არქიტექტურა

მოდულური სახლები - ახალი სიტყვა არქიტექტურასა და დიზაინში

კომპანია Cube Haus-ი არქიტექტორულ კომპანიებს დიზაინერული და ამავდროულად ხელმისაწვდომი სახლების დაპროექტებას სთავაზობს.

117

მაშინ, როდესაც საბინაო დეფიციტი და უმსხვილესი უძრავი ქონების ბაზარი განიხილავს ისეთი ოცნების ასრულებას, როგორიც დიზაინერული საცხოვრებელი ფართის ფლობას გულისხმობს, ლონდონის დეველოპერული კომპანია Cube Haus-ი არქიტექტორულ კომპანიებს დიზაინერული და ამავდროულად ხელმისაწვდომი სახლების დაპროექტებას სთავაზობს. სტარტაპს გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მთავარი მიზანი მოდულური სახლებისთვის, მაღალი ღირებულების შეძენა და მათი გონივრულ ფასად შექმნაა.

 

მაშინ, როდესაც საბინაო დეფიციტი და უმსხვილესი უძრავი ქონების ბაზარი განიხილავს ისეთი ოცნების ასრულებას, როგორიც დიზაინერული საცხოვრებელი ფართის ფლობას გულისხმობს, ლონდონის დეველოპერული კომპანია Cube Haus-ი არქიტექტორულ კომპანიებს დიზაინერული და ამავდროულად ხელმისაწვდომი სახლების დაპროექტებას სთავაზობს. სტარტაპს გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მთავარი მიზანი მოდულური სახლებისთვის, მაღალი ღირებულების შეძენა და მათი გონივრულ ფასად შექმნაა.

 

მოდულური შენობები ეს არის ნაგებობები, რომლებიც ქარხნული მოდულებისგან- ერთი, ან რამდენიმე მოდულისგან (ძირითადად ბლოკის ასაწყობი კონტეინერებისგან) შედგება. მოდულური შენობები დროებითი სტრუქტურებია, რომლებიც შეიძლება დამონტაჟდეს საძირკველის გარეშე (ძირითადად სამ სართულამდე), მათი დაშლა და გადაადგილება მარტივადაა შესაძლებელი. მოდულები მზადდება ინდივიდუალურად, ყველანაირი კლიმატური პირობების გათვალისწინებით. აკმაყოფილებენ სანიტარულ, სახანძრო მოთხოვნებს. აქვთ გათბობისა და საჰაერო სისტემა, სანტექნიკა და ელექტრო მოწყობილობა.

სწორედ ამიტომ, ასაწყობი სახლები სულ უფრო ტრენდული გადაწყვეტაა თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარზე. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ასაწყობი კონსტრუქციები მხოლოდ ალგორითმით შეიძლება შეიქმნას. ქიუბ ჰაუსის დაკვეთით კი, რამდენიმე არქიტექტურულმა კომპანიამ ბრიტანეთიდან გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფერს შემოქმედებითად მიუდგენ. Cube Haus - ის ამოცანაა საკუთრების განვითარება და ამით საბინაო ბაზრისთვის ბიძგის მიცემა. ისინი თანამშრომლობენ ისეთ არქიტექტორებთან, როგორებიც არიან დევიდ ადჯეიე, ფაიე ტუგუდი, კარლ ტერნერი და სკინ კატლინგ დე ლა პენია.

თითოეულმა დიზაინერმა შექმნა მოდულური პროტოტიპი 45, ან მეტი კვადრატული მეტრზე, რომლებიც სტრუქტურულად საკმარისად მოქნილნი არიან, რათა გამარტივდეს ორიენტაცია ისეთ უნიკალურ დავალებებზე, რომლებიც მცირე ზომის ფართების, ბაღების თუ სახურავების მშენებლობისას შეიძლება წარმოიშვას. მიუხედავად იმისა, რომ მიდგომები განსხვავდებოდა მოდულურ სახლებს ექნებათ საერთო სტრუქტურული ელემენტები და მშენებლობის მეთოდები. ყველაფერი, განსაკუთრებით კი ჯვარედინი ლამინირებული ხე-ტყის და სხვა მდგრადი მასალები, რომელიც მშენებლობაში გამოიყენება, წარმოებული იქნება ქარხნებში, დიდ ბრიტანეთში.

Cube Haus-ი გეგმავს ამ სახლების 700 000-800 000 ფუნტი სტერლინგის ფარგლებში გაყიდვას. რა თქმა უნდა, ეს ფასი ბევრისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომად ითვლება, თუმცა Cube Haus-ის დამფუძნებელი ფილიპ ბუენო დე მესქუიტას თქმით, სახლები ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ახალ სახლს ამ ფასის ფარგლებში ეძებს, თუმცა კერძო არქიტექტურულ ფირმის დაქირავებაზე არ ფიქრობს, მითუმეტეს ისეთი პრესტიჟული ფირმებისა და არქიტექტორების, როგორიც ზემოთ ჩამოთვლილნი არიან. ახლა დეველოპერული კომპანიის მთავარი გეგმაა, ხუთი ასეთი სახლი ლონდონის მახლობელ ტერიტორიებსა და უნებში განთავსდეს. პროცესის დაჩქარებისთვის Land Converter-ი მიწის მესაკუთრებს ახალი აშენებული სახლებიდან 25% ს სთავაზობს და ამით კომპანია იმედოვნებს, რომ მომდევო ხუთი წლის განმავლობაში 100 ასეთი ობიექტი ექნება შექმნილი. 

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

როგორია მოხუცებისთვის განკუთვნილი მზრუნველობის სახლების არქიტექტურა და დიზაინი?

საპენსიო ასაკის მქონე პირებისთვის განკუთვნილი სახლების არქიტექტურა დიდ მნიშვნელობას იძენს.

87
ნახე მეტი
არქიტექტურა

ვენეციის ბიენალე 2016 - უმნიშვნელოვანესი მოვლენა არქიტექტურულ სამყაროში!

ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ბიენალეს ბაღები არქიტექტურული ნოვაციებისა და მინიშნებების ცენტრი ხდება. ბიენალეს თანამედროვე ხელოვნების ვიზუალური გამოფენები თითქოს აჯამებს სიახლეებს...

115
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]