არქიტექტურა

კოლაბორაციული არქიტექტურის პიონერი - ალეხანდრო არავიენა და მისი ჰუმანური შემოქმედება

21-ე საუკუნეში სოციალური ძვრები ძალიან სწრაფად ხდება. არქიტექტურა, უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად, მაინც ასწრებს მიაწოდოს ხალხს ზუსტად ის, რაც სჭირდება და მსოფლიო წესრიგში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

133

უკვე ბევრჯერ ვახსენეთ, რომ არქიტექტურა სინთეტური დარგია და იგი ხელოვნებასა და ინჟინერიას აერთიანებს. მისი ფუნქცია სივრცის ფორმირება და დატვირთვაა. სწორედ ამიტომ, ეს დარგი საზოგადოებისგან განცალკევებით არ დგას. შეუძლებელია იმან, რაც ჩვენს ცხოვრებაზე ყოველდღიურ გავლენას ახდენს, ჩვენგან დამოუკიდებლად იარსებოს. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში სოციალური ძვრები ძალიან სწრაფად ხდება. არქიტექტურა, უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად, მაინც ასწრებს მიაწოდოს ხალხს ზუსტად ის, რაც სჭირდება და მსოფლიო წესრიგში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

წყარო: Siamese Towers, 2005, San Joaquín Campus, Universidad Católica de Chile, Santiago, Chile, University classrooms and offices

ალბათ, სწორედ ასე ფიქრობს ალეხანდრო არავიენაც, ჩილელი არქიტექტორი, რომელსაც წელს პრიცკერის პრიზი, ანუ უმაღლესი ჯილდო გადაეცა. 2016 წელი არავიენასთვის ნამდვილად გამორჩეულია, რადგან წელსვე ის გახდა ბიენალეს კურატორი. ამ ფაქტიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ არავიენა არაა უბრალოდ კარგი არქიტექტორი. როგორც ჩანს, მას განსხვავებული იდეები აქვს და რაც მთავარია, არქიტექტურული სამყარო ამ იდეებისკენ აშკარად იხრება. მისტერ პრიცკერმა განაცხადა, რომ „ჟიურიმ ის კანდიდატი აირჩია, რომელმაც დაგვანახა და გააღრმავა უნიკალური დიზაინი. არავიენა პიონერია კოლაბორაციული, ძლიერი არქიტექტურისა, რომელიც 21-ე საუკუნის მთავარი პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული.”

წყარო: Alejandro Aravena

არავიენას ნამუშევრები შეფასდა, როგორც ეკონომიური შესაძლებლობა ნაკლებ პრივილეგირებულთათვის და ნუგეში სტიქიით დაზარალებულთათვის. ზოგადად მისი პროექტები გამოირჩევა ენერგოეფექტურობითა და საზოგადოებრივი სივრცეების სიმრავლით. ეს კი შეიძლება ჩავთვალოთ თანამედროვე ურბანისტიკის გარკვეულ ხედვად. იმის ჩვენება, რომ არქიტექტურას შეუძლია ადამიანების ცხოვრების გამოსწორება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო დროს საზოგადოება თანამედროვე არქიტექტურას ნიჰილისტურად უყურებს. ურბანულ გარემოში დიდი ცვლილებების გამო, მაცხოვრებლებს თითქოს ყველანაირი მშენებლობისადმი პროტესტი გაუჩნდათ. საზოგადოებრივი სივრცეების არარსებობის გამო კი უჭირთ ერთმანეთის, სივრცისა და ქალაქის ერთ ორგანიზმად აღქმა. მიუხედავად იმისა, რომ არავიენას პროექტები ძირითადად სამხრეთ ამერიკაშია განხორციელებული, მისი აღიარება საერთაშორისო მასშტაბით ნამდვილად შექმნის ამინდს არქიტექტურულ წრეებში და შეიძლება ვივარაუდოთ რომ, მომდევნო ათწლეულის ფორმის ძიება ბევრად ჰუმანური და გამოსადეგი გახდება.

წყარო: Alejandro aravena

არავიენასა და მისი გუნდისთვის განსაკუთრებულია სოციალური სახლების პროექტი, რომელიც ლტოლვილებისთვის და მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად იდეალურია. არქიტექტორი გვთავაზობს საინტერესო მიგნებას: იგი აშენებს ნახევარ სახლს, იმ ნახევარს, რომელიც არქიტექტორზე, სივრცეზეა დამოკიდებული, მაგრამ ცარიელს ტოვებს იმ ნაწილს, რომელიც ადამიანმა უნდა შეავსოს, იმ ნახევარს, რომელსაც არქიტექტორი ვერ დაამთავრებს.

წყარო: Alejandro Aravena

თითქოს სახლები იმისთვისაა შექმნილი, რომ ცხოვრება გააგრძელო. ეს იდეა კი ძალიან სიმბოლურია, დიზაინი სადა და ფუნქციური. ამგვარი სიმბოლოებითა და ფუნქციურობითაა დატვირთული არავიენასა და მისი გუნდის, ELEMENTAL-ის პორტფოლიო. ვიმედოვნოთ, რომ ჰუმანური არქიტექტურის ძიება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიღებს შედეგს.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

უცნაური და საინტერესო არქიტექტურული პროექტები მსოგლიო გარშემო

ინოვაციური ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას, არქიტექტურის განვითარებაში წარმოუდგენელი რეზულტატები აქვს.

119
ნახე მეტი
არქიტექტურა

მრგვალი სახლები, როგორც თანამედროვე არქიტექტურის მომავალი

მრგვალი სახლები, რომლებსაც ოდითგანვე აშენებენ ჯერ კიდევ არის შთაგონების წყარო არქიტექტორებისთვის

118
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]