არქიტექტურა

მბრუნავი ცათამბჯენი დუბაიში-ინოვაციური და გარდამტეხი პროექტი არქიტექტურაში

იტალიელ არქიტექტორის, დევიდ ფიშერის ამბიციური გეგმა გარდამტეხ როლს შეასრულებს მსოფლიოს არქიტექტურაში.

343

იტალიელ არქიტექტორის, დევიდ ფიშერის ამბიციური გეგმა გარდამტეხ როლს შეასრულებს მსოფლიოს არქიტექტურაში. დინამიკური ცათამბჯენები არამარტო ულამაზესი ხედებით ტკბობის საშუალებას მოგცემთ, არამედ ეს უკანასკნელნი ყოველ საათში შეიცვლება, რადგან შენობა ბრუნავს. პირველი ორი მსგავსი ცათამბჯენის გახსნა დუბაისა და მოსკოვში 2020 წლისთვის იგეგმება. მათ მოსდევს: ლონდონი, პარიზი, მილანი, რომი, ნიუ-იორკი და მაიამი. თავად დევიდ ფიშერი ფლორენციელია და ფლობს როტაციული კოშკის ტექნოლოგიურ კომპანიას. როგორც ის ამბობს, მსგავსი იდეა მაშინ დაებადა, როცა თავის მეგობართან მანჰეტენის ბინაში იყურებოდა და ხედებს აკვირდებოდა. ის თვლის, რომ ეს იქნება ახალი ერა არქიტექტურაში. „პირველად სამყაროს ისტორიაში შენობებს შეეძლებათ ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდნენ“, - ამბობს ფიშერი.

წყარო: whatson.ae
წყარო: whatson.ae

ბრუნავ ცათამბჯენებს ოთხი განზომილება ექნებათ - „დროის“ განზომილების დამატებით. თითოეული დინამიკური შენობა ასევე აგებულია ისე, რომ მან ელექტროენერგია ქარისა და მზის ენერგიისგან გამოიმუშავოს. დაახლოებით, ქარის 79 ტურბინა დამონტაჟდება თითოეულ სართულზე. მათი დახმარებით იმდენი ენერგია გამომუშავდება, რომ მთელი შენობა ელექტროობით მოამარაგოს. ფიშერი ამბობს, რომ ცათამბჯენებს შეეძლებათ კლიმატისა თუ ტემპერატურის ნებისმიერი ცვლილების იდენტიფიცირება, შემდგომ კი ენერგიის რეგულაცია მთელი შენობის ზედაპირზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ზამთარში ოთახებში ავტომატურად დათბება, ზაფხულში კი - პირიქით. ავტომატურად კონტროლი მხოლოდ ერთ რამეს მოასწავებს: ოთახების კომფორტულ აღჭურვას ენერგიის გადაჭარბების გარეშე. იგეგმება, რომ თითოეული ცათამბჯენი აღიჭურვოს: საცურაო აუზებით, ბაღებით და მანქანის ამწეებითაც კი.

წყარო: emirates247.com
წყარო: emirates247.com

დუბაის 80-სართულიანი ცათამბჯენი დაახლოებით 355 მილიონი ევრო ეღირება. მოსკოვის 70 სართულიან ცათამბჯენის აგების ხარჯები კი ჯერჯერობით უცნობია. ამ უკანასკნელს „Mirax Group“ ააშენებს. როცა პროექტი დასრულებულ სახეს მიიღებს, ეს იქნება 500-მეტრიანი ცათამბჯენი, რომლის თითოეული სართული ინდივიდუალურად ბეტონის ბირთვის გარშემო იტრიალებს და მაცხოვრებელს დუბაის 360 გრადუსიან ხედებს შესთავაზებს. ასევე მათ შეეძლებათ ბრუნვის სიჩქარის კონტროლი და ხმოვანი ბრძანების საშუალებით შეჩერებაც კი. ცათამბჯენის სართულები ასაწყობი მოწყობილობებით იქნება დამზადებული ფოლადისგან, ალუმინისა და ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალისგან. როგორც ფიშერი ამბობს, სართულები ფაბრიკაში აეწყობა და შემდეგ ცათამბჯენს მიაბამენ, რაც ცათამბჯენების ისტორიაში უნიკალური და პირველი შემთხვევაა.

წყარო: edition.cnn.com
წყარო: edition.cnn.com

ფიშერის მბრუნავი ცათამბჯენი არა მარტო არქიტექტურისა და დიზაინის მხრივ არის ინოვაციური, არამედ ის ითვალისწინებს გარემოს მოვლასა და ინდუსტრიულ პროცესში ჩართვასაც.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

დისნეილენდი - ზღაპრული ადგილი, როგორც ინჟინერიისა და არქიტექტურის არაჩვეულებრივი ტანდემი

დისნეილენდი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის და ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საბავშვო ატრაქციად ითვლება მთელ მსოფლიოში.

439
ნახე მეტი
არქიტექტურა

ინგმარ ბერგმანის საინტერესო სახლები და საცხოვრებელი გარემო, როგორც რეჟისორის შთაგონების წყარო

როცა ცნობილი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი გარდაიცვალა, მან აწმყოს დაუტოვა 3 აკადემიური ჯილდო, თავისი სახელი და სახლები შვედეთის პატარა კუნძულ ფაროზე.

350
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]