არქიტექტურა

ლუის ბარაგანის შთამაგონებელი არქიტექტურა

საერთაშორისო არქიტექტურის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ფიგურა იყო ლუის ბარაგან მორფინ

126

მექსიკის და საერთაშორისო არქიტექტურის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ფიგურა იყო ლუის ბარაგან მორფინი, რომლიც გუადალახარაში დაიბადა. განათლებით ინჟინერ-მშენებელმა თავის მემკვიდრეობად უამრავი პუბლიკაცია, კონფერენცია, შენობა, სახლები და ბაღები დატოვა, რომლებიც დღესაც ინარჩუნებენ აქტუალობას. ბარაგანი ცნობილი იყო ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების სიღრმისეული კვლევებით. სამყაროს მიმართ მისმა მგრძნობელობამ და გამუდმებულმა ძალისხმევამ გადაეწერა ყოველდღური რაობა, ის მნიშვნელოვან ფიგურად აქცია მექსიკასა და მსოფლიოში.

ეჭვგარეშეა, რომ ლუის ბარაგანის მემკვიდრეობა იმდენად რთული და მუდმივია, რომ ის განაგრძობს არქიტექტორების შაბეჭდილების ქვეშ მოქცევას და ახალი თაობების გაკვირვებას. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მისი გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ ცნობილი თანამედროვე არქიტექტორები ერთად შეიკრიბნენ, რათა ბარაგანის მიერ შექმნილი მათი ფავორიტი ნამუშევრები გაუზიარონ ერთმანეთს, რომლებიც მათი შთაგონების წყაროდ იქცა.

მათი უმტესობისთვის შთაგონების წყარო და ყველაზე საყავრელი ნამუშევარი თავად ბარაგანის სახლი აღმოჩნდა. სახლის მოკრძალებული ფასადი ცხად ყოფს, რომ არქიტექტორი უფრო მეტად დაინტერესებული იყო საცხოვრებლის შიდა სივრცით ვიდრე, სახლის გარეგნული ფასადის დემონსტრირებით. სახლთან მიმავალი ბილიკები ასახავს მნიშვნელოვან ცვალებადობებს ადამიანის ცხოვრებაში არსებულ შებოჭვასა და განთავისუფლებას შორის. ფერი, შორსაა უბრალო აქსესუარობისგან და შერწყმულია ბუნებრივ სინათლესთან, რაც თავად არის სივრცის მოხატულობის საშუალება და ქმნის დღის განმავლობაში მუდმივად ცვალებად ატმოსფეროს. თავად ბაღი, თავიდან თითქოს მიუწვდომელი ჩანს, თუმცა დროთა განმავლობაში ის საშუალებას გაძლევს დატკბე აცკეტურობით და უბრალოებით, რაც საშუალებას გაძლევთ განიცადოთ სიმშვიდე, რომელსაც ასე ეძებდა ბარაგანი თავის სახლში.

ალბათ, თავად არქიტექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ის არის, რომ გადაიქცე არქიტექტორად, რომელსაც არ გააჩნია ამბიციები. იმისთვის, რომ მიაღწიო ისეთ არქიტექტურას, რომელიც თავის სიღმისეულ სათქმელს პირდაპირ გადმოსცემს, ისივე როგორც ადამიანის გული. განსხვავებით იმ არქიტექტორებისა, რომლებიც გადაჭარბებით ბევრს ლაპარაკობენ და უპასუხოდ ტოვებენ ყოველგვარ არსებულს, ლუის ბარაგანი ნამდვილად არის ის არქიტექტორი, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

საინტერესოა ისიც, რომ ბარაგანისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არქიტექტურა სუფთა რაციონალურ ანალიზზე მეტი ყოფილიყო. მას სურდა, რომ ადამიანებს ეღიარებინათ რელოგიური სივრცეების კეთილდღეობა და სიმშვიდე, რომელიც მის ნამუშევრებში იყრიდა თავს. ცხადია, რომ ის კარგად აცნობიერებდა არქიტეტურის სულიერ ღირებულებას, რომელიც ნებისმიერი რწმენისგან თავისუფლად უნდა არსებოდბეს. შესაძლოა ეს ყველაფერი არსად ისე ნათლად არ ყოფილა წარმოჩენილი, როგორც კაპუჩინას სამლოცველოში, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანი სრულად მოიცვას სიმშვიდემ, ტანჯვისა და შიშის საწინააღმდეგოდ. 

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

დოგმებისა და შეზღუდვებისგან განთავისუფლებული თანამედროვე საკულტო არქიტექტურა

თანამედროვე, არქიტექტურის გარკვეული ნაწილი თითქოს გათავისუფლდა საზოგადოების მოლოდინისგან, სტილების გავლენისგან და სხვა დოგმებისგან.

134
ნახე მეტი
არქიტექტურა

ყველაზე საკამათო ცვლილებები არქიტექტურაში - მოცულობები, რომლებიც საზოგადოებამ გააკრიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ ქაოსი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გარემოს ცვლილებას უდარდელად ვხვდებით.

101
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]