ექსტერიერი

ინოვაციური და ეკო-მეგობრული საგზაო პროექტები ექსტერიერის დიზაინერებისგან

მანათობელი ფოსფორის გამოყენება ინოვაციურია და ძვირადღირებული პრაქტიკაა. თუმცა, ის არაჩვეულებრივად გამოჰყოფს საველოსიპედო ბილიკებს, მოსიარულეებისა და ავტომობილის მძღოლებისთვის.

292

მანათობელი ფოსფორის გამოყენება ინოვაციურია და ძვირადღირებული პრაქტიკაა. თუმცა, ის არაჩვეულებრივად გამოჰყოფს საველოსიპედო ბილიკებს, ფეხით მოსიარულეებისა და ავტომობილის მძღოლებისთვის. მანათობელი ბილიკები არა მარტო ხილვადობას ზრდის, არამედ ავარიების რიცხვსაც ამცირებს. ვაგრძნობინოთ ველოსიპედისტებს თავი უსაფრთხოდ პირდაპირპროპორციულია, მოვუწოდოთ ადამიანებს ველოსიპედების გამოყენებისკენ. მრავალი კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საველოსიპედო ბილიკები ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ველოსიპედით რეგულარული ვარჯიში გულთან დაკავშირებულ დაავადებების რისკს საგრძნობლად ამცირებს. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ იმ ინოვაციურ და ეკო-მეგობრულ პროექტებს, რომელიც თანამედროვე გარემოს კიდევ უფრო კრეატიულსა და მშვენიერს ხდის.

წყარო: boredpanda.com
წყარო: boredpanda.com

პოლონეთის ქალაქ „Lidzbark Warminsk“-ში უნიკალურ გზას შეხვდებით: საველოსიპედო ბილიკს, რომელიც ღამით ანათებს. ის დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელშიც ფოსფორია გამოყენებული. მსგავს სინთეტიკურ მასალას მანათობელ ჯოხებსა და სხვა, მსგავს ნაწარმში იპოვით. ფოსფორს ენერგიას სხვადასხვა სახის რადიაცია აძლევს (მათ შორის მზის შუქიც). ეს ენერგია ინახება, შემდეგ კი ვიზუალურ სინათლედ გვევლინება, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძლებს. მას შეუძლია სხვადასვხა ფერის გამოსხივება. პოლონეთის ამ ქალაქში კი ცისფერი აირჩიეს - ეს ფერი ახლოს მდებარე მდინარეს შეესაბამება. პროექტი შეიქმნა „TPA” ჯგუფის მიერ. მათი თქმით, ფოსფორი ნათებას 10 საათის განმავლობაში ინარჩუნებს, დილით კი კვლავ „იტენება“. 100 მეტრის სიგრძის ბილიკი ერთი მეტრის სიგანის სექციებად არის დაყოფილი - ერთი ველოსიპედისტებისთვის და სხვა - ფეხით მოასიარულეებისთვის. მთლიანი პროექტი 31 000 დოლარი დაჯდა.

წყარო: boredpanda.com
წყარო: boredpanda.com

ზუსტად ამგვარ საველოსიპედო ბილიკს ჰოლანდიის პატარა პროვინცია ნურდ ბრაბანტშიც შეხვდებით, სადაც ცნობილი მხატვარი ვინსენტ ვან გოგი დაიბადა და გაიზარდა. კილომეტრიანი მონაკვეთი იმ პატერნს ანათებს, რომელიც მის 1889 წელს შექმნილ ნახატთან, ღამის სცენასთან არის დაკავშირებული. მანათობელი ბილიკის დიზაინი ჰოლანდიელ დიზაინერ დაან რუზგარდს ეკუთვნის. როგორ ის ამბობს, განათების ეს მეთოდი ვიზუალურად მისაღები და ბუნებით გარშემორტყმულია. განათებული ინფრასტრუქტურა კულტურულ ისტორიასთან არის დაკავშირებული. პროექტისთვის გამოიყენეს ახლომდებარე მზის პანელი, რომელიც ენერგიას განათებული ზედაპირისთვის წარმოქმნის. ამაზე „Heijmans”-ის ფირმამ იზრუნა. ლედ განათებები კი ბილიკის ყოველ მონაკვეთშია დამატებული და გზას დამატებით სინათლეს აძლევს. ეს იმის გარანტიაა, რომ საველოსიპედო ბილიკი იმ შემთხვევაშიც იქნება ნაწილობრივ განათებული, თუ ამინდი საგრძნობლად შეიცვლება და ზედაპირის პანელის დატენვა შეუძლებელი იქნება. „ეს არის ახალი სისტემა, რომელიც დამოუკიდებელი, პრაქტიკული და პოეტურიც კია“, -ამბობს რუზგარდი. საველოსიპედო გზა, რომელიც ნუენენიდან ეინდჰოვენამდე უსაფრთხოდ გამგზავრებთ, ენერგოეფექტურია. მომავალში გეგმავენ, რომ შექმნან ისეთი გზები, რომლებიც ელექტრონულ ველოსიპედებსაც ავტომატურად დატენის, მძღოლებს კი ყინულიანი ზედაპირის შესახებ გააფრთხილებს.

წყარო: boredpanda.com
წყარო: boredpanda.com

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის ბაღი? რჩევები ექსტერიერის დიზაინერებისგან

თუ ბაღის მოწყობას აპირებთ, მაგრამ პატარა სივრცე გაქვთ, არ ინერვიულოთ: მინიატურული ბაღის დაგეგმვა უფრო საინტერესო პროცესია.

304
ნახე მეტი
ექსტერიერი

ყველაზე ძვირადღირებული ქუჩები, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები სახლობენ

მილიარდერები არ ერიდებიან მილიონობით დოლარის გადახდას უძრავი ქონების შესაძენად. ისინი, რა თქმა უნდა საუკეთესოს ირჩევენ

279
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]