საცხოვრებელი გარემო

იოგა, როგორც სხეულისა და გონების ჰარმონიზაციის საშუალება და მისი გავლენა

იოგა, 5000 წლიანი დისციპლინაა, რომლის ვარჯიშებიც აბალანსებს ადამიანის სხეულს, გონებასა და სულს.

648

დღეს უამრავი ვარჯიში და აქტივობაა შემუშავებული იმისათვის, რომ ფიზიკურად ჯანმრთელნი ვიყოთ. აერობიკა, ტრენაჟორებზე ვარჯიში, ზუმბა და ა.შ. ამ აქტივობებით უამრავი ადამიანია დაკავებული, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესი სულ უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოში. თუმცა მათთვის, ვისთვისაც ვარჯიში უცხო ხილია და არ იზიდავთ ფიზიკური დატვირთვა, ან უბრალოდ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, არ შეუძლიათ გამუდმებით ივარჯიშონ, ალტერნატივა ნამდვილად არსებობს და ეს ალტერნატივა იოგაა. იოგა, 5000 წლიანი დისციპლინაა, რომელიც მოიცავს გაჭიმვებსა და პოზებს, სუნთქვის ვარჯიშებს, რომლებიც აბალანსებს ადამიანის სხეულს, გონებასა და სულს. იოგა, დღეს უკვე საკმაოდ პოპულარული აქტივობაა, რომელსაც უამრავი ადამიანი მისდევს და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის არ მოითხოვს დამღლელ ვარჯიშებსა და გაუსაძლის ფიზიკურ დატვირთვას, პირიქით აქ მთავარი სიმშვიდე და ჰარმონიაა.

წყარო: Hometeamns.sg
წყარო: Hometeamns.sg

იოგას განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მისით ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია დაკავდეს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ბრძანდებით, არც თქვენ სქესს აქვს მნიშვნელობა, იოგისთვის გვიანი არასდროსაა. მთავარია ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი სტილი, რომლის მრავალფეროვნებასაც ნამდვილად გთავაზობთ ერთ-ერთი უძველესი დისციპლინა. არ აქვს მნიშვნელობა იოგას რომელ სტილს აირჩევთ, იქნება ეს ინტენსიური და ენერგიული სტილი, თუ რელაქსაციას და მედიტაციას ამჯობინებთ, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ სხეულის გაძლიერებას, გონებისა და სულის ჰარმონიაში მოქცევას.

წყარო: Hometeamns.sg
წყარო: Hometeamns.sg

როდესაც იოგათი დაკავდებით, მალევე იგრძნობთ ფიზიკურ სიძლიერესა და თქვენი სხეულის გაჯანსაღებას. ეს აქტივობა განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც ართრიტი და ოსტეოპოროზი აწუხებს. იოგას დახმარებით თქვენ შეიძენთ მოქნილობას და ფიზიკურ ძალას, ზედმეტი დატვირთვის გარეშე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ დისციპლინით დაკავებულ ადამიანებს დარეგულირებული აქვთ სისხლის მიმოქცევა და წნევა. ისინი ადვილად უმკლავდებიან სტრესსა და დაძაბულობას, წელისა და თავის ტკივილებს.

წყარო: Hometeamns.sg
წყარო: Hometeamns.sg

როგორც უკვე აღვნიშნე იოგას დახმარებით თქვენ აჯანსაღებთ როგორც სხეულს, ისე გონებას. იოგას მთავარი აზრი იმაშია, რომ ჰარმონიაში მოიყვანოთ საკუთარი სხეული და გონება, ამაში ვარჯიშები და მედიტაცია დაგეხმარებათ. მედიტაცია გაგიუმჯობესებთ კონცენტრაციის უნარს, დაგეხმარებათ სიმშვიდის მოპოვებაში, რისი საშუალებითაც მარტივად დაამარცხებთ სტრესს და დაძაბულობას.

წყარო: Quotesgram.com
წყარო: Quotesgram.com

ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ქაოტურ სამყაროში ჰაერივით გვჭირდება სიმშვიდე და სიჯანსაღე. იოგა კი ის აქტივობაა, რომელიც ამ სახის ფუფუნებას გვთავაზობს. გახსოვდეთ, რომ ეს არც დამღლელი ფიზიკური ვარჯიშია და არც დროის ფუჭად ფლანგვა, იოგა ცხოვრების წესია. წესი, რომელიც ნამდვილად შეგცვლით და გაგიმარტივებთ ცხოვრებას. ასე, რომ მოინდომეთ, გადადგით პირველი ნაბიჯი, დაკავდით იოგათი და სულ მალე იგრძნობთ, თუ როგორ იცვლებით თქვენც და თქვენს ირგვლივ არსებული გარემოც.

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

ქალაქგეგმარების არსი და მისი მნიშვნელობა ურბანული გარემოს განვითარებაში

ისტორიულად, ურბანული დაგეგმარება ქაოტური მოვლენა იყო. მისი ფესვები გხვდება მესოპოტამიურ, ეგვიპტურ და ინდის ცივილიზაციაში, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე 3 ათასი წლით ადრე.

686
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ საცხოვრებელი გარემო?

სახლის შერჩევისას არ უნდა დავიშუროთ დრო და ენერგია, რათა გავითვალისწინოთ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი.

1317
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]