ინტერიერი

კალიფორნიული ლაუნჯი - ოთახი, სადაც თინეიჯერებთან ერთად მშობლებიც კარგ დროს ატარებენ

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დენვილში - კალიფორნიაში მდებარე რანჩოს პატრონებს 200 კვადრატული მეტრის სივრცის ოთახის მკვეთრ, ფერადოვან სტილში გაფორმება უნდოდათ...

16

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დენვილში - კალიფორნიაში მდებარე რანჩოს პატრონებს 200 კვადრატული მეტრის სივრცის ოთახის მკვეთრ, ფერადოვან სტილში გაფორმება უნდოდათ. დიზაინერმა კრისტინ როუელმა და მისმა გუნდმა სტუდია ScavulloDesign Interiors-იდან ინოვაციური მიდგომა გამოიყენეს და დამკვეთებისთვის ლაუნჯი შექმნეს, რომელიც ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს აერთიანებს: იქ ბევრი რამის კეთებაა შესაძლებელი - მუსიკის მოსმენა, დივანში კომფორტულად მოთავსება და წიგნის კითხვა, ვარჯიში. მოზარდებს მეგობრებთან ერთად ფილმების ყურება ან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა შეუძლიათ, იქვეა უფროსებისთვის შაბათ-კვირას ყველაზე სასურველი სამზარეულოც.

კრისტინ როუელის გადაწყვეტილებით, ინტენსიური ფერების გასანეიტრალებლად მუხის მასიური პარკეტი და რუხი ტონალობის კედლები შეირჩა და დატვირთული ინტერიერის ერთგვარ ფონად მოგვევლინა. „სადა კედლების საშუალებით თვალი ისვენებს და ფერადოვნება ძალიან დამღლელად აღარ აღიქმება“, - განაცხადა დიზაინერმა.

ოთახის უკანა კედელზე ხის თაროები ჩამონტაჟდა, რომლებმაც მთელი კედელი დაიკავა და იქვე ჩამოკიდეს ბავშვების გიტარებიც - სადა კედელმა დეკორაცია შეიძინა და სივრცეც გათავისუფლდა. თაროები უჟანგავი ფოლადის დაბოლოებების დამსახურებით გასაწმენდად ძალიან პრაქტიკული გამოდგა. მათ გასწვრივ კედელზე 3D ნახატს შენიშნავთ გამოსახულებით - LOVE, რომელსაც თავისი ისტორიაც აქვს: სახლის პატრონებმა ადგილობრივი მაღაზიის ვიტრინაში აღმოაჩინეს და მაღაზიის მფლობელები დაარწმუნეს, მათთვის მიეყიდათ.

მკაცრად მხოლოდ დივანის უკან მდებარე კედელზე განსაკუთრებული, საკმაოდ ინტენსიური, მოვერცხლისფრო-მოსალათისფრო შპალერი გააკრეს. მისი გამოყენებით ოთახის ყველა კედლის გაფორმება ინტერიერს გადატვირთავდა. „შპალერი ფერადოვანია და ტექსტურის შთაბეჭდილებას ქმნის, ამიტომაც აუცილებლად ზომიერად უნდა იყოს ინტეგრირებული“, - აღნიშნა როუელმა.

ფოტოს მინაწერი: შპალერი: Serie Limitee, Elitis; სანათი: Crate & Barrel; ბალიშები: CB2; ნახატები დივანის თავზე: Dolby Chadwick Gallery.

ოთახის შესასვლელის ორივე მხარეს ფირუზისფერი, მწვანე და სტაფილოსფერი სეგმენტებით გაფორმებული, ნეიტრალური ფერის ფარდები ჩამოკიდეს. მათ ორი დანიშნულება აქვთ: როდესაც მაცხოვრებლები დივანსა და პუფებში მოთავსდებიან და ფილმების ყურებას გადაწყვეტენ, სქელი ქსოვილის დამსახურებით ოთახში მზის შუქს არ ატარებენ, და, ამასთან ერთად, ლაუნჯის კარსაც ფარავენ, რომელიც ოთახს შემოსასვლელისგან აცალკევებს. გადახრილი სანათიც ფუნქციური დატვირთვისაა: ფილმების ყურებისას ჩაბნელებულ ოთახში მისი მიმართლი შუქი არც სიმყუდროვეს არღვევს და საკმარის სინათლესაც გამოსცემს იმისათვის, გადაადგილებისას ვინმე რამეს რომ არ დაეჯახოს. ინტერიერის შესავსებად სახალისო დეტალი - ფერადი კანფეტების ქილა გამოიყენეს. ასეთი აქსესუარის გაკეთება თქვენც მარტივად შეგიძლიათ, ორიგინალური ფორმის მინის ჭურჭელი და სხვადასხვა ფერის შოკოლადები ან კანფეტები დაგჭირდებათ.

ფოტოს მინაწერი: მრგვალი სარკე შესასვლელში: Vernazza Mirror, Gregorius Pineo.

ფოტოს მინაწერი: ჭრელი პუფი - კერძო შეკვეთა Sutter Furniture of San Francisco-სგან, პუფის ქსოვილი: Osborne & Little; ნოხი: Ikea.

ნივთი, რომელმაც ოთახს მოდერნის განსაკუთრებულ შტრიხი შემატა, საპნის ბუშტის ფორმის ჩამოკიდებული სკამია. დიზაინერების ჯგუფმა კონსულტაციები ინჟინერთან გაიარა, რომ გაერკვიათ, გაუძლებდა თუ არა ჭერი სკამის სიმძიმეს. მოლოდინმა გაამართლა. სკამი ყველას ყურადღებას იპყრობს და იქ დაჯდომა ერთნაირად სიამოვნებთ როგორც მოზარდებს, ასევე უფროსებს.

სკამი: Eero Aarnio.

სტატია მომზადებულია houzz.com-ის მასალებზე დაყრდნობით.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

საძინებლის მოწყობის 9 ორიგინალური იდეა

საძინებელი ის ადგილია, სადაც მაქსიმალური სიმშვიდის შეგრძნებას ვეძებთ. იხილეთ მისი მოწყობის 9 ორიგინალური იდეა...

39
ნახე მეტი
ინტერიერი

ნაცრისფერი საძინებელი - თანამედროვე ტრენდი დიზაინერებისგან

გთავაზობთ სტატიას საძინებლის ნაცრისფერ ფერში მოწყობის შესახებ.

17
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 6

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]