არქიტექტურა

ის, რაც ყველა ქალაქს სჭირდება - არქიტექტურული სინთეზი და მისი მნიშვნელობა

არქიტექტურა სამყოფი სივრცის ფორმირებაა. იდეალური ფორმის ძიება კი მთავარი ამოცანა, რომელიც მას აკისრია...

124

არქიტექტურა სამყოფი სივრცის ფორმირებაა. იდეალური ფორმის ძიება კი მთავარი ამოცანა, რომელიც მას აკისრია. ოპტიმისტები მიიჩნევენ, რომ ბევრი ჭეშმარიტი ფორმა არსებობს, აქედან ზოგი ვიპოვეთ, ზოგი კი ჯერაც არ გვიპოვია. ეს ვარაუდი ნამდვილად სწორია, რადგან ფორმას ადამიანის გონება აფასებს: ესთეტიურად, ფუნქციურად და ემოციურად. ყველა ეპოქის ადამიანს კი განსხვავებული განვითარების დონე ახასიათებს და ესეც ძალიან ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, არქიტექტურაში ტყუილის, არაბუნებრივობისა და სიყალბის ადგილი არ არის.

წყარო: Norman Foster - Carre d’Art, საფრანგეთი

მოცულობა რომ გარემოს გარეშე არ არსებობს, ამაზე ადრე ვისაუბრეთ, მითუმეტეს, ჩვენს დროში, ჩვენ ხომ უკვე უთვალავი წელი და ფორმა გამოვიარეთ რომ აქამდე მოვსულიყავით. ჩვენი გარემო შედეგია წარსულისა და აწმყოსი. ქალაქს, რომელსაც დიდი ისტორია აქვს მოსაყოლი, კუნძულოვანი მოცულობითი ფორმები, ანუ შენობები ვერასოდეს ექნება. ამიტომ, გვიწევს ძველისა და ახლის ერთად აღქმა. ტრადიციები და მომავალი, სიმდიდრე და სიღარიბე, მეფეები, კომუნისტები, დემოკრატები... ჩვენს ქუჩებში ყველა და ყველაფერი ერთად არსებობს. ორი ფორმის ან მთლიანი კომპოზიციების მშვიდობიან და სწორ თანაარსებობას არქიტექტორები სინთეზს უწოდებენ.

წყარო: Dehullu & Partners architecten – Town hall of Harelbeke, ფინეთი

მაინც რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ და საერთოდ რა არის სინთეზი? ყველა ადგილს თავისი ისტორია აქვს, საკუთარი ტრადიცია, რომელსაც იცავს, აურა, რომელიც დაჰყვება და აგებულება, რომელსაც ვერ შევცვლით. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა შევეხოთ ან თავი შორს დავიჭიროთ მისგან. ადამიანებს არ შეუძლიათ ხელოვნურად აირჩიონ სამყოფი გარემო და ეს ძალიან კარგი თვისებაა. სწორედ იმისთვის, რომ არ დაზარალდეს ბუნებრივი ლანდშაფტი ან ისტორიული გარემო, არსებობს სინთეზი. ყველაზე ნათელი მაგალითი ჩვენი ქალაქია. თბილისი ლანდშაფტთან ერთად ვითარდება და არაფრით მის გარეშე, სწორედ გეოგრაფიული მდგომარეობაა ყველა თავისებურების განპირობებელი: ის რომ ქალაქი მტკვარს მიუყვება, აივნები კლდეებზეა შეფენილი, ყველა პატარა დეტალი რაც ძველ თბილისს გახსენებთ ლანდშაფტთან თანაარსებობას, ანუ მასთან სინთეზს განასახიერებს.

სუფთა არქიტექტურაში საქმე რთულადაა. როცა ისტორიულ გარემოში ახალი სხეული თავსდება, ეს რთულად აღსაქმელი პროცესია: როგორც ემოციურად, ისე ვიზუალურად. ყველა ადამიანისთვის ნაცნობი გრძნობაა ადგილის სიყვარული და ცვლილების შიში, ამიტომაა, რომ ხშირად სიმარტივის გამო, არქიტექტორები ცდილობენ ისტორიულ გარემოს შენობა გარეგნულად მოარგონ. შედეგად კი სიყალბეს ვიღებთ. თანამედროვე ადამიანს კარტუშები, ორდერები და გუმბათები აღარ სჭირდება. ფასადი ბევრად მარტივი და პირდაპირი გახდა. ჩვენ ვცდილობთ გარემო სრულყოფილი გავხადოთ, ამიტომ ყველა არქიტექტურული ტყუილი უკან გადადგმული ნაბიჯია ფორმის ძიების რთულ გზაზე. ჩვენი კვალის დატოვება აუცილებელიც კია შემგომი სივრცეების გასავითარებლად.

წყარო: Daniel Libeskind – Jewish Museum ბერლინი

ასეთი მსჯელობა სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ისტორიული ძეგლების ნგრევა გამართლებულია, პირიქით. არქიტექტორს უდიდესი ტექნიკა და ცოდნა სჭირდება სინთეზის განსახორციელებლად: თანამედროვე მიღწევა ისტორიულ გარემოში ფონად უნდა იქცეს და არა ატრაქციად. ის უნდა დაგვეხმაროს აღვიქვათ დრო და სივრცე ერთად. მიუხედავა იმისა, რომ ეს რთული ასახსნელია, მსოფლიოში არსებობს სინთეზის შესანიშნავი მაგალითები. სინთეზიც ხომ ჩვენი განვითარებისა და აზროვნების შედეგია, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქალაქური და ბუნებრივი იერსახის გადასარჩენად.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

აი, ასე გამოიყურება მათი სახლი, ვინც ჩვენს საცხოვრებელ გარემოს ქმნიან!

საინტერესოა, როგორ გამოიყურება იმ ადამიანის საცხოვრებელი გარემო, რომლის პროფესიაც ზოგადად სივრცის ფორმირებაა.

114
ნახე მეტი
არქიტექტურა

ინგმარ ბერგმანის საინტერესო სახლები და საცხოვრებელი გარემო, როგორც რეჟისორის შთაგონების წყარო

როცა ცნობილი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი გარდაიცვალა, მან აწმყოს დაუტოვა 3 აკადემიური ჯილდო, თავისი სახელი და სახლები შვედეთის პატარა კუნძულ ფაროზე.

120
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]