე 20 000 მცენარეს იტევს. ბრტყელ სიბრტყეზე ის 7 000 კვადრატული მეტრის ეკვივალენტურია. ტყის მცენარეული სისტემა ხელს უწობს ჟანგბადის წარმოქმნას, მტვრის ნაწილაკებისა და CO2-ის შესრუტვას. ვერტიკალური ტყე ზრდის ბიომრავალფეროვნებას. ის ქალაქის ეკოსისტემას სხვადასხვა სახის მცენარეებით ამდიდრებს. ვერტიკალური ტყეების რაოდენობა ბუნებრივ დერეფნებს ქმნის, რომლებიც ქალაქის მთავარ პარკს, მწვანე საფარს და ბაღებს ახალ სიცოცხლეს აძლევს.

ჩვენ გირჩევთ

დეკორაცია

შექმენით შთამბეჭდავი გარემო მარტივად - დეკორირების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში

ზოგიერთ ჩვენგანს, რედეკორირებისა თუ რემონტის დროს თავში უამრავი ახალი იდეა ებადება, რომლის განხორციელებაც სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

85
ნახე მეტი
დეკორაცია

რა უნდა ვიცოდეთ ჭაღების არჩევისას?

განათების უამრავი ფორმა და ფუნქციური დანიშნულება არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ყველაზე მოსახერხებელი და ხშირად გამოყენებადი ჭაღებია.

63
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]