ექსტერიერი

მსოფლიო ბაღების კულტურა და ბაღი, როგორც ცხოვრების სტილის გამოხატულება

ბაღების გაშენება ძველის სამყაროდან იღებს სათავეს და ის თითქმის ყველა კულტურას ახასიათებს.

229

ბაღი ურბანული პარკისგან განსხვავებული სივრცეა. საერთო, სოციალური ურბანული პარკისგან განსხვავებით, ის ინდივიდუალური გემოვნებითა და კერძო შემთხვევების წყალობითაა დაგეგმარებული. ბაღი სივრცეს არ ერგება პირიქით, იგი იყენებს სივრცეს რაიმე კონკრეტულის წარმოსაჩენად, იქნება ეს ლანდშაფტის რაიმე თავისებურება, თუ ფუნქცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაღი სივრცის ინდივიდუალურ, სიმბოლურ გარდაქმნას ემსახურება.

ბაღი ურბანული პარკისგან განსხვავებული სივრცეა. საერთო, სოციალური ურბანული პარკისგან განსხვავებით, ის ინდივიდუალური გემოვნებითა და კერძო შემთხვევების წყალობითაა დაგეგმარებული. ბაღი სივრცეს არ ერგება პირიქით, იგი იყენებს სივრცეს რაიმე კონკრეტულის წარმოსაჩენად, იქნება ეს ლანდშაფტის რაიმე თავისებურება, თუ ფუნქცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაღი სივრცის ინდივიდუალურ, სიმბოლურ გარდაქმნას ემსახურება.

წყარო: Jinchag Garden in Wuxi
წყარო: Jinchag Garden in Wuxi

ბაღების გაშენება ძველის სამყაროდან იღებს სათავეს და ის თითქმის ყველა კულტურას ახასიათებს. ზოგადად, ნატურალურის სიმულაციას ძველ დროში საკრალური დატვირთვა ჰქონდა და სხვადასხვა ქვეყანაში მას ტრადიციის, ფილოსოფიისა და ცხოვრების სტილის გამოსახატად იყენებდნენ. სწორედ ასეთი, მოწესრიგებული ბაღებია დღევანდელი ურბანული სივრცეებისა და ლანდშაფტის დიზაინის არსებობის წინაპირობა. ასეთი სივრცეები ერთმანეთისგან ფუნქციის, დიზაინის, ლანდშაფტისა და კულტურის მიხედვით განსხვავდებიან.

ჩინური ბაღი

ჩინეთში ბუნების მინიატურული ასლის შექმნის კულტურა 3000 წლის წინ გაჩნდა. სწორედ მათი ტრადიციისგან განვითარდა იაპონური ბაღებიც. ჩინური ბაღის მთავარი იდეაა აჩვენოს მცირე მასშტაბიანი, სიმბოლური სივრცე, სადაც ასახულია როგორი უნდა იყოს კაცისა და ბუნების იდეალური ურთიერთობა. უცნაურია, რომ სამი ათასი წლის წინ ბუნებასთან ჰარმონიულ თანაარსებობაზე ფიქრობდნენ. არა მხოლოდ ფიქრობდნენ, მოახერხეს კიდეც ამ იდეის განხორციელება. იაპონური ბაღების მსგავსად, ძირითადი ელემენტები აქაც დიდი ბუნების სიმბოლოებია. კომპოზიციის ცენტრალური ნაწილები წყლის სარკე, ლოდები, მოკირწყლული ან კენჭებიანი ბილიკები და ზიგზაგური, გალერეებია. ტიპური ჩინური ბაღი კედლებითაა შემოსაზღვრული. ამ კულტურაში ყველა ადამიანს საკუთარი, ინტიმური სივრცე აქვს. ამას ადასტურებს ისიც, რომ განსხვავდებოდა იმპერატორის, პოეტის, მებრძოლისა და ვაჭრის ბაღები. თუ გნებავთ, რომ საკუთარ ბაღში ზენის სივრცე მოაწყოთ: იაპონური ან ჩინური განწყობა შეიტანოთ, მნიშვნელოვანია, რომ შექმნათ ზუსტი ქაოსი და მხოლოდ თქვენთვის მოწყობილ, ინტიმურ სივრცეზე იფიქროთ.

ფრანგული ბაღი

აღმოსავლური კულტურისგან განსხვავებით, ფრანგები ბაღებს ბუნებრივ, ინტიმურ სივრცედ არ აღიქვამენ. საფრანგეთში გვხვდება ფორმალური და ლანდშაფტური ბაღის სახეობები. ამ ტიპის გამწვანება თითქოს ცდილობს ბუნებაში ადამიანური წესრიგი და ძალაუფლება შეიტანოს: მკაცრადაა ხაზგასმული, რომ ბაღის პატრონი ადამიანია და ის დომინანტი არსებაა. „წესრიგი“ ბუნებაში სიმეტრიითა და გეომეტრიული გეგმით შექონდათ. საინტერესოა კიდევ ერთი კულტურული განსხვავება: ფრანგული ბაღის მთლიანი კომპოზიცია იმისთვის იყო შექმნილი, რომ დიდებულებს იგი ძირითადად ტერასიდან, ანუ სიმაღლიდან დაენახათ და სიმეტრიული ფორმები აღექვათ. მაშინ, როცა იაპონური და ჩინური ბაღების „დათვალიერება“ სავალი ბილიკებიდან ხდებოდა. ასე რომ, თუ რევოლუციამდელი საფრანგეთი გიტაცებთ, ან უბრალოდ ასეთი ესთეტიკა მოგწონთ, სიმეტრიულად დარგეთ კარგად გასხლული ხეები და ყვავილები, გამოიყენეთ ორნამენტული გეგმარება და ხაზი გაუსვით იმას, რომ ადამიანი ბუნებრივ ესთეტიკაზე მაღლა დგას.

წყარო: Garden of Versailles - Paris
წყარო: Garden of Versailles - Paris

ინგლისური ბაღები

ინგლისური ბაღი თამამად შეიძლება ჩაითვალოს დღევანდელი ურბანული პარკების წინაპრად. ფრანგული სიმეტრიული ნარგავების გაშენება სწორედ ამ „სტილმა“ ჩაანაცვლა ევროპაში. ინგლისური ბაღი ბუნების გაიდეალებას ემსახურება - იგი ლანდშაფტის ერთ, იდეალურ მონაკვეთს წარმოადგენს, სადაც ადამიანი არ ერევა, მისი ფუნქცია მხოლოდ სეირნობა და აღფრთოვანებაა. ინგლისურ ბაღებში ხშირია მცირე, „ჩაკარგული“ არქიტექტურული ფორმები. პატარა გალერეა ან როტონდა, რომელიც ძალდაუტანებლად ერწყმის ბუნებას.

წყარო: Stowe Garden – New Inn
წყარო: Stowe Garden – New Inn

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

როგორ გავალამაზოთ ბაღი საშემოდგომო დეკორით?

გადავწყვიტეთ დღეს შთამბეჭდავ საშემოდგომო დეკორაციებზე გესაუბროთ და ბაღის მოწყობის, რამდენიმე საინტერესო რჩევა გაგიზიაროთ.

83
ნახე მეტი
ექსტერიერი

ბუნების დაბრუნება საცხოვრებელ ფართში - ტერასების, აივნებისა და სახურავების გამწვანება

რადგან ადამიანისთვის ბუნებასთან ყოველდღიური კონტაქტი აუცილებელია, შეგიძლიათ ჯანსაღი გარემო სახლშივე შეიქმნათ...

173
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]