საცხოვრებელი გარემო

ქალაქგეგმარების არსი და მისი მნიშვნელობა ურბანული გარემოს განვითარებაში

ისტორიულად, ურბანული დაგეგმარება ქაოტური მოვლენა იყო. მისი ფესვები გხვდება მესოპოტამიურ, ეგვიპტურ და ინდის ცივილიზაციაში, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე 3 ათასი წლით ადრე.

88

რა არის ქალაქგეგმარება? ეს მიწის გამოყენებისა და განვითარების ტექნიკური და პოლიტიკური პროცესია. მას მეორენაირად ურბანულ დაგეგმარებასაც უწოდებენ, რომელიც გარემოს ითვისებს და იცავს. ის ხელს უწყობს ურბანული გარემოს დიზაინის გაუმჯობესებას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს, ტრანსპორტირებას, კომუნიკაციასა და სადისტრიბუციო ქსელს. ქალაქგეგმარება იწვევს ქალაქებში პოზიტიურ ჩარევას. მიზანი არის ის, რომ ქალაქში ცხოვრება გახდეს უკეთესი, უფრო მრავალფეროვანი, დემოკრატიული და თანასწორი სხვადასხვა მოქალაქისთვის. ისტორიულად, ურბანული დაგეგმარება ქაოტური მოვლენა იყო. მისი ფესვები გხვდება მესოპოტამიურ, ეგვიპტურ და ინდის ცივილიზაციაში, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე 3 ათასი წლით ადრე. არქეოლოგებმა, რომლებიც ძველ, დანგრეულ ქუჩებს სწავლობდნენ, შეამჩნიეს, რომ ისინი გარკვეული გეგმითა და პატერნით შენდებოდა. მაგალითად, ქალაქ ჰარაპაში, სახლები ხმაურისა და ქურდებისგან იყო დაცული. ასევე არსებობდა: ჭები, კანალიზაცია, წყლის რეზერვუარები. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა კარგად იყო განვითარებული. ქალაქგეგმარებაში მოდერნიზმი 1920 წელს გამოჩნდა. იყო უამრავი, საინტერესო, მასშტაბური გეგმა, რომელთა განხორციელებაც მეორე მსოფლიო ომის გამო დაგვიანდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მოდერნული, იაფი მასალებისგან შექმნილი შენობების შენება. როგორც აღმოჩნდა, ეს ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა და მალე უგემოვნოების სიმბოლოც გახდა. სწორედ, აქედან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა არის სუსტი ურბანული დაგეგმარება.

წყარო: cgarchitect.com
წყარო: cgarchitect.com
წყარო: cgtrader.com
წყარო: cgtrader.com

დღესდღეობით, კამათის საგანი ხშირად ხდება შემდეგი საკითხები: გზის მაჩვენებელი ბოძებით, სხვადასხვა ნიშნებითა და აბრებით გარემოს გადაჭარბებული გადატვირთვა. ასევე დიდი მსჯელობა მიდის პერიფერიულ განაშენიანებაზე, საცხოვრებლის სიმჭიდროვესა და ახალ დასახლებების დაგეგმვაზე. ცუდი ურბანული დაგეგმარების ერთ-ერთ „თვალსაჩინო“ მაგალითად, ინდონეზიის დედაქალაქი - ჯაკარტა შეიძლება ჩავთვალოთ. ქალაქის სავალალო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მანქანების მზარდი რაოდენობით უფრო უარესდება. ჯაკარტას მოსახლეობას სამსახურში წასვლა მეგაპოლისის გარეუბნების შემოვლით უწევთ. შედეგად კი, ისინი ყოველწლიურად საცობში 400 საათით დგანან. ამის მიზეზად ადგილობრივი მთავრობა და გრძელვადიანი პროექტები გვევლინება. არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე დიდი ქალაქი - დუბაი ქალაქგეგმარების მხრივ, ცათამბჯენებისა და საცხოვრებელი ადგილების კოშმარს წარმოადგენს. ამ უკანასკნელთ ერთმანეთთან არანაირი ერთიანობა არ გააჩნიათ. აქ ფეხით გადაადგილება თითქმის წარმოუდგენელია, რადგან მთელი განლაგება მასიურ ქვაფენილებსა და გიგანტურ შენობებს შორის დამაკავშირებელ მაგისტრალებს უკავია. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ქალაქში ძნელად თუ იპოვით საზიარო საჯარო ადგილებს, პარკებსა და მოედნებს. ამის ნაცვლად, დუბაი სავაჭრო ცენტრსა და ფერარის მუზეუმს გვთავაზობს. ეს კი მხოლოდ მდიდრებისთვისაა განკუთვნილი.

წყარო: dreamstime.com
წყარო: dreamstime.com
წყარო: thrillist.com
წყარო: thrillist.com
წყარო: thrillist.com
წყარო: thrillist.com

ამის საპირწონედ, ურბანისტები ცდილობენ წარმატებული ქალაქგეგმარების გეგმა შეიმუშავონ. მეოცე საუკუნის ბოლოსკენ ახალი ტენდენცია გახდა აქტუალური - ეს არის აქცენტი ინდივიდუალიზმსა და მრავალფეროვნებაზე. ქალაქგეგმარებაშიც დაიწყო პოსტმოდერნისტული ერა. ურბანული ხასიათი, ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემა, ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის საშუალებების ბუნებრივი შერწყმა - აი, რას გულისხმობს წარმატებული ქალაქგეგმარება. ეს უკანასკნელი ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოებას, როგორც ბუნებრივი კატასტროფების, ასევე კრიმინალის წინააღმდეგ. მაგალითად, ჯებირები, თავშესაფრები და საყრდენი კედლები აუცილებელია წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად. ზოგიერთი ურბანისტი კი კრიმინალის კონსტროლსაც ცდილობს. გარკვეული სოციალური თეორიების (მაგალითად, არქიტექტურული დეტერმინიზმი) თანახმად, ურბანული გარემო გავლენას ახდენს ფიზიკური პირების მორჩილებას სოციალური წესების მიმართ. ფსიქოლოგიური ზეწოლა ვითარდება იმ ადგილებში, რომლებიც მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ამის საპირწონედ კი ინდივიდუალური, ლამაზი სივრცის, ფუნქციური ქუჩები ითვლება. წარმატებული ქალაქგეგმარების თვალსაჩინო მაგალითად ამსტერდამი გვესახება. ქალაქში მგზავრობის მხოლოდ 22 პროცენტი ხორციელდება მანქანის საშუალებით, 48 პროცენტი კი - ველოსიპედით. ეს შესაბამისად, ხელს უწყობს ნაკლებ დაბინძურებას და საცალფეხო ბილიკის გამართულობას. ამსტერდამი მე-14 საუკუნიდან მოყოლებული გამოირჩეოდა ქალაქის ჭკვიანური დაგეგმარებით.

წყარო: architour.nl
წყარო: architour.nl
წყარო: airpano.com
წყარო: airpano.com
წყარო: architour.nl
წყარო: architour.nl

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიოში უდიდესი წყლის რეზერვუარი ააშენეს

1960 წლისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 90 000 ადამიანი ცხოვრობდა. დღესდღეობით ეს რიცხვი 100 000-ს უკვე ბევრად აჭარბებს. ამის ერთ-ერთ მიზეზად უდაბნოში აღმოჩენილი ნავთობიც შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად ამ ფაქტისა, ქვეყნის მაცხოვრებლები წყლის დეფიციტს განიცდიდნენ.

90
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

სმოგი - ხალხმრავალი ქალაქებისთვის დამახასიათებელი სახიფათო მოვლენა

სამწუხაროდ, სმოგი დიდი, განვითარებადი ქალაქების ყოველდღიურობად იქცა, დადგინდა მისი გამომწვევი მიზეზებიცა და შედეგებიც.

101
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]