ინტერიერი

მინიმალიზმი ინტერიერში - ის, რაც უნდა იცოდეთ, სანამ ოთახის მოწყობას დააპირებთ

ტერმინი მინიმალიზმი, რომელიც ასე ხშირად გვესმის, თითქოს თვითონ დიზაინის მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. ეს ასე ნამდვილად არაა...

389

ტერმინი მინიმალიზმი, რომელიც ასე ხშირად გვესმის, თითქოს თვითონ დიზაინის მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. ეს ასე ნამდვილად არაა. შეიძლება მინიმალისტური ინტერიერი მარტივად გამოიყურება, თუმცა მისი შექმნის პროცესს მარტივად ნამდვილად ვერ დავახასიათებთ. „სრულყოფილება ის არ არის, რასაც ვეღარაფერს დაუმატებ, სრულყოფილება ისაა, რასაც ვერაფერს გამოაკლებ“, და ეს გამოთქმა ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაში ყველაზე მეტად იგრძნობა.

წყარო: Mies Van der Rohe – Pavilion in Barcelona

მინიმალიზმი, ისევე როგორც ყველაფერი არქიტექტურის ისტორიაში, საზოგადოებრივმა ძვრებმა გამოიწვია. ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდის ადამიანებს უბრალოდ აღარ სჭირდებოდათ ყალბი ორდერული სისტემა, მათ იმდენად დახვეწეს სამშენებლო მასალა და წყობა, რომ ცვლილებები აუცილებელი გახდა. ასე დაიწყო ფასადების, ინტერიერებისა და მთლიანად ხელოვნების გათავისუფლება ორნამენტებისგან. ასე რომ, მინიმალიზმის საწყისად ახალი ხელოვნების რევოლუცია შეიძლება ჩაითვალოს.

წყარო: Tree House in Kitakyushu

დღეს მინიმალიზმი ყველა სფეროში ცდილობს მოგვაწოდოს მხოლოდ აუცილებელი და არაფერი სხვა. სწორედ ამიტომ, კარგი მინიმალისტური ნამუშევრის შექმნა საკმაოდ რთულია. აქ დეკორსა და ორნამენტს ვერ ამოეფარები. მინიმალისტურ ნამუშევრებში მხოლოდ აზრი და ფუნქცია დევს. შესაძლოა ამ მიზეზის გამოა, რომ ინტერიერის დიზაინში სტერეოტიპული მინიმალიზმი აღიქმება როგორც უინტერესო, თეთრი და შავი ფერების თამაშად და დაცლილ გარემოდ. სამწუხაროდ, ასეთი ნამუშევრები ბლომად არსებობს, მაგრამ არაა აუცილებელი მინიმალისტური საცხოვრებლები ერთმანეთს გავდნენ, პირიქით, მათი მიზანია რაც შეიძლება ცოტა მატერიის ორგანული, ბუნებრივი დაკავშირება, ისეთი კომპოზიციის შექმნა, რომელიც სივრცეს არ ყლაპავს და ყველა ჩვენს მოთხოვნას აკმაყოფილებს. განსხვავდებიან ადამიანები, შესაბამისად განსხვავდება მათი მოთხოვნილებებიც: ამიტომაა, რომ მინიმალისტური ინტერიერი ინდივიდს ერგება და არა მასას.

წყარო: Tree house in Kitakyushu

აღსანიშნავია, რომ მინიმალიზმის იდეების ბანკი, ძირითადად, იაპონური ტრადიციული არქიტექტურაა. ამიტომ, აქცენტი კეთდება მხოლოდ განათებაზე, ფორმაზე, მატერიის დეტალზე, სივრცესა და ადამიანის მდგომარეობაზე.

წყარო: Fertility Design

მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი მინიმუმის მიღწევა ძალზე რთულია, ინტერიერში მაინც არსებობს რამდენიმე ხერხი მის წარმოსაჩენად.
პირველ რიგში, პროპორცია უნდა გაითვალისწინოთ: მცირე რაოდენობის ავეჯით „მორთულ“ სივრცეში ბალანსს სულ სხვა მნიშვნელობა ენიჭება და მისი მიღწევა ბევრად უფრო რთულია. ვიზუალურად მნიშვნელოვანია, რომ არც ავეჯი და არც დეკორი ინტერიერში, მისი განსხვავებული ზომის გამო, ყურადღებას არ იქცევდეს. არც ზონირებისა და სივრცის ბალანსი უნდა დავარღვიოთ, რომ შედეგად მხოლოდ ერთ კუთხეზე აქცენტირება არ მივიღოთ.

წყარო: Fertility Design

მინიმალიზმი დეტალებშია: ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ნიუანსებს, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს: დეკორი უნდა გადაიტანოთ ბალიშის ფერში, ჩარჩოს ორნამენტში. მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტექტურის გამოყენებაც.
რაც შეეხება ტონებს, მინიმალისტური ინტერიერი ძირითადად პასტელურ ფერებზე აკეთებს აქცენტს. ძირითადი ტონები მშვიდია და არაფრით გამორჩეული. აუცილებელია ბუნების ფერების: ხის ფერის, სიმწვანის შეტანა. დიზაინერები გვირჩევენ, რომ ფერებით ჯობს ბუნებას მივუახლოვდეთ და მაგალითი მისგან ავიღოთ. მნიშვნელოვანი ელემენტია განათებაც: ბუნებრივ განათებასთან ერთად, არ მოგერიდოთ ხელოვნური განათების გამოყენებაც. მინიმალისტური ინტერიერი გადანათებული უნდა იყოს.

წყარო: Sinato Architects

მინიმალიზმის პრინციპი მარტივია - მთავარი ცხოვრებაში ხარისხია და ყველანაირი სიყალბე უნდა გამოირიცხოს. მინიმალიზმი ცხოვრების სტილია და არა მხოლოდ ინტერიერის მოწყობის ერთ-ერთი ხერხი და რადგან ის ასეა ორიენტირებული ინდივიდუალიზმზე, შეგიძლიათ საკუთარი საცხოვრებელი ზედმეტი ნივთებისგან თქვენი სურვილით გაათავისუფლოთ, გამოიყენოთ გამჭვირვალე და კომფორტული მასალა. არ გადატვირთოთ ყოველდღიურობა. ეს კი უბრალოდ იმიტომ უნდა გააკეთოთ, რომ ამის შესაძლებლობა გაქვთ.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

რა არის ფენ შუი და როგორ გამოვიყენოთ ეს ტექნიკა ჩვენი სახლის მოსაწყობად

რა არის ფენ შუი? საიდან მოდის და რას გულისხმობს ფენ შუის ტექნიკა? ყველა ამ კითხვაზე პასუხს ამ სტატიის დახმარებით მიიღებთ

157
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ დავზოგოთ ფართი ინტერიერში სწორი გეგმირების გამოყენებით

თუკი საცხოვრებელ ფართში სივრცის პრობლემა გაქვთ, სწორი გეგმირებით მისი გადაწყვეტა მარტივად შეიძლება

191
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]