არქიტექტურა

ინოვაციური დიზაინის მქონე თანამედროვე ხიდები მსოფლიოს გარშემო

ტექნოლოგიის, დიზაინისა და ინჟინერიის არაჩვეულებრივი მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ თანამედროვე ხიდების მშენებლობაში.

217

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში დიზაინერული და საინჟინრო ინოვაციები მუდმივად გვაოცებს. მათი დახმარებით იქმნება ლამაზი, ეკოლოგიურად მგრძნობიარე სტრუქტურები, რასაც წვლილი შეაქვს მდგრადი მომავლის განვითარებისთვის. ტექნოლოგიის, დიზაინისა და ინჟინერიის არაჩვეულებრივი მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ თანამედროვე ხიდების მშენებლობაში. სწორედ ამიტომ ჩვენ დღევანდელ სტატიაში იმ კრეატიულ ხიდებს განვიხილავთ, რომლებიც თავისი ორიგინალური დიზაინით გამოირჩევიან და ბუნებრივად ერწყმიან ადგილობრივ გარემოს.

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში დიზაინერული და საინჟინრო ინოვაციები მუდმივად გვაოცებს. მათი დახმარებით იქმნება ლამაზი, ეკოლოგიურად მგრძნობიარე სტრუქტურები, რასაც წვლილი შეაქვს მდგრადი მომავლის განვითარებისთვის. ტექნოლოგიის, დიზაინისა და ინჟინერიის არაჩვეულებრივი მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ თანამედროვე ხიდების მშენებლობაში. სწორედ ამიტომ ჩვენ დღევანდელ სტატიაში იმ კრეატიულ ხიდებს განვიხილავთ, რომლებიც თავისი ორიგინალური დიზაინით გამოირჩევიან და ბუნებრივად ერწყმიან ადგილობრივ გარემოს.

წყარო:
წყარო:

ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება ისეთი ტურისტული ატრაქციების შექმნა, რომელიც მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს დააკმაყოფილებს. სწორედ ამას უკავშირდება ისეთი ორიგინალური ხიდის აშენება, როგორიც სანციანშანის ნაციონალურ პარკში არსებული „მამაცთა ხიდია“. 430 მეტრის სიგრძის კონსტრუქცია, ფოლადის ბოძებით და მინის პანელებით, მიწიდან 300 მეტრის სიმაღლეზეა გაჭიმული. ის ისრაელში მოღვაწე არქიტექტორის ჰაიმ დოტანის მიერაა დაპროექტებული და მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე, გრძელი საფეხმავლო ხიდია. შუშის პანელები და ტალღისებური მოაჯირები საშუალებას იძლევა მაქსიმალურად დატკბეთ არსებული ულამაზესი ხედით. მინის ფირფიტების დამჭერი ფოლადის ბოძები ისეა დამონტაჟებული, რომ კონსტრუქცია უხილავი გეგონებათ. ის თითქოს ღრუბლებში იკარგება. სწორედ ასეთი იყო არქიტექტორის ჩანაფიქრი. როგორც ჰაიმ დოტანი აღნიშნავს, ხიდის დაპროექტებისას ადგილობრივი, შეულახავი გარემოს შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი იყო. სწორედ ამიტომ, მისი შექმნისას მაქსიმალურად იზრუნა იმაზე, რომ ის შეხმატკბილებული ყოფილიყო ადგილობრივ ლანდშაფტთან და როგორც ხედავთ ეს ნამდვილად გამოუვიდა.

წყარო:
წყარო:
წყარო: www.interior.ru
წყარო: www.interior.ru

კიდევ ერთი საინტერესო და კრეატიული ხიდი აშენდა ჩინეთში, ქალაქ ჩანშაში. პროექტის ავტორი ჰოლანდიური ფირმა Next Architect-სია. მათ ხიდს „იღბლიანი კვანძი“ უწოდეს და ამით, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მის განსხვავებულ ფორმას. ფოლადის წითელი ხიდი მებიუსის ლენტის მსგავსად იკლაკნება. პროექტის ერთ-ერთი ავტორის თქმით ხიდის ფორმის შექმნისას შთაგონების წყარო ჩინური ქსოვის ხელოვნება იყო, სადაც კვანძს სიმბოლური დატვირთვა აქვს და ტრადიციულად იღბალთან არის დაკავშირებული. ხიდის ფორმა ადგილობრივ ლანდშაფტთანაა შერწყმული და ითვალისწინებს რელიეფის სხვადასხვა სიმაღლეებს. იღბლიანი კვანძი ქალაქს, ტბა მეიხისთან აკავშირებს. ხოლო მისი უმაღლესი ნაწილიდან ულამაზესი ხედი იშლება ტბასა და მთათა სისტემაზე.

წყარო: www.interior.ru
წყარო: www.interior.ru

ძალიან საინტერესო და ორიგინალური დიზაინის ხიდს გვთავაზობს არქიტექტურული კომპანია Orian Architect-ი. კომპანია ერთ-ერთი უძველესი ებრაული არქიტექტურული ბიუროა, რომელიც საჯარო და კერძო სახლების მშენებლობაში სპეციალიზირდება. 210 მეტრიანი კონსტრუქცია ერთმანეთს აკავშირებს ჰაი-ტეკის პარკს და რკინიგზის სადგურს, ქალაქ ბეერ-შევაში. კონსტრუქციას გაწელილი რვიანის ფორმა აქვს და ის 200-ზე მეტი თეთრი ფოლადის ძელისგან შედგება. ფოლადის ხიდის ღამის არაჩვეულებრივი განათებითაცაა აღჭურვილი.

წყარო: www.interior.ru
წყარო: www.interior.ru

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ვენეციის ბიენალე 2016 - უმნიშვნელოვანესი მოვლენა არქიტექტურულ სამყაროში!

ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ბიენალეს ბაღები არქიტექტურული ნოვაციებისა და მინიშნებების ცენტრი ხდება. ბიენალეს თანამედროვე ხელოვნების ვიზუალური გამოფენები თითქოს აჯამებს სიახლეებს...

225
ნახე მეტი
არქიტექტურა

ყინულის დროებითი სასტუმროები, როგორც განსაკუთრებული არქიტექტურული ნამუშევრები

ყინულის სასტუმრო დროებითი სასტუმროა. ის, თოვლისა და ყინულის ბლოკების სკულპტურებისგანაა შექმნილი, ხოლო მისი არსებობა ყინვაზეა დამოკიდებული.

216
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]