ინტერიერი

ინტერიერის ცნობილი დიზაინერები, რომელთა შემოქმედებაც ბევრისთვის შთაგონების წყაროა

მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინი სტატიკური სფერო არაა, არსებობენ დიზაინერები, რომელთა აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია.

624

მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი სტატიკური სფეროები არაა (ტექნიკური პროგრესი, მასალისა და სტილის ცვლილება მუდმივ ძვრებს განაპირობებს), არსებობენ არქიტექტორები და დიზაინერები, რომელთა აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ნიჭიერი შემოქმედები, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტის სრულიად ავთენტურ გზას ხედავენ, ამინდს ქმნიან ინტერიერის დიზაინშიც. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი სივრცის შექმნა მთლიანად ინდივიდუალურია, პოპულარული ინტერიერის დიზაინერები და დეკორატორები მაინც მთავარ ინსპირაციას წარმოადგენენ დამწყებთათვის, რომელთა ნამუშევრებს ასე ხშირად ვხედავთ ინსტაგრამსა თუ პინტერესტზე.

ფილიპ სტარკი

მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი სტატიკური სფეროები არაა (ტექნიკური პროგრესი, მასალისა და სტილის ცვლილება მუდმივ ძვრებს განაპირობებს), არსებობენ არქიტექტორები და დიზაინერები, რომელთა აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ნიჭიერი შემოქმედები, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტის სრულიად ავთენტურ გზას ხედავენ, ამინდს ქმნიან ინტერიერის დიზაინშიც. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი სივრცის შექმნა მთლიანად ინდივიდუალურია, პოპულარული ინტერიერის დიზაინერები და დეკორატორები მაინც მთავარ ინსპირაციას წარმოადგენენ დამწყებთათვის, რომელთა ნამუშევრებს ასე ხშირად ვხედავთ ინსტაგრამსა თუ პინტერესტზე.

ფილიპ სტარკი

წყარო: Phillip Starck
წყარო: Phillip Starck

ფილიპ სტარკი საერთაშორისოდ აღიარებული ფრანგი ინტერიერის დიზაინერია, მეამბოხის რეპუტაციით. იგი უბრალოდ ფიქრობს, რომ მისი პირდაპირი მოვალეობაა მსოფლიოს შესთავაზოს ესთეტიკა, მშვენიერების გარეშე. სტარკის მიზანია „სამართლიან“ სივრცეში ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მისი ნამუშევრები პირველ რიგში პრაქტიკული კომპოზიციაა. ამ განსაკუთრებული ხედვის წყალობით, მისი დიზაინით აწყობილი სივრცეები და ავეჯი უკვე საკულტო ფორმებია. მიუხედავად იმისა, რომ ფორმები დახვეწილი და სუფთაა, მთელს კომპოზიციაში განსაკუთრებული გემოვნება იგრძნობა. ბოლო დროს ფილიპ სტარკის ნამუშევრები მთლიანად ეკოლოგიაზეა ორიენტირებული. მისი ბოლოდროინდელი ნამუშევრებიდან, ყველაზე პოპულარული, „დემოკრატიული ეკოლოგიის“ კონცეფცია გახდა, რამაც მის სივრცეებში სახლისთვის შექმნილი, ხელმისაწვდომი ქარის ტურბინების გამოჩენა განაპირობა. როგორც დიზაინერი ამბობს, მალე დანერგავს ინოვაციურ, ხის მასალებს სპეციალურად ეკო სახლებისთვის და ასევე, მზის ენერგიაზე მომუშავე ნავის გამოგონებასაც აპირებს.

კელი ჰოპენი

წყარო: Kelly Hoppen
წყარო: Kelly Hoppen

კელი ჰოპენი ძალიან პოპულარული, ბრიტანელი ინტერიერის დიზაინერია. ამასთანავე, არის რამდენიმე წიგნის ავტორი და დეკორის მაღაზიის მფლობელი. ინტერნეტით ან მაღაზიაში სტუმრობით, მისი ტრენდულობის მიუხედავად, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში შეგიძლიათ შეიძინოთ, კელი ჰოპენისთვის დამახასიათებელი ავთენტური ნივთები, რომელიც, ალბათ ზუსტად ისაა, რაც თქვენს ოთახს აკლია. კელის სტილის ხიბლი მის სიმყუდროვესა და სიმარტივეშია: სუფთა, ნეიტრალური ფერები აღმოსავლური გავლენით. ჰოპენის მიერ დაპროექტებული ინტერიერი ნებისმიერი ფუნქციის მქონე სივრცეში ხორციელდება. საინტერესოა, რომ ჰოპენი, მისი პოპულარობის გამო საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს დიასახლისების გემოვნებაზე მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად მის ყოველ ახალ იდეასა თუ ტექნიკას ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს.

ვიქტორია ჰაგენი

წყარო: Victoria Hagan
წყარო: Victoria Hagan

ვიქტორია ჰაგენი კიდევ ერთი გამორჩეული ინტერიერის დიზაინერია, რომელიც ამინდს ქმნის თანამედროვე სივრცის ფორმირებაში. მის ნამუშევრებს უკვე საკმაოდ დიდი ხანია აფასებენ მსოფლიოს მასშტაბით. ჰაგენის ხელწერისთვის პირველ რიგში სტილის თანამიმდევრულობაა დამახასიათებელი. სილუეტი ძლიერია, მასალა დახვეწილი. სტილში კი ძალიან ფრთხილი ეკლექტურობა იგრძნობა. თუ დახვეწილი, თანამედროვე, მაგრამ ამავდროულად მყუდრო სივრცეები გიტაცებთ, შთაგონება ჰაგენის ნამუშევრებში უნდა ეძებოთ.

წყარო: Victoria Hagan
წყარო: Victoria Hagan

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

გრაფიტი და ინსტალაციები ინტერიერში - თანამედროვე ხელოვნება თქვენს საცხოვრებელ გარემოში

ღირებულებების ცვლასთან ერთად ხელოვნებაც იცვლება. თანამედროვე ხელოვნება ინდივიდუალობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, რაც ყველა სტილთან კარგად ინტეგრირების საშუალებას იძლევა.

113
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინი ჩვენს საცხოვრებელში?

ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინი საწყისს ძველი შენობების გათანამედროვებისგან იღებს.

132
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]