ექსტერიერი

კრეატიული არქიტექტურა, როგორც პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე

თანამედროვე არქიტექტურული პროექტები სულ უფრო არის დაკავშირებული ადამიანთან, მის მოთხოვნილებებთან და საზოგადოებრივი სივცრის პროგრესულად ათვისებასთან.

623

თანამედროვე არქიტექტურული პროექტები სულ უფრო არის დაკავშირებული ადამიანთან, მის მოთხოვნილებებთან და საზოგადოებრივი სივცრის პროგრესულად ათვისებასთან. ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ადგილობრივ კულტურასთან, დემოგრაფიულ მრავალფეროვანებასთან შეთავსებადობა და გარემოსთან შერწყმა, მნიშვნელოვანია არქიტექტურის განვითარებისთვის და სწორედ ამიტომ, ჩვენ ისეთ საინტერესო პროექტს განვიხილავთ, რომელიც თავისი უბრალო, მარტივი და კრეატიული გადაწყვეტით პასუხობს ზემოთ ჩამოთვლილ გამოწვევებს.

თანამედროვე არქიტექტურული პროექტები სულ უფრო არის დაკავშირებული ადამიანთან, მის მოთხოვნილებებთან და საზოგადოებრივი სივცრის პროგრესულად ათვისებასთან. ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ადგილობრივ კულტურასთან, დემოგრაფიულ მრავალფეროვანებასთან შეთავსებადობა და გარემოსთან შერწყმა, მნიშვნელოვანია არქიტექტურის განვითარებისთვის და სწორედ ამიტომ, ჩვენ ისეთ საინტერესო პროექტს განვიხილავთ, რომელიც თავისი უბრალო, მარტივი და კრეატიული გადაწყვეტით პასუხობს ზემოთ ჩამოთვლილ გამოწვევებს.

ოაკ პარკს ჰაუზინგი - კომპაკტური ქალაქური მშენებლობაა ოაკ პარკში, საკრამენტოში, რომელიც დემოგრაფიულად მრავალფეროვანი რაიონია. ეს ადგილი ათწლეულები იტანჯებოდა ეკონომიკური სტაგნაციის და ურბანული დეზინვესტიციისგან. ბოლო წლები ახალგაზრდა პროფესიონალებმა, ხელოვანებმა, მხატვრებმა და სტუდენტებმა დაიწყეს პარკის ახალიდან აღმოჩენა, მისი რეკონსტრუქცია და საკრამენტოსთან ახლოს არსებული სათემო საზოგადოების შექმნა.

ოაკ პარკ ჰაუზინგი არის ერთ-ერთი პირველი ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც არის არამხოლოდ თანამედროვე დანამატი ადგილობრივ საცხოვრებელ ფონზე, რომელიც 1969 წლის მერე საკმაოდ ქაოტურ არქიტექტურულ განაშენიანებას მოიცავს, არამედ ის არის ქალაქის გამოცოცხლების საშუალება. მისი არქიტექტურა მოიცავს შემოქმედებით და ძლიერ ენერგიას, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი, ფიზიკური და სოციალური გარემოს ხელახალ დაბადებას, განათებას და კულტურულ აღმასვლას.

თავად პროექტი წარმოადგენს მკვრივ კასეტურ წყობას, რომელიც ექვსი პატარა სახლისგან შედგება. პროექტი ადგილობრივ გარემოს პროპორციებთან სიფრთხილითაა შეხამებული. სახლები არის მსუბუქი და უბრალო. ამ ორ სართულიანი შენობის გარეგნული მხარე არის დახვეწილი ამავდროულად, პროგრესული და შემოქმედებითი, მისი მარტივი ექსტერიერული პალიტრა განსაკუთრებულ იერს აძლევს პროექტს, რაც ემსახურება ადგილობრივი რაიონის გამოღვიძებას, სინათლის და სიახლის შეტანას. ეს, საკმაოდ ამბიციური პროექტი შეზღუდული ბიუჯეტით არის შექმნილი. თითოეული სახლი მოიცავს დაახლოებით 140 კვადრატული მეტრის ფართს და შედგება ორი ერთმანეთთან დაკავშირებული კომპონენტისგან. ღია ნაცრისფერი საბაზისო პირველი სართული და უფრო მუქი, ოდნავ მოცულობითი ფართი მეორე სართულზე. რაც შეეხება ინტერიერს, სამზარეულო, მისაღები და სასადილო ოთახები გაერთიანებულია, როგორც ერთი საერთო სივრცე. აქვეა კიბე, რომელიც აუყვება მეორე სართულს, სადაც სამი საძინებელია განთავსებული.

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

რეკრეაციული ზონების მნიშვნელობა ურბანულ გარემოში და მათი უპირატესობები

რეკრეაცია ეს ადამიანის რაციონალური აქტივობაა, რომელიც ემსახურება მისთვის სიამოვნების მინიჭებას და ძალების აღდგენას ნებისმიერ დროსა და გარემოში.

3541
ნახე მეტი
ექსტერიერი

მსოფლიო ბაღების კულტურა და ბაღი, როგორც ცხოვრების სტილის გამოხატულება

ბაღების გაშენება ძველის სამყაროდან იღებს სათავეს და ის თითქმის ყველა კულტურას ახასიათებს.

4632
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 20

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]