არქიტექტურა

მაია ლინი - ამერიკელი არქიტექტორი და სკულპტორი, რომლის შემოქმედებამაც დროს გაუსწრო

მაია ლინის რადიკალური იდეების მიუხედავად, მისი ნამუშევრები იტალიურ რენესანს მოგაგონებთ - მეცნიერებისა და ხელოვნების არაჩვეულებრივ ტანდემს.

246

21 წლის ასაკში, როცა ის ბაკალავრის საფეხურს იელის უნივერსიტეტში ხურავდა, ვიეტნამის ვეტერანთა მემორიალისთვის გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. ამ პროექტისთვის კი 2016 წელს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალიც მიიღო. ეს ადამიანი გახლავთ მაია ლინი - ამერიკელი არქიტექტორი და სკულპტორი. ლინი ოჰაიოს შტატში 1959 წელს დაიბადა. მისი მშობლები 1950-იან წლებში ამერიკაში ემიგრირდნენ. 1981 წელს ლინიმ ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების დარგში აიღო, მაგისტრისა კი - არქიტექტურაში.

21 წლის ასაკში, როცა ის ბაკალავრის საფეხურს იელის უნივერსიტეტში ხურავდა, ვიეტნამის ვეტერანთა მემორიალისთვის გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. ამ პროექტისთვის კი 2016 წელს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალიც მიიღო. ეს ადამიანი გახლავთ მაია ლინი - ამერიკელი არქიტექტორი და სკულპტორი. ლინი ოჰაიოს შტატში 1959 წელს დაიბადა. მისი მშობლები 1950-იან წლებში ამერიკაში ემიგრირდნენ. 1981 წელს ლინიმ ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების დარგში აიღო, მაგისტრისა კი - არქიტექტურაში.

წყარო: Archdaily.com
წყარო: Archdaily.com

როცა ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, ლინიმ ხელოვნების უძველესი და ყველაზე კონსერვატიული ფორმების შეცვლა გადაწყვიტა. მის შემოქმედებაში ვერ შეხვდებით ცხენზე ამხედრებულ კაცებს, ობელისკებსა თუ ალეგორიულ სიშიშვლეს, რომელიც ერთ დროს მონუმენტს განსაზღვრავდა. მისი თავისუფალი, ხაზობრივი ესთეტიკა ცარიელ სივრცეს აზრების მეტაფორებად იყენებს. მან კაცობრიობა მეტად მიუახლოვა მინიმალიზმს. ის თავის შემოქმედებაში აღწერს ისტორიულ მოვლენებს პერსონალური გამოცდილების მიხედვით. ლინის იდეები უსწრებდა და უსწრებს დროს, ამიტომ თავიდან მას ბევრი აკრიტიკებდა. ამის მიზეზი ხშირად მისი წარმომავლობა და სქესი ხდებოდა ხოლმე. როგორც არტისტი, ლინი არაჩვეულებრივად იცავს ბალანსს ორაზროვან კონცეფცსა და მეცნიერულ სიზუსტეს შორის. მისი მთავარი მიზანი არის ის, რომ მისი შემოქმედება პირადად ესაუბრებოდეს იმ ადამიანებს, რომლებიც მას იხილავენ. მისი ნამუშევრები იტალიურ რენესანს მოგაგონებთ - მეცნიერებისა და ხელოვნების არაჩვეულებრივ ტანდემს. მიუხედავად მისი რადიკალური იდეებისა, ეს უკანასკნელნი ძალას მატებს და ემპათიას უღვივებს დამთვალიერებელს.

წყარო: Archdaily.com
წყარო: Archdaily.com

ამბობენ, მაია ლინს ვიეტნამის ომის ვეტერანთა მემორიალის გარდა სხვა რომ არაფერი შეექმნა, ის მაინც 21-ე საუკუნის ყველაზე ინოვატორ არქიტექტორად დარჩებოდა. მემორიალი წარმოადგენს V-ს ფორმის გლუვ შავი გრანიტის კედელს, რომელზეც ვიეტნამის ომში დაღუპული 57 939 ამერიკელი ჯარისკაცის სახელი იკითხება. ის ერთი მხრივ მიმართულია აბრამ ლინკოლნის მემორიალისკენ, მეორე მხრივ კი - ჯორჯ ვაშინგტონის მონუმენტისკენ. მემორიალის დიზაინი საერთოდ ცვლის ჩვენს წარმოდგენას ტრადიციული და სტანდარტული ომის მონუმენტების შესახებ. ლინი მას „მიწის ჭრილობს“ უწოდებს.

წყარო: cp.art.cmu.edu
წყარო: cp.art.cmu.edu

თუ პენის სადგურზე ოდესმე აღმოჩენილხართ, „დაჩრდილულ საათს“ აუცილებლად შეამჩნევდით. მეტალის დიდი სკულპტურა დროის სათქმელად აერთიანებს ინდუსტრიულ მრეწველობას თანამედროვე ტექნოლოგიასთან. „როცა ადამიანები ფიქრობენ საათებზე, ისინი ციფრული ნომრებით არიან შთაგონებულები. დრო გაიზომება მათემატიკურად და სპეციფიკურად. მე მსურს ბუნებრივად აღვწერო დრო და ამიტომ ეკლიპსის, დაჩრდილვის კონცეპტს ვიყენებ“,- ამბობს ლინი. ამ ეფექტის შესაქმნელად მყარი დისკი კიდია სინათლის წყაროსა და სტაციონარულ მინის დისკს შორის. სინათლე ანათებს ზუსტად მინის დისკის მეშვეობით, ირეკლავს შენობას წინიდან. მყარი დისკი კი მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთით და უკან. დაბნელება იქმნება შუაღამისას, როცა ორივე დისკი ერთ ხაზზე იმყოფება და ნახევარჩდილი ანათებს თანაბრად მყოფი წრეების ირგვლივ. ციკლი ყოველდღიურად მეორდება.

წყარო: hyperallergic.com
წყარო: hyperallergic.com

მაია ლინის იდეების რადიკალიზმის მიუხედავად, ის ვაკუუმში მოქცეული არ არის. ლინის შემოქმედება საზიაროა იმ არტისტებისთვის, როგორებიცაა მარსელ დიუშანი თუ იოკო ონო.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ძველი ფერმისგან შექმნილი თანამედროვე საოფისე შენობა

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ძველ შენობებში ახლებური ხედვის შეტანა არქიტექტორების გამოწვევაა

312
ნახე მეტი
არქიტექტურა

ორიგინალური და უნიკალური დიზაინის მქონე ეკომეგობრული შენობები 21-ე საუკუნეში

21-ე საუკუნის არქიტექტურულ სამყაროში მდგრადი დიზაინი უფრო მკვეთრად იკიდებს ფეხს. ეკომეგობრული შენობები უახლოვდება ბუნებას, ზოგავს ელექტროერგოენერგიასა და გადაამუშავებს ნაგავს.

216
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]