ინტერიერი

ლანდშაფტის დიზაინის უახლესი ტრენდები, ანუ როგორ მოვაწყოთ თანამედროვე ბაღი

მოდერნისტული რევოლუციიდან მოყოლებული ცხადი გახდა, რომ ურბანიზმი წარმოუდგენელია ლანდშაფტის გათვალისწინებისა და მოფრთხილების გარეშე.

823

სივრცის ფორმირება ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობასა და როლს ანიჭებს გამწვანებას გარემოში. მოდერნისტული რევოლუციიდან მოყოლებული ცხადი გახდა, რომ ბაღები და მწვანე ადგილები, როგორც საცხოვრებელი, ისე ქალაქური სივრცეებისთვის აუცილებელია. ურბანიზმი წარმოუდგენელია ლანდშაფტის გათვალისწინებისა და მოფრთხილების გარეშე. სწორედ ამ პერიოდიდან დამკვიდრდა აზრი, რომ ხარისხიანი ცხოვრებისთვის ყველა მაცხოვრებელზე გარკვეული ფართობის მწვანე სივრცე უნდა იყოს გამოყოფილი. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს საერთო, ურბანული, მწვანე სივრცე, პარკი თუ ბაღი. ხარისხიანი ცხოვრებისთვის გარემოში - ინტერიერი იქნება ეს, ფასადი თუ მიწის ნაკვეთი, აუცილებელია სიმწვანე. თუმცა, სიმწვანე ძალიან აბსტრაქტული რამაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არსებობს მთელი რიგი დისციპლინებისა და მთლიანად დარგი დიზაინისა, რომელიც ლანდშაფტის დაგეგმარებაში გვეხმარება. მცენარეებისა და მცირე ფორმების არჩევა თქვენი ბაღისთვის ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ინტერიერის მოწყობა და რემონტი. ზუსტად ამიტომ, ლანდშაფტის დიზაინის ტრენდებიც იგივე სიხშირით იცვლება, როგორც ინტერიერისა და მოცულობის.

წყარო: Hgtv.com
წყარო: Hgtv.com

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით, პატარა ბაღებში გამძლე, დაბალი ჯიშის მცენარეების გახარებაა ტრენდული. ჯიშები, რომლებიც დიდხანს ძლებს და გვალვა მათ სიცოცხლეზე გავლენას არ ახდენს, იძლევა საშუალებას დაგეგმილი დიზაინი დიდი ხნით შეინარჩუნოთ და რაც მთავარია მებაღეობა დატვირთული ცხოვრების რეჟიმთან კარგად შეათავსოთ. მეტიც, გამძლე მცენარეები გამოიყენება არა მხოლოდ ბაღების, არამედ თანამედროვე, ურბანული პარკების დაგეგმარებისასაც.

წყარო: Hgtv.com
წყარო: Hgtv.com

მოდურია ასევე „სასარგებლო მცენარეების“, ბოსტნეულისა და მწვანილის გახარება დეკორატიულ ბაღებში. რთული სათქმელია ზუსტად რისი გამოძახილია ეს ტრენდი, თუმცა სალათის ფოთოლსა და პომიდორს ხშირად შეხვდებით ვერანდაზე, აივანზე ან პატარა, დეკორატიულ ბაღში. საინტერესოა ის, რომ ურბანისტების დაკვირვებით, ასეთი „ქალაქური ნობათი“ სოციალური სივრცეების წარმოქმნასა და ქალაქელების ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს. რატომაც არა, სავსებით შესაძლებელია მებაღეობაში მცირე მეურნეობაც გაურიოთ - ამბობენ, რომ ასე უკეთ იგრძნობთ ბუნებასთან სიახლოვის აუცილებლობას.

წყარო: Soothingwalls.com
წყარო: Soothingwalls.com

რაც შეეხება დეკორაციას, თანამედროვე ლანდშაფტის დიზაინერები ცდილობენ თითქმის ყველა ის ფუნქცია, რომელსაც ჩვენი სახლი ითავსებს გარეთ გამოიტანონ. პირდაპირ ამ ყველაფრის გაგება არასწორია, ეს იდეა უფრო იმას ემსახურება, რომ ბაღში წარმოქმნილი სხვადასხვა ფუნქციის სივრცე თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს. დაბალი მაგიდა, მოსასვენებელი სავარძლები და გრილი ტრადიციული, მაგრამ ყველაზე ფუნქციური გამოსავალია ბაღის მოწყობისას. ამერიკელი დიზაინერები ამბობენ, რომ გაიზარდა მოთხოვნა „საცეცხლურებზე“ - ადგილზე, სადაც უბრალოდ პატარა ცეცხლის დანთება და განტვირთვა შეგიძლია. თურმე განსაკუთრებით ეს იდეა თინეიჯერების მშობლებს ხიბლავთ.
ბაღის ან რომელიმე სხვა, გარე სივრცის მოწყობისას ალბათ მთავარია გავიაზროთ, რომ ის სახლის განუყოფელი ნაწილია და მასზე ისევე გვაკისრია პასუხისმგებლობა, როგორც სუფთა სამზარეულოსა და მყუდრო საძინებელზე. ამის მიხვედრის შემდეგ ბევრად უფრო მარტივი იქნება თქვენი აურა გაიტანოთ ბაღსა თუ აივანზე.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სააბაზანო ოთახი?

როდესაც სახლში რემონტს აკეთებთ, არ შეიძლება სააბაზანო ოთახის არ დაფასება და მისი ზედაპირულად გაკეთება.

920
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ პატარა სამზარეულო

სამზარეულოს შეუსაბამოდ მოწყობა ხშირად ფართს ბრალდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მყუდრო გარემოს შექმნა მცირე ფართში ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გაშლილ სივრცეში.

2253
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 20

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]