არქიტექტურა

მიწისქვეშა არქიტექტურა და გამორჩეული დიზაინის მეტროსადგურები მსოფლიოს გარშემო

უზარმაზარი ჭაღები, ორიგინალური არქიტექტურული დიზაინი და სინათლის პროჟექტორები მეტროსადგურებს ულამაზეს ადგილებად აქცევს.

98

ბევრ ქვეყანაში მეტროსადგური სატრანსპორტო ფუნქციის გარდა ესთეტიკურ დატვირთვასაც ატარებს. უზარმაზარი ჭაღები, ორიგინალური არქიტექტურული დიზაინი და სინათლის პროჟექტორები მეტროსადგურებს ულამაზეს ადგილებად აქცევს. მადრიდის პირველი მეტროსადგური ატოჩას რაიონში 1851 წელს გაიხსნა და დღემდე ქალაქში ყველაზე დიდ სადგურად ითვლება. სამწუხაროდ, ის აშენებისთანავე მალევე ხანძარმა გაანადგურა და 1892 წელს ხელახლა ააგეს. ამაში წვლილი ესპანელ არქიტექტორს, ალბერტო დე პალასიო ელისაგნესა და ცნობილ, გუსტავ ეიფელს მიუძღვით. პლატფორმა და სახურავები ფოლადისა და მინისგან არის დამზადებული. 1985 წლიდან მეტროსადგური ნელ-ნელა იწყებს გაფართოებას. დღესდღეობით ის მოიცავს კაფეებს, კომერციულ კომპლექსს, ტროპიკულ ბაღს, ღამის კლუბებს. ამ გაფართოების დიზაინი ესპანელ არქიტექტორს, ხოსე რაფაელო მონეო ვალესს ეკუთვნის.

წყარო: businessinsider.com
წყარო: businessinsider.com

ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მეტროსადგური შანხაიში, კერძოდ, მის უბან ბანდში გვხვდება. ბანდის ღირსშესანიშნავი გვირაბი, ფაქტობრივად ვირტუალური ადგილია. მატარებლის კუპე გამჭვირვალეა და ის 360 გრადუსიან ხედს გთავაზობთ. 6-არხიანი სისტემა, მულტიმედიური და ხმის ეფექტები ხედს ცვლის. ეს ყველაფერი კი 3D ეფექტს ქმნის. კუპე ავტომატურად იმართება. მთლიანი გვირაბის შემოვლა 3-5 წუთშია შესაძლებელი. გვირაბი აღჭურვილია 12 ესკალატორით და ოთხი ვერტიკალური ლიფტით. ორი მათგანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი.

წყარო: businessinsider.com
წყარო: businessinsider.com

თუ იტალიას, კერძოდ, ნეაპოლს ესტუმრებით, აუცილებლად ჩადით მეტროში. ეს ულამაზესი მეტროსადგური მეტროს ხელოვნების პროგრამაშია ჩართული და რიგით მეცამეტეა. ის 2012 წელს გაიხსნა. დიზაინი ესპანურ არქიტექტურულ ფირმას „ოსკარ ბლანკას“ ეკუთვნის. კედლები და იატაკი მინის მოზაიკით არის დაფარული, რაც წყალქვეშა შეგრძნებებს მოგაგონებთ. რაც შეეხება მხატვრობას, ის კრიტიკოსის არჩილ ბონიტო ოლივას მიერ შემუშავდა. სინათლის პანელები კი რობერტ ვილსონმა შექმნა.

წყარო: businessinsider.com
წყარო: businessinsider.com

საოცარი ინტერიერით გვაოცებს ჩეხი დიზაინერის, ჟიტკა სკუჰრავას ქმნილება დუბაის მეტროსადგურში, რომელიც ბურჯუმანას სავაჭრო ცენტრში მდებარეობს. მდიდრული წყლის განათების სკულპტურა მეტროსადგურის ჭერში ჰკიდია. არტისტულ სკულპტურას ზედმეტსახელად გიგანტურ მედუზასაც უწოდებენ. ის შეიძლება 2 სხვადასხვა ნაწილად დავინახოთ. ერთი, რომელიც გადაჭიმული მინისგან შექმნილი ტექსტურაა და ფუძეს ქმნის. მეორე კი, როგორც, „ჩანჩქერი“, რომელიც მინაზე გადმოდის. სკულპტურებს LED-სა და RGB-ზე დაფუძნებული ოპტიკური ბოჭკოები ქმნის.

წყარო: businessinsider.com
წყარო: businessinsider.com
წყარო: boredpanda.com
წყარო: boredpanda.com

სტიმპანკური სტილი ახალი სულაც არ არის, მაგრამ სტიმპანკური მეტროსადგური ნამდვილად უცნაური ნამუშევარია. მსგავსი რეტრო-ფუტურისტული ხელოვნების ნიმუში პარიზში გვხვდება. 11 პლატფორმისგან შემდგარი „Arts et Métiers“ სადგური სტიმპანკის მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა. დიზაინი ცნობილ შემოქმედს ფრანცუიზ შუიტენს ეკუთვნის, რომელმაც მეტროსადგური ჟიულ ვერნის სამყაროდ აქცია. მეტროსადგური წარმოადგენს სამეცნიერო-ფენტეზით ინსპირირებულ პორტალს, რომელიც ინახავს არაჩვეულებრივ გამოგონებებსა და ისტორიულ მეცნიერულ ინსტრუმენტებს.

წყარო: boredpanda.com
წყარო: boredpanda.com
წყარო: boredpanda.com
წყარო: boredpanda.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

კოლაბორაციული არქიტექტურის პიონერი - ალეხანდრო არავიენა და მისი ჰუმანური შემოქმედება

21-ე საუკუნეში სოციალური ძვრები ძალიან სწრაფად ხდება. არქიტექტურა, უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად, მაინც ასწრებს მიაწოდოს ხალხს ზუსტად ის, რაც სჭირდება და მსოფლიო წესრიგში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

132
ნახე მეტი
არქიტექტურა

ოლიმპიადა - არქიტექტურული მოდისა და მიმართულებების ცენტრი

ყოველ 4 წელიწადში ჩატარებული ოლიმპიური თამაშები არა მხოლოდ სპორტული სამყაროს ეპიცენტრი, მოდისა და არქიტექტურის ცენტრიცაა.

84
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]